მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს


ნიკოლოზ ბარათაშვილი
ჩემი ლოცვა
"შენ ნახშირი ხარ ადამიანო, უფალი კი - შენი ალი და ნათელი". -





Untitled Document



“ვაი შენდა, საბრალო ირინეოს!”

 

აბბა ირინეოსმა მოგვითხრო:

_ ერთმა სკიტელმა ბერმა ღამით ასეთი ჩვენება იხილა: მონასტერში ეშმაკი დადიოდა და ძმებს ფოცხებსა და კალათებს ურიგებდა.

_ რას აკეთებ? _ იკითხა ბერმა.

_ ძმებისთვის გასართობს ვამზადებ, რომ ლოცვის დროს ყურადღება გაეფანტოთ, _ უპასუხა ეშმაკმა.

....
იმავე აბბა ირინეოსმა მოგვითხრო:

_ როდესაც სკიტეს ბარბაროსები შემოესივნენ, მივატოვე იქაურობა და ღაზაში წავედი, _ მე წარმოშობით ღაზელი ვარ. მივედი ლავრაში, ავიღე სენაკი და იღუმენს " მამათა ცხოვრება" გამოვართვი წასაკითხად. როგორც კი წიგნი გადავშალე, შემხვდა ის ადგილი, სადაც ძმა ეუბნება ბერს: " ილოცე ჩემთვის, მამაო"; ბერი კი უპასუხებს: " როცა ჩვენთან იყავი, მე ვლოცულობდი შენთვის, ახლა კი შენიანებთან წახვედი და მეც აღარ ვლოცულობ".

ეს რომ წავიკითხე, წიგნი გვერდზე გადავდე და ჩემს თავს ვუთხარი:

_ ვაი შენდა, საბრალო ირინეოს! შენ ხომ შენიანებთან ხარ და მამები ალბათ აღარ ლოცულობენ შენთვის.

ის წიგნი მაშინვე იღუმენს დავუბრუნე, ლავრიდან წამოვედი და სკიტეში დავბრუნდი. აი, ეს არის, შვილებო, ჩემი აქ ყოფნის მიზეზი.

 

 

 

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 15629096 სტუმარმა

საიტი დამზადებულია 2006 წელს