მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
20 ოქტომბერი 2017  11:45 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
მემღერება და ვიმღერი
"შენ ნახშირი ხარ ადამიანო, უფალი კი - შენი ალი და ნათელი". -





სინანულის საიდუმლო

ნათლობის საიდუმლოში ადამიანი დგება ღვთის მეუფების (ცხოვრების) რეალობის წინაშე, მისი სულის სიახლოვეს, მაგრამ ამას ადამიანი კარგავს თავისი ცოდვებით, რომელსაც ის ჩადის ნათლობის შემდეგ. სინანულისა საიდუმლოს აღსრულების საფუძველს წარმოადგენს ქრისტე მაცხოვრის მოწოდება: “შეინანეთ, რამეთუ მიახლოებულ არს სასუფეველი ცათა” (მთ. 4,17).

სინანულის საიდუმლოს შესრულების დროს განსაკითრებული მნიშვნელობა ენიჭება სასულიერო პირის (მღვდლის) ლოცვას და მისი სულიერი ძალის ზემოქმედებას ცოდვის ჩამდენი ადამიანის სულზე. მღვდელი, როგორც ქერუბიმი ელვარე მახვილით სამოთხის კარებთან მდგომი (დაბ. 3,24) უკრძალავს ღვთის სასუფეველში (ცხოვრებაში) შესვლას მოუნანიებელ ცოდვილებს. მღვდელი არის ადამიანთა შუამდგომელი ღმერთთან ცოდვათა მოტევებისა და მასთან შერიგების საქმეში. ადამიანის გულის ცოდვათაგან განწმენდის დროს სასულიერო პირი ჴ არის მოწმე ღმერთთან მისი აღთქმის აღდგენაში. თავისი ლოცვით ადამიანის გადარჩენისათვის მამობრივი მზრუნველობით სასულიერო პირი ჴ სულიერი მამა ეკლესიის ღვთივგანცხადებული სწავლების სიტყვებით ეხმარება მორწმუნეს თავისი მონანული გუნება-განწყობილება მიიყვანოს საიდუმლოში მტკიცე, გაბედულ, გადაჭრილ დასასრულამდეჴ ცოდვათა მოტევებამდე და ეკლესიის კურთხეულ ცხოვრებაში შეღწევამდე. თავის მხრივ მონანული ქრისტიანი ყოველ ღონეს ხმარობს აღადგინოს სულიერი ძალები და ღვთის ერთგულება ჴ ინანიებს რა ჩადენილ ცოდვებს. მონანული ქრისტიანი თხოვს ღმერთს მადლიან დახმარებას დაინახოს თავისი ცოდვები, რათა სიტყვის საშუალებით აღიაროს ის ღვთის წინაშე მღვდლის თანდასწრებით და ამით მოიკვეთოს ცოდვა თავისი გულიდან. ადამიანის სული, რომელსაც შეგნებული აქვს თავისი დანაშაული ღვთის წინაშე წარსდგება მის წინაშე და მაცხოვარი განათავისუფლებს მას ცოდვებისაგან. ცოდვათა მიტევება მიენიჭება მორწმუნეს სასულიერო პირის ლოცვისა და მღვდელმოქმედების საშუალებით, რომელსაც ქრისტესაგან მინიჭებული აქვს მადლი მიუტევოს ცოდვები დედამიწაზე, რათა შემდეგ ისინი მიტევებულ იქნას ზეცაში. ცოდვათა მიტევებასთან ერთად მორწმუნეს სინანულის საიდუმლოში ენიჭება გამართლება და განწმენდა ღვთის კურთხევით. ცოდვა არამარტო მიეტევება ადამიანს, არამედ მთლიანად წარიხოცება მისი ცხოვრებიდან და აღარ ამძიმებს ადამიანის სულს.

სინანულის საიდუმლოში ადამიანის სული ჴ ხატოვნად რომ ვთქვათ ჴ იფლობა ღვთის მოწყალების ემბაზში, რათა ისევ მოკვდეს ცოდვისათვის და აღდგეს “უფლის სასუფევლისა და მისი სიმართლის” კურთხეული ზემოქმედებით (მთ. 6,33) და ისევ მოიპოვოს ცხონების გზა. ღმერთთან შერიგება მოუტანს ადამიანს სულიერ წაქეზებას, აღძრვას და ადამიანი განიცდის სიხარულს ღვთის ცხოვრების თანაზიარობის გახსნაში. სინანულის საიდუმლო მოუტანს ადამიანს სულიერი ჯანმრთელობის აღდგენას. სასულიერო პირი, აღასრულებს რა მას ქმნის განსაკუთრებულ განწყობილებას, რათა მონანულმა აღიაროს თავისი ცოდვები. სინანულის საიდუმლოში მონაწილეობისათვის უფალი ამზადებდა თავის მოწაფეებს თანდათანობით. ის მოვიდა ამ სოფლად ცოდვილთა გადარჩენისათვის, მოუწოდა მათ სინანულისათვის (მთ. 9,13); “მოინანიეთ და იწამეთ სახარება” (მარკ. 1,15). ადამიანები შეიცნობდნენ რა ცოდვებს და დანაშაულს ღვთის წინაშე, ცხოველი რწმენით მიიმართებოდნენ ქრისტესაკენ. თავისი ღვთაებრივი ძალით უფალი კურნავდა ადამიანებს, მიუტევებდა რა მათ ცოდვებს (ლუკ. 7,47-48).

სახარება ამბობს, რომ ძე ღვთისა ცდიდა რა მოციქულთა რწმენას ეუბნებოდა მოციქულ პეტრეს: “და მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებს და რასაც შეკრავ მიწაზე, შეკრულ იქნება ცაშიც, ხოლო რასაც დახსნი მიწაზე დახსნილი იქნება ცაშიც” (მთ. 16,19). ქრისტეს მიერ მოციქულებზე აღთქმული გახსნისა და შეკვრის ძალაუფლება, გაიცემა როგორც გასაღები ღვთის სასუფევლის გაგებისა და შემოქმედებისათვის. მიიღეს რა გასაღები, მოციქულები ხვდებიან ღვთის მრავალნაირი საიდუმლოებების აღმშენებლები და შემოქმედები. ასეთივე ძალაუფლება ღვთის სასუფევლის შესახებ მიანიჭა ქრისტემ სხვა მოციქულებსაც და ისინი გამოასწორებენ ზნეობრივად ცოდვილ ძმებს. “ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ორი თქვენთაგანი შეთანხმდება ამქვეყნად და ერთად ითხოვს რასმე, მაშინ რასაც უნდა ითხოვდნენ მიეცემათ მამის ჩემის ზეციერისაგან” (მთ. 18,19). თუ მხედველობაში ვიქონიებთ, რომ ეს ორი ჴ მღვდელი და მონანულია მაშინ მათი ლოცვა შესმენილი იქნება ზეციერი მამის მიერ. ამათგან ერთს ეძლევა თხოვნის ნება, ხოლო მეორეს, როგორც მოციქულთა მემკვიდრეს “გახსნისა და შეკვრის ძალაუფლება” (მთ. 18,18). ეკლესიის აღსაშენებლად და მასში სინანულის საიდუმლოს შესრულებისათვის ქრისტე მოციქულები გაგზავნა მისი აღდგომის შემდეგ: “მიიღეთ სული წმიდა, ვისაც მიუტევნეთ ცოდვები, მიუტევნეს, ხოლო ვისაც დაუტევებთ, დაეტევნეს” (იოან. 20,21-23).

მოციქულებს მიეცათ ძალაუფლება ადამიანების გულთაგან მოეხსნათ საფარი ცოდვისა და მიემართათ მათი სულები მაღლა, ღვთისაკენ. ეს ძალაუფლება მომდინარეობს ქადაგების სიტყვისაგან. საქმე მოციქულთა გვეუბნება ამის შესახებ: “ასე ძალუმად იზრდებოდა და მტკიცდებოდა უფლის სიტყვა და როცა ეს აღსრულდა... მრავალი მორწმუნეთაგანი მოდიოდა და აღიარებდა და აცხადებდა თავის საქმეებს” (საქმ. 19,20-18). უფლის სიტყვა აღძრავს ადამიანს იყოს მონაწილე მოახლოებული ღვთის სასუფევლისა და აღძრავს ისე ძალუმად, ძლიერად, რომ მასში გაიხსენება ღვთის რჯულისაგან ის განდგომები, რომლებიც ხელს უშლის მას აღიღოს ჯვარი თვისი და შეუდგეს ქრისტეს. იმის შიში, რომ არ დაკარგოს ღმერთთან კავშირი, ამიტომ ქრისტიანი აიძულებს თავს დაინახოს თავისი ცოდვები, აღიაროს ისინი და გახსნას თავისი საქმეები. სინანულის საიდუმლოს შესრულების ფორმები მოციქულთა დროიდანვე ძლივს შეიმჩნევა, მაგრამ მისი შინაგანი წყობა, ლიტურგიკულ ჴ საღვთისმსახურო სტრუქტურა მის უმთავრეს კომპონენტებში უკვე არსებობდა. ეს არის ჴ ზეპირი აღსარება ცოდვებისა მღვდელთან, სწავლა-დარიგება სინანულის გზის გამოძებნის მიზნით, სასულიერო პირის ლოცვები და ცოდვათა მოტევება. სინანულის საიდუმლოს შემსრულებლები შეიძლება იყვნენ მხოლოდ ეკლესიის წარმომადგენლები ჴ დასაწყისში მოციქულები, ხოლო შემდეგ ეპისკოპოსები და მღვდლები, რომელთაც გადაეცათ მოციქულთა მიერ მემკვიდრეობა.

სინანულის საიდუმლოს უმთავრეს შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს ჴ აღსარება. უძველეს ეკლესიაში არსებობდა აღსარების ორი ფორმა: სახალხო და საიდუმლო. სახალხო აღსარება სრულდებოდა ეპისკოპოსის წინაშე მთელი საეკლესიო საზოგადოების თანდასწრებით. საიდუმლო აღსარება კი სრულდებოდა მხოლოდ სასულიერო პირის წინაშე.

სახალხო აღსარება უწესდებოდათ ქრისტიანული საზოგადოების იმ წევრებს, რომლებმაც ჩაიდინეს უმძიმესი ცოდვა ჴ დაამცირეს ეკლესიის ღირსება და შეიტანეს მორწმუნეთა შორის ცდომილება. მოციქულთა დროს ცნობილია მაგალითი კორინთელი ცოდვილის აღსარებისა, რომელსაც მოც. პავლემ ჯერ უბრძანა განშორება ეკლესიის საზოგადოებისაგან, იმიტომ რომ: “მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს ააფუებს” (1 კორ. 5,6). ხოლო შემდეგ ცოდვილის საფუძვლიანი სინანულის გამო იმავე მოციქულმა ითხოვა მიეღოთ ისევ ის ეკლესიის საზოგადოებაში: “ამნაირისათვის საკმარისია ეს შერისხვა მრავალთა მიერ. ასე რომ, პირიქით, გმართებთ უმალ მოუტევოთ და ანუგეშოთ, რათა მეტისმეტად მწუხარებაში არ დაინთქას. ამიტომაც გევედრებით სიყვარული დაუდასტუროთ მას” (2 კორ. 2,6-8). სახალხო აღსარებას ჰქონდა მონანულთათვის მკურნალობითი, ხოლო სხვებისთვის აღმზრდელობითი დანიშნულება. სახალხო აღსარებასთან ერთად მონანულებს უწესდებოდათ შესაბამისი ეპიტიმია: ეკრძალებოდათ ეკლესიაში მიეტანათ შესაწირი და მიეღოთ მონაწილეობა ზიარებაში; ეკრძალებოდათ მორწმუნეთა შეკრებებზე დასწრება, განსაკუთრებით ლიტურღიაზე. უმძიმესი ხორციელი ცოდვების აღსარება სრულდებოდა სახალხოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ცნობილი იყო, რომ მოცემულმა ადამიანმა ჩაიდინა იგი. მათი ჩამდენნი უნდა იდგნენ მართლებთან ზიარების გარეშე ეპიტიმიის დამთავრებამდე. იმ შემთხვევაში თუ საიდუმლო აღსარებამ არ გამოიღო ნაყოფი გამოსწორებისა, მაშინ ინიშნებოდა სახალხო აღსარება.

უძველეს ეკლესიაში სამი მომაკვდინებელი ცოდვებიდან (კერპთაყვანისცემა, მკვლელობა და მრუშობა) ერთ-ერთის ჩამდენნი დროებით განეშორებოდნენ საეკლესიო საზოგადოებას; ისინი ისჯებოდნენ ხანგრძლივი ეპიტიმიით, ზოგჯერ მთელი ცხოვრების მანძილზე და მხოლოდ მოახლოებული აღსასრულის გამო შეიძლებოდა მისი ეკლესიის წიაღში მიღება და უფლის სისხლისა და ხორცის ზიარება. ეკლესიისაგან განკვეთა ხდებოდა იმ ცოდვების გამო, რომლებიც ჩადენილი იქნებოდა შეგნებულად, თავისუფალი ნებაყოფლობით და არა უძლურების, დაუფიქრებლობისა და ძალდატანების გამო. განკვეთა შედგებოდა ეკლესიისაგან სახალხო გაძევებით, უფრო ზუსტად ეკლესია ამოწმებდა იმას, რომ მოცემულმა ადამიანმა, უწინ ეკლესიის შვილმა, თავისი აზრებითა და ცხოვრებით შეუძლებელი გახადა თავისი მყოფობა ეკლესიაში. განკვეთილის სახელი წაიშლებოდა დიპტიხებიდან ჴ ქრისტიანული საზოგადოების წევრების სიიდან. მორწმუნეები წყვეტდნენ მასთან არა მარტო ეკლესიურ, არამედ სხვა ყოველგვარ ურთიერთობას. განკვეთილის მიტევება შეიძლებოდა ხანგრძლივი სინანულის შემდეგ.

ეპიტიმიისა და სახალხო აღსარების დანიშვნა სრულდებოდა მხოლოდ ეპისკოპოსების მიერ ამ აქტების აუცილებლობის მიზეზის გამო, როგორც მონანულთათვის ისე მთელი საზოგადოებისათვის. მღვდელს ეძლეოდა უფლება მონანულები შეერიგებინა ეკლესიასთან, როცა ეპისკოპოსი არ იქნებოდა ადგილზე და როცა იყო სასიკვდილო საშიშროება იმ პირთათვის, რომელსაც უნდა ეთქვა სახალხო აღსარება.

სახალხო აღსარება გაფორმდა განსაკუთრებულ წესად III საუკუნის I ნახევარში. ამას ისტორიული საფუძველი შეუქმნა იმპერატორ დეოკლეტიანეს (249-251) მიერ ქრისტიანების დევნამ. ეს დევნა დაიწყო მოულოდნელად 20 წლის სიმშვიდის შემდეგ და გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით. მრავალი ქრისტიანი მერყეობდა იესო ქრისტეს სახელის აღსარებაში, მრავალი მსხვერპლს სწირავდა კერპებს. როცა დევნა შეწყდა, დაცემულმა მორწმუნეებმა მოინდომეს ქრისტიანულ საზოგადოებაში აღდგენა. ისინი თავის დაცემას აფასებდნენ ძალდატანებით მოქმედებად და არ თვლიდნენ აუცილებლად სინანულის მკაცრ ზომებს და ცდილობდნენ მიეღოთ “სარწმუნოებისათვის აღმსარებლების” სტატუსი. დანაშაულის დაუსჯელობას კი მიჰყავდა ქრისტიანული ზნეობა შესუსტებისაკენ. კართაგენის ეკლესიაში გამოჩნდა აღმსარებელი ლუკიანე, რომელმაც გამოთქვა მოსაზრება ყოველი დაცემულისათვის ცოდვების მოტევების შესაძლებლობა. ლუკიანეს ეს მოსაზრება პრაქტიკაში შემოიღო წმიდა კვიპრიანე კართაგენელის ერთ-ერთმა შეურიგებელმა მოწინააღმდეგემ ჴ ფილიკისმა. წმიდა კვიპრიანე გამოვიდა ასეთი გამონაკლისი წესის წინააღმდეგ, რომ “აღმსარებლებად” შეერაცხათ განდგომილები და მიეღოთ ისინი ქრისტიანულ საზოგადოებაში. ის თვლიდა, რომ მხოლოდ ეპისკოპოსს, როგორც ადგილობრივი ეკლესიის ხელმძღვანელს შეუძლია აიღოს პასუხისმგებლობა განდგომილების დაბრუნებისა. მისი სიტყვების მიხედვით დაცემულების ეკლესიასთან შერიგება უნდა აღსრულდეს სასულიერო პირთან სინანულის საშუალებით. თავის წერილში “к клиру” საყვედურობს საზოგადოების წარმომადგენლებს იმაში, რომ მათ უკუ აგდეს დაცემულთა სინანული და ამით შეურაცხყვეს უფალი და ეკლესია. რომის ეკლესიაში კი პირიქით ხდებოდა: პრესვიტერი ნოვაციანე ართმევდა დაცემულ ადამიანებს ყოველგვარ იმედს ღმერთთან შერიგებისა. ის პროტესტს გამოთქვამდა იმის წინააღმდეგ, რომ ეკლესიის წიაღში მიეღოთ არა მხოლოდ დაცემული, არამედ საერთოდ ყველა ის, ვინც პირველი დაცემის შემდეგ ისევ ჩადის ცოდვას. რადგანაც, მისი აზრით ეკლესია ცოდვილებთან ურთიერთობით შეიბილწებოდა და აღარ იქნებოდა წმიდა. ამას თან ერთვოდა მონტანისტებისა და მელეტისტების დავა: პირველნი ითხოვდნენ დაცემულთა მიმართ მკაცრ დამოკიდებულებას, მეორენი ჴ შემწყნარებლობას. საეკლესიო მშვიდობის ჩამოგდებისათვის კართაგენში 251 წელს შედგა საეკლესიო კრება, რომელმაც უარყო ფილიკისიმისა და ნოვაციანეს უკიდურესობა და დაუდგინა დაცემულებს განკურნებულიყვნენ სინანულის საიდუმლოს საშუალებით. კართაგენის კრების განსაზღვრა ერთსულოვნად მიღებულ იქნა რომის კრების მიერ (251 წელს).

სახალხო აღსარებაზე დაიშვებოდა ყველა დაცემული ადამიანი სქესისა და ასაკის, წოდებისა და მდგომარეობის მიუხედავად. ეკლესიის წიაღში დაბრუნების მსურველები მიდიოდნენ პრესვიტერთან, რომელიც გამოცდიდა მოქცევის ჭეშმარიტებას, შეიტანდა მის სახელს საეკლესიო დიპტიხში, დაადებდა მონანულს თავზე ხელებს და გაუშვებდა. დიდი მარხვის პირველ დღეს მონანული მოდინული მოდიოდა ეკლესიაში სახალხო აღსარებისთვის. ძველად მას მიეგებებოდა ეპისკოპოსი და შეიყვანდა ტაძარში. აქ მონანული თავზე დაიყრიდა ნაცარს, ჩაიცვამდა ჯვალოს და დაემხობოდა პირქვე. ამ დროს ეპისკოპოსი, სასულიერო პირები და ხალხი აღავლენდა მისთვის ლოცვას, რომლის შემდეგ მღვდელი დაადებდა მას თავზე ხელს, ასხურებდა წყალს და წარმოსთქვამდა მოკლე ლოცვას. სახალხოდ მონანულთა მიღება ეკლესიაში ასე მთავრდებოდა. მონანულთა ოთხი სახე: მტირალნი, მსმენელნი, დაჩოქილნი და მართლებთან მდგომნი სხვადასხვანაირად განისჯებოდნენ.

მონანულები როგორც წესი განიყოფოდნენ მართლებისაგან. მოციქულ პავლეს სიტყვების მიხედვით (1 კორ. 5,9-8) მათ ეკრძალებოდათ მონაწილეობა მიეღოთ აღაპებში (სიყვარულის საღამოებში). მათ მკაცრად უნდა ემარხათ ცოდვითი აღტკინების გასანელებლად. მათ მართებდათ მღვიძარება, თავშეკავება სიამოვნებებისაგან, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ლოცვა დაჩოქილი ან პირქვე გართხმული. წმიდა კვიპრიანე წერს: “რამდენადაც ჩვენ შევცოდეთ, იმდენადვე უნდა განვიცადოთ სინანული. ღრმა ჭრილობა აუცილებელია განვკურნოთ შესაბამისად ხანგრძლივად. სინანული არ უნდა იყოს დანაშაულზე ნაკლები” (св. киприан, твор. ч 2, трактаты. Киев 1851. с. 173). სახალხო სინანულის ვადა განსხვავებული იყო. ზოგიერთ მონანულთან მიმართებაში ის შემოისაზღვრებოდა წლობით, ზოგიერთისათვის გრძელდებოდა ათწლეულებით, ხოლო სხვებისთვის განისაზღვრებოდა მთელი ცხოვრება.

დაწყებული მე-4 საუკუნიდან, როცა რომის იმპერატორთა მიერ ქრისტიანთა დევნა შეწყდა და მორწმუნეთა რიცხვმა დაიწყო გაზრდა, სახალხო აღსარება მაინც გამოიყენებოდა. თანდათანობით უქმდებოდა სინანულის საფეხურები და მღვდელმოქმედებები მასთან დაკავშირებით, თუმცა ზოგიერთ საზოგადოებაში ეს პრაქტიკა შემორჩა მე-7 მე-9 საუკუნემდე.

საიდუმლო და სახალხო აღსარებები ავსებდნენ ერთიმეორეს. ერთი ამზადებდა მეორისათვის. საიდუმლო აღსარების დროს გაიხსნებოდა ცოდვილის შინაგანი მდგომარეობა, გამოიკვლეოდა მისი ცოდვა, განისაზღვრებოდა სურვილები და გარემოებები, რომლებიც იწვევდნენ ცოდვით მოქმედებებს, გაიგებოდა მონანულის გულწრფელობის საფეხური და მიეცემოდა მას, თუ საჭირო იყო, დარიგებები სახალხო აღსარების გასასვლელად, ბოლოს განისაზღვრებოდა მონანულის საეკლესიო გამოსწორების დისციპლინარული ზომა.

სახალხო აღსარების პრაქტიკას, დადებით გავლენასთან ერთად ახლავს ზოგიერთი საფრთხეც. ღია აღსარებას მთელი საეკლესიო საზოგადოების წინაშე შეიძლებოდა ჩაეგდო ძაბუნი, უძლური ადამიანის სულში ცოდვის თესლი. ასეთი ადამიანი, ისმენს რა ახლობლის ცოდვას შესაძლებელია, თავის თავს ჩათვლის მონანულ ადამიანზე სრულად და აღმატებულად, და ასეთი სახით, მის სულში დაიბადებდა ცოდვა თავისთავზე დიდი წარმოდგენისა, თვითკმაყოფილებისა, თავმომწონებისა, აღმატებულებისა. გარდა ამისა, ზოგიერთ ქრისტიანი ერიდებოდა რა გარშემორტყმული ხალხის მხრიდან განსჯასა და ზიზღს და ხშირად მალავდა თავის უმძიმეს ცოდვებს. ეკლესიის წმიდა მამებმა გაითვალისწინეს რა ეს მიზეზები ჴ დამაკმაყოფილებლად ცნეს აღსარება ჯერ ღმერთთან და შემდეგ სასულიერო პირთან (об устной исповеди. христ. чтение 1854. ч. 1. с. 175).

კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ნექტარიოსმა (┼ 398) შეცვალა პრესვიტერ-სულიერი მოძღვრის თანამდებობა, რომელსაც მიჰყავდა სახალხო აღსარების საქმეები. ყოველ ქრისტიანს მიეცა საშუალება შედგომოდა სინანულის საიდუმლოს მხოლოდ თავისი სინდისის ნებით. ამ დროიდან პრესვიტერებს უფლება ჰქონდათ თავისუფლად მიეღოთ აღსარებაზე მონანული ქრისტიანი და ცოდვათა სიმძიმის დამოუკიდებლად გადაეწყვიტათ ისინი თავისი შეხედულებებისამებრ, რაც შეესაბამებოდა ეკლესიის კანონიკურ პრაქტიკას.

მხოლოდ გამონაკლისის შემთხვევებში უნდა მიემართა პრესვიტერს ეპისკოპოსის დარიგებისათვის, როცა ცოდვის სიმძიმე და მონანულის უნანებლობა მოითხოვდა ზომებს, რათა ეკლესია დაცულიყო ცდომილებისაგან ან აშკარა მავნებლობისაგან. და კიდევ იმ შემთხვევაში, როცა მონანულის პირადი ცოდვა წარმოადგენდა დაბრკოლებას საეკლესიო მსახურთა რიცხვში მიღებისათვის. მე-9 საუკუნის ბოლოს სახალხო აღსარება ყველა ეკლესიაში პრაქტიკულად შეცვალა საიდუმლო აღსარებამ.

საიდუმლო აღსარება. მოციქულთა დროიდან დაწყებული საიდუმლო ანუ ინდივიდუალურ აღსარებას არასოდეს არ შეუწყვეტია თავისი არსებობა ეკლესიაში, არამედ იკავებდა მნიშვნელოვან ადგილს ქრისტიანის ევქარისტიულ ურთიერთობაში. მე-4 საუკუნის ლიტურგიკულმა ძეგლმა “მოციქულთა დადგენილებებმა” შემოგვინახეს მონანულის შესახებ ლოცვები. ეს ლოცვები განამტკიცებდნენ იმედით მონანულის გულს ღვთის მოწყალეობისათვის, რადგანაც უფალს უყვარს მართალი, ხოლო ცოდვილებს სწყალობს. ლოცვის დასასრულს ხდებოდა ინდივიდუალური აღსარება სულიერ მოძღვართან და ცოდვების მიტევება. ყველა გარდაუვალი ცოდვა ადამიანის ჩვეულებრივ ცხოვრებაში და დაბრკოლებები ზიარების მიღებაში ჴ გამოიტანებოდა მოძღვარის სულიერი განსჯის წინაშე. უძველესი ეკლესიის წევრები დიდი გულმოდგინებით ინანიებდნენ ასეთ ცოდვებს და იღებდნენ პრესვიტერისაგან ზეპირ თანხმობას (смирнов ф. ჲогосл. Христианск. со времен апостол. до 4 века. Киев. 1876. с. 329-330). წმიდა ერმი უბრძანებს მოძღვარს: “წადი და უთხარი პირფერებს, ეჭვიანებს, ავყიებს, შურიანებს, ამსოფლიურ სიამეებზე მიჯაჭვულებს, ორგულებს, რომ მოინანიონ ეს ცოდვები და იცხოვრონ ღვთისათვის. უფალმა თავისი მოწყალებით გამომგზავნა მივცე ყველას სინანული, იმათაც კი რომლებიც თავისი საქმეების გამო არ ღირან იმას, რომ ცხონდნენ. მაგრამ უფალი მრავალმოწყალეა და სურს, რომ ცხონდნენ მისი ძის მოწოდებულნი...” (Пастырь Ерма. кн. 3. пар. 7. Писании мужей апостольских. спб. 1895. с. 216-223).

წმიდა ერმის მიხედვით, მონანულმა უნდა განიწმინდოს თავისი სული, შეეგუოს ყოველნაირ საქმეს და გადაიტანოს უამრავი სხვადასხვა მწუხარება. და როცა გადაიტანს ყოველივეს... მაშინ ის, რომელმაც შექმნა ყოველივე და განამტკიცა, მიუახლოვდება მას თავისი მოწყალებით და მიცემს მას მაცხოვნებელ მკურნალობას მოძღვრის საშუალებით. იმასვე გულისხმობს წმიდა კლიმენტი რომაელი, როცა წერს: “თუ ვიღაცის გულში საიდუმლოდ შეიპარა შური ან ორგულობა, ან სხვა ბოროტება, მაშინ... მას არ უნდა შერცხვეს და აღიაროს იგი მოძღვრის წინაშე, რათა ღვთის სიტყვის შუამდგომლობით და მაცხოვნებელი დარიგებებით მიიღოს კურნება” (Покояние древной христ. Церквии. воскр. чтен. 1912. 9. с. 105). წმიდა ირინეოს ლიონელი აღწერს რა ვალენტინელების გარყვნილ ზნეს, ამბობხ, რომ მრავალი დედაკაცი ცდუნებულ იქნა მათ მიერ. შემდეგ კი როცა დაბრუნდნენ ეკლესიაში, აღიარეს მათ სხვა ცდომილებებთან ერთად ეს ცოდვები (Климент еписк. римск. перв. посл. к коринф. гл. 51-52 в кн. писания мужей апост. спб. 1895. с. 106).

მაცხოვრის მიერ აღდგენილი ლაზარე, რომელსაც ხელები და ფეხები შეკრული ჰქონდა სახვევებით, წმიდა ირინეოს ლიონელისათვის არის ცოდვით შეკრული ადამიანის მაგალითი. უფალი უბრძანებს მოციქულებს შეხსნან ლაზარეს სახვევები ჴ ამაში კი ირინეოს ლიონელი ხედავს მოციქულთა და მათი მემკვიდრეების ჴ ეკლესიის მოძღვრების აუცილებელ მონაწილეობას სულიერად მკვდარი ადამიანის აღდგინებაში მათთვის ცოდვათა მიტევებით (св. ириней еписк. рионск. обличен. и опроверж. лжеименого знания. соч. спб. 1900. кн. 1. гл. 6. п. 3. с. 37).

ტერტულიანე თავის ტრაქტატში “სინანულის შესახებ” მიანიშნებს “გარეგანი თავდადების” განსაზღვრას, რომელიც აუცილებელია მონანულისათვის აღსარების დროს: მწუხარება და დამცირება, ლოცვასა და მარხვაში ყოფნა, მოძღვრის წინაშე მუხლდრეკა, პირქვე დამხობა... (Тертулиан. Творения. спб. 1847. ч. 2. с. 96-97). ეს არის სახე ეპიტიმიისა, რომელსაც იყენებდნენ მონანულთათვის. მონანული საკუთარი სურვილით ანდობს თავის ცოდვებს მოძღვარს და იღებს მისგან მიტევებას ლოცვითა და ხელდადებით. ეკლესიის მოძღვარები იღებდნენ თავისთავზე პასუხისმგებლობას მიეტევებინათ ცოდვები არა მხოლოდ ყოველდღიური, არამედ უმძიმესიც, რომლებიც მე-4 მე-5 საუკუნეებში განისჯებოდა სახალხო აღსარებით. მე-5 საუკუნის საეკლესიო ისტორიკოსი სოზომენე წერს აღსარებაზე: “უფალმა ბრძანა მიეტევებინათ ცოდვილთათვისაც და მონანულთათვისაც. მაგრამ შენდობის მიღებისათვის აუცილებელია საკუთარი ცოდვების აღსარება. რისთვისაც ძველთაგანვე ირჩევდნენ სულიერ მოძღვარს, რომელიც იყო ცნობილი ცხოვრების სიწმინდით, საიდუმლოს მტკიცედ და ბრძნულად მცველი. მივლენ რა მასთან, ცოდვილები აღიარებენ საკუთარი ცხოვრების საქმეებს. განსჯის რა სულიერი მოძღვარი ცოდვათა სიმძიმეს, განსაზღვრავს ვინ როგორ უნდა ებრძოლოს ცოდვას და რა სასჯელსაც მონანულები ისურვებენ საკუთარ თავზე, უწესდება მათ” (Созомен. история. кн. б. гл. 16). მე-5 მე-6 საუკუნეებში გამწვავდა მოთხოვნა სინანულის შესრულების მიღებული წესის დადგინებისა. მე-6 საუკუნის ბოლოს ჩნდება წესი იოანე მონაზონის საიდუმლო აღსარებისა. ამავე სახელწოდებით ერთდროულად გამოვიდა ეპიტიმიური წესები ანუ ნომოკანონი. აღსარების წესისა და ნომოკანონის შედგენა მიეწერება იოანე მმარხველს, კონსტანტინეპოლის პატრიარქს (+ 596). აღსარების წესში სისტემატიზირებული იყო სინანულის საიდუმლოს შესრულების წესები, განლაგებული იყო სინანულის საიდუმლოს თანმიმდევრობა და შენდობის ლოცვები. იოანე მმარხველის აღსარების წესის შემადგენლობაში შედიოდა აღსარების წინა ლოცვები, ზეპირი აღსარება სულიერი მოძღვარის წინაშე, მოძღვარის სწავლება და შენდობის ლოცვები. თავისი მოცულობით აღსარების წესი იყო ძალიან ვრცელი და შესაძლებლობას იძლეოდა (ისე, რომ არ დაერღვია საიდუმლოს ძირითადი სტრუქტურა), ვარიირება გაეკეთებინა აღსარების წინა და შენდობის ლოცვების რიცხვისა და შინაარსისა, მონანულთა მიერ კითხვებისა და სულიერი მოძღვარის სწავლებისა.

იოანე მმარხველის წესდების საფუძველზე სხვადასხვა მონასტერში იქმნებოდა და იკრიბებოდა რამოდენიმე სინანულის წესდებები, რომლებიც განმტკიცებულნი იყვნენ ადგილობრივ ტრადიციებთან და ლიტურღიკულ გარდამოცემებთან. ეს წესდებები განსხვავდებოდნენ ერთიმეორისაგან სინანულის ლოცვების სიდიდითა და შინაარსით, საიდუმლო წეს-ჩვეულების ფორმით, დადგენილი ეპიტიმიის ხასიათითა და პირობით. საკმაოდ გავრცელებული იყო, მაგ. წეს-ჩვეულება, რომელთანაც მიბმული იყო განსაკუთრებული ფორმით ცოდვათა მიტევება. ეს ფორმა შემორჩათ ზოგიერთ ადგილას მე-17 საუკუნემდე. სასულიერო პირი შენდობის ლოცვის კითხვის დროს ერთ ხელს დაადებინებდა მონანულს სახარებაზე, მეორეს თავის კისერზე. მის მიერ წარმოთქმულ ლოცვაში ხაზი ესმობოდა სასულიერო პირსა და მონანულს შორის სულიერ კავშირს და სულიერი მოძღვრის პასუხისმგებლობას ცოდვათა მიტევებაზე: “ღმერთი, შვილო, მოგიტევებს შენ და შეგინდობს”... (ჵмитриевский ჱ.ჱ. профессор. наука о пров. богослужении. вип. 10. машинопись).

არანაკლები სახელი მოიხვეჭა კონსტანტინეპოლში მე-8 საუკუნეში გამოჩენილმა სტუდიის მონასტრის სინანულის წესდებამ, რომლის წინამძღვარი იყო ღირსი თეოდორე სტუდიელი (+ 326). სტუდიის მონასტრის წესდების მიხედვით საიდუმლო აღსარება ხდებოდა ყოველ ცისკარზე: მე-3 გალობის დასაწყისში გამოდიოდა იღუმენი და ჯდებოდა ძმებისაგან აღსარების მისაღებად... სტუდიის მონასტერში იყო დეტალურად დამუშავებული წესები, რომელიც ეხებოდა მოძღვრის ხელმძღვანელობას. სულიერი მოძღვრის ვალდებულება იღუმენს ეხებოდა. თეოდორე სტუდიელი იღუმენის მიმართ ანდერძში წერს: “დაე, არ აიღო შენს თავზე ეკონომიური ზრუნვა, არამედ ეს შენი გასაღები იყოს უდიდესი ზრუნვა სულზე ჴ გახსნა და შეკვრა წერილის მიხედვით” (смирнов с. проф. ჵмитриевски. духовник: исследование по истокам церковн. бытя 1913. с. 22).

მე-12 მე-13 საუკუნეებში ბერძნულ ეკლესიაში წარმოიშვა წესი, რათა აღსარება მიეღო მხოლოდ იმ მოძღვარს, ვისაც ექნებოდა განსაკუთრებული სიგელი ეპისკოპოსისაგან. როგორც წესი, ამ თანამდებობას ასრულებდნენ მღვდელმონაზვნები, რომელთაც ჰქონდათ გამოცდილება სულიერ ცხოვრებაში.

აღასრულებს რა სინანულის საიდუმლოს სასულიერო პირი დასაწყისში ამბობს: “კურთხეულ არს”... სასულიერო პირი, რომელიც იღებს ადამიანურ ზრახვებს, თვითონ უნდა იყოს სიკეთის მქმნელის მაგალითი და მუდმივად უნდა ლოცულობდეს, რათა ღმერთმა მისცეს მას გონების სიტყვა მასთან მიმსვლელის ცხოვრებისეული მოქმედებების მიმართულების არჩევისათვის. “იცოდე მოძღვარო! თუ დაიღუპა ერთი ცხვარი შენი დაუევრობის გამო, გაზღვევინებ... გეშინოდეს გასცე ძე ღვთისა უღირსთა ხელში და არ დაუშვა ისინი ზიარებაზე”. მოძღვარი უნდა იყოს თავშეკავებული, ძლიერი, კეთილისმყოფელი, ყოველ დროს მლოცველი, მმარხველი.

სინანულის საიდუმლოს ხილულ დასაწყისს მღვდელი სათავეს უდებს საკურთხეველში ტრაპეზის წინ. იხრის რა მუხლს ღვთის მოწყალების სიდიადის წინაშე, სასულიერო პირი იღენს ტრაპეზიდან ჯვარსა და სახარებას, რათა გამოიტანოს ისინი ტაძარში, საიდუმლოს აღსრულების ადგილას. ღვთის წინაშე შეცოდებულ ხალხთან გამოსვლა არის მოწმობა ღვთის სასუფევლის მოახლოებისა (მთ. 4,17), რომელიც აღძრავს ხალხს სინანულისაკენ, სულიერი განწმენდისაკენ. ამ საეკლესიო კანონის აღსრულებისათვის სასულიერო პირი საკურთხეველში ლოცვით გამოითხოვს ღვთისაგან მადლიან ძღვენს თითოეული სულის გაგებისათვის, რომელთაც საწყურით განკურნება ცოდვათაგან და ცხოვრების გამოსწორება. მღვდელი შეიცნობს, რომ ამ წუთში უფალი ავალებს მას შეიყვანოს ხალხი “ქალაქში, რომელსაც აქვს საფუძველი და რომლის ხუროთმოძღვარი და შემოქმედი არის ღმერთი” (ებრ. 11,10), წინასწარ განწმინდოს რა ისინი ცოდვებისაგან. საიდუმლოში ცოდვათაგან განწმენდა მოუტანს მონანულს იშვას არა ხრწნადი, არამედ “უხრწნელი თესლისაგან” (1 პეტრ. 1,23). მას აღასრულებს სასულიერო პირი “ღმერთის ცოცხალი და მარადუიული სიტყვებით” (1 პეტრ. 1,23).

ასეთი შობა თვით სასულიერო პირს არაერთხელ გამოუცდია, როდესაც მიუტანია თავისი სინანული ღვთისა და სულიერი მოძღვრის წინაშე. მას განეცხადა მონანულის სულზე ღვთის მადლის გარდამოსვლა, როცა სული (სწყურია რა განწმენდა და შერიგება უფალთან), იფლობა მადლიან მორევში, როგორც მცენარე მიწაში, თავისი აზრების, სურვილების და გრძნობების ფესვებში, რათა შეიწოვოს “სიცოცხლის წყარო” და მოიპოვოს ძალა და სიბრძნე ღვთის სასუფეველში შესასვლელად. როცა სასულიერო პირი თხოვს უფალს ცოდვათა მიტევებას, მას ეძლევა ხილვა ცოდვილი ადამიანის იმ უძლურებებისა, რომლებიც გადიან მისი გულიდან და ადგილს უთმობენ მოკრძალებულ გულისხმიერებას მის შესახებ ღვთის ნების განცხადებისათვის. როცა სასულიერო პირი გამოდის საკურთხევლიდან ჯვრითა და სახარებით ხელში და წარსდგება ხალხის წინაშე, მაშინ ის განასახიერებს მოსე წინასწარმეტყველს სინას მთაზე აღთქმის ფიქალებით, რათა მიიტანოს ადამიანებამდე სახარების სიწმინდე და სინათლე, სულისა და სიცოცხლის კანონი, რათა აზიაროს ისინი იმ საიდუმლო ხილვას, როცა ღმერთი გარდამოხდა ადამიანებთან. სასულიერო პირი იღებს რა აღსარებას მონანულისაგან, ყოველ ღონეს ხმარობს, რათა დაეხმაროს მას მოიპოვოს თავის თავში ღვთის ხატების სათავე, ლოცვა. საკუთარი კეთილისმყოფელი ცხოვრების გამოცდილება და სინანული ეხმარება სასულიერო პირს გაიგოს, რომ ხშირად იმ მომენტისათვის არ ხერხდება ადამიანის დახმარება. როგორც რესტავრატორი მდუმარედ მუშაობს რა სიძველის გამო გახუნებულ ხატზე, რუდუნებით და სიფრთხილით ცდილობს ზიანი არ მიაყენოს უდიდესი მხატვრის ნამდვილ ფერებს, ისევე სასულიერო პირი არაერთხელ მიტევების ლოცვითა და დარიგებებით ანიჭებს და მიანიშნებს ცოდვილ ადამიანს ღვთის სასუფევლის გზას.

მონანულის მიერ ცოდვების აღიარება და სასულიერო პირის გულმოდგინება მიგვიყვანს იქამდე, რომ ადამიანი იწყებს დაინახოს თავის თავში ღვთის ხატება, გაუფრთხელდეს მას, და ღირსი დახდეს ეწოდოს ქრისტიანი.

სასულიერო პირის გულითადი მონაწილეობა ცოდვილის სინანულში გვიზიდავს, კიდევ ღვთის კურთხევის განსაკუთრებული ძღვენი - სინანულის ცრემლები. ეკლესიამ იცის, რომ “რომელნი სთესვიდენ ცრემლით, მათ სიხარულით მოიმკონ” (ფს. 125, 5-6).

სასულიერო პირის მომზადება აღსარებისათვის.

სინანულის საიდუმლოში სასულიერო პირიცა და მონანული ერთად მიმართავენ ეკლესიის სულიერ გამოცდილებას - ცხოვრებას ქრისტეში. ქრისტიანული ცხოვრების თავდაპირველი გამოცდილება მდგომარეობს იმაში, რომ “რომელიც იყო თავდაპირველად, რომელიც ვისმინეთ და ჩვენი თვალებით ვიხილეთ, რომელსაც ვჭვრეტდით და ჩვენი ხელებით ვეხებოდით სიცოცხლის სიტყვას და სიცოცხლე ცხად იქმნა და ჩვენ ვიხილეთ და ვმოწმობთ და გაუწყებთ თქვენ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც იყო მამასთან და გამოგვეცხადა ჩვენ” (I იოანე 1,1-2). მასთან ზიარებისათვის საჭიროა სულიერი მომზადება როგორც სასულიერო პირისა, ისევე მონანულისა. აუცილებელია ამისათვის აგრეთვე რწმენა, რომელიც მოციქულის სიტყვებით “არის ხორცშესხმა - არსი, რასაც მოველით და ცხადყოფა უხილავისა” (ებრ. 11,1). სიტყვა სასულიერო პირის მიერ ნათქვამი აღსარების წინ, მოწმობს ეკლესიის ცხოვრების წმიდა შინაარსს. მათი დანიშნულებაა გააღვიძოს მონანულის გულში ახალი ურთიერთობა მასთან და გაუხსნას ღმერთთან ცხონებისა და შეერთების გამოცდილება. სული წმიდის მადლი, რომელიც არის დამალული ამ სიტყვებში, ეხმარება მონანულს მოძებნოს გზა, ღვთის სასუფევლის ცხოვრების ერთიანობისაკენ. და მაშინ შეიცნობს ის, რომ ღმერთი - შორს როდია თითოეული ჩვენთაგანისაგან: “ვინაიდან მისით ვცოცხლობთ და ვმოძრაობთ და ვართ” (საქმ. 17,27-28). მისი მყოფობის შეცნობაში გვეხმარება ადამიანებს ეკლესია სინანულის საიდუმლოში. სინანულის საიდუმლოს წესის აღსრულების დროს სასულიერო პირი შეიცნობს, რომ მონანული საჭიროებს მაცხოვარს. ამისათვის მღვდელი აღასრულებს ლოცვას უფლის წინაშე.

სასულიერო პირმა გამოცდილებით იცის, რომ ადამიანი არასდროს ისე მშვენიერი არ არის, როგორც სულიერი განახლებისა და ზნეობრივი აღორძინების მომენტში. საიდუმლოში ყველა მონაწილეს გაეხსნება ღვთის “სასუფევლის საიდუმლოებები” (св. П. Флоренский. столп и утверждение истины. М. 1914. с. 422). აღმსარებლის სული რეზულტატში განახლდა. ხოლო მოღძვარი უნდა დაეხმაროს მონანულს: ასწავლოს მას ებრძოლოს ცოდვას, განამტკიცოს ლოცვითა და რჩევით და მოღვაწეობისა და ცხოვრების მაგალითით აღძრას გულმოდგინება კეთილი საქმეების აღსასრულებლად. მონანულისადმი დარიგების წარმატებისათვის სასულიერო პირი გამოითხოვს ღვთისაგან სულიერი განსჯისა და სულთა მადლისმიერი კურნების ძღვენს. წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, რომ მოძღვარმა “რომელმაც არც ის იცის, რა უნდა თქვას, და არც ის, რა უნდა აკეთოს, მაშინ უკეთესია ჯერ ისწავლოს, ვიდრე არ იცის და ასწავლოს” (творения. 3-е изд. М. 1899. ч. 1 с. 36).

სულიერი განსჯის საფუძვლები მოძღვრის სულში ჩნდება წმიდა წერილის განუწყვეტლივ კითხვით. ეკლესიის ღვთივგანბრძნობილი მამები გვირჩევენ ახალი აღთქმა გავიხადოთ ჩვენი მოძღვრული ცხოვრების ქვაკუთხედად და წავიკითხოთ ყოველდღიურად. საკუთარი სულის განათლებისათვის, ქრისტეში სულიერად გაძლიერებისათვის და აგრეთვე მონანულთა საერთო სულიერი გაზრდისათვის მოძღვარი უნდა განისწავლოს უფლის რჯულში. სასულიერო პირის დარიგებისათვის სახელმძღვანელოდ უნდა გამოვიყენოთ წმიდა მამათა და მოძღვართა ნაშრომები.

სამწყსოს მართვისათვის გამოცდილების მისაღებად საჭიროა მუდმივი სულიერი სრულყოფა. ამისათვის მღვდელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ურთიერთობა გამოცდილ სულიერ მოძღვართან. უბრალო რჩევაც კი მოითხოვს ჩვენგან ცხოვრების გამოცდილებასა და ცოდნას. სულიერი მოძღვრობა კი არასოდეს არ შეიძლება დავიდეს მხოლოდ ერთ დარიგებამდე და რჩევამდე. სინანულის საიდუმლოში კი მთლიანად ადამიანი განიკურნება და სულიერად განახლდება. რათა დავეხმაროთ მოძღვარს ამაში, ის უნდა მივიღოთ და შევიყვაროთ ისეთი, როგორიც არის, ცხოვრების ნათელი მხარეებითა და ნაკლოვანებით. რამ შეიძლება შეაგულიანოს, წააქეზოს ან აიძულოს ადამიანი ენდოს სულიერ მოძღვარს და ამის საშუალებით მთლიანად მიაბაროს თავი უფალს, თუ არა მღვდლის მისდამი სიყვარულმა და მისმა ლოცვითმა კადნიერებამ მონანულისათვის ღვთის წინაშე? მონანულის გახსნა იმ წუღებში სასულიერო პირის სულიერი ხედვის წინაშე იწვევს უფეო მეტ თანადგომასა და სიყვარულს მასში, ვიდრე ჩვეულებრივი ცხოვრების პირობებში. მღვდელი ღვთის წინაშე ლოცვით “განაცხოველებს ღვთის ნიჭს” თავის თავში (II ტიმ. 1,6), რათა ექიმის მსგავსად ცოდვილი ადამიანის სულისაგან უდიდესი პასუხისმგებლობითა და სიფრთხილით განაშოროს ვნებების “მეტასტაზები”. ამ მიზნით მოძღვარი ყოველდღიურ საქმიანობაში შეაგროვებს სულიერ გამოცდილებას, მარაგდება სულიერი სიბრძნით. მოძღვრის ლოცვა აღსარების აღსრულების დროს სრულიად აუცილებელია. მხოლოდ ლოცვას შეუძლია განკურნოს მონანული. ლოცვა თვით მოძღვარსაც კი დაეხმარება შეიცნოს უდიდესი პასუხისმგებლობა ღვთის წინაშე, რადგანაც ცოდვათა მოტევების ძალაუფლება არის თვით მამა ზეციერის ძალაუფლება (მარკ. 2,7-10). მამა ზეციერმა გადასცა იგი თავის მხოლოდშობილ ძეს -იესო ქრისტეს, ხოლო ქრისტემ მოციქულებსა და მათ მემკვიდრეებს - ეპისკოპოსებსა და მოძღვრებს.

სულიერი მკურნალობა განსაკუთრებულად მოქმედებს მაშინ, როცა თვით მოძღვრის გული ეხმაურება საიდუმლოს ძალასა და მადლს. აღასრულებს რა სინანულის საიდუმლოს წესს მოძღვარი წარმოქმნის თავის თავში მამობრივი ზრუნვის სულს, რათა მომსვლელებმა მოინანიონ ღვთის წინაშე თავისი ცოდვები. ამის მაგალითს ჩვენ ვხედავთ თვით უფალ იესო ქრისტეში. ადამიანთა მოდგმის სიყვარულის გამო მან არა მარტო მიუტევა ცოდვები, არამედ ერთდროულად თითქოს იშვილა ისინი: “გამხნევდი შვილო, მოგიტევოს შენი ცოდვები” - ამბობდა იგი (მთ. 9,2). მოძღვარიც, ასევე მიუტევებს რა ცოდვებს ხალხს ღვთისაგან მიცემული ძალაუფლებით, განაცხოველებს თავის თავში სიყვარულისა და თანაგრძნობის ძღვენს და გულწრფელ მონაწილეობას ცოდვილი ადამიანისადმი. მიიღო რა მონაწილეობა საიდუმლოში, მორწმუნე ადამიანი განწყობილია მოუსმონოს მოძღვარს უფრო მეტად, ვიდრე სხვა დროს. მოძღვარს ახსოვს ეს და ძვირად უღირს დრო, რომელიც მიეცა მას ღვთისაგან ადამიანის სინანულისათვის. წმინდა წერილიდან აღებული სიტყვებით, თავისი გულითადი დარიგებებით, თანაგრძნობით მოძღვარი აღზრავს მონანულს “ცოდვის მძიმე სილისაგან”. როგორც კეთილი მესაჭე გადაარჩენს ხომალდს, ისე კეთილი მოძღვარი განაცხოველებს და განკურნავს მისდამი მონდობილ სულიერ ცხვრებს სინანულის საიდუმლოს მადლით.

ეს უდებს საკურთხეველში ტრაპეზის წინ. იხრის რა მუხლს ღვთის მოწყალების სიდიადის წინაშე, სასულიერო პირი იღენს ტრაპეზიდან ჯვარსა და სახარებას, რათა გამოიტანოს ისინი ტაძარში, საიდუმლოს აღსრულების ადგილას. ღვთის წინაშე შეცოდებულ ხალხთან გამოსვლა არის მოწმობა ღვთის სასუფევლის მოახლოებისა (მთ. 4,17), რომელიც აღძრავს ხალხს სინანულისაკენ, სულიერი განწმენდისაკენ. ამ საეკლესიო კანონის აღსრულებისათვის სასულიერო პირი საკურთხეველში ლოცვით გამოითხოვს ღვთისაგან მადლიან ძღვენს თითოეული სულის გაგებისათვის, რომელთაც საწყურით განკურნება ცოდვათაგან და ცხოვრების გამოსწორება. მღვდელი შეიცნობს, რომ ამ წუთში უფალი ავალებს მას შეიყვანოს ხალხი “ქალაქში, რომელსაც აქვს საფუძველი და რომლის ხუროთმოძღვარი და შემოქმედი არის ღმერთი” (ებრ. 11,10), წინასწარ განწმინდოს რა ისინი ცოდვებისაგან. საიდუმლოში ცოდვათაგან განწმენდა მოუტანს მონანულს იშვას არა ხრწნადი, არამედ “უხრწნელი თესლისაგან” (1 პეტრ. 1,23). მას აღასრულებს სასულიერო პირი “ღმერთის ცოცხალი და მარადუიული სიტყვებით” (1 პეტრ. 1,23).

ასეთი შობა თვით სასულიერო პირს არაერთხელ გამოუცდია, როდესაც მიუტანია თავისი სინანული ღვთისა და სულიერი მოძღვრის წინაშე. მას განეცხადა მონანულის სულზე ღვთის მადლის გარდამოსვლა, როცა სული (სწყურია რა განწმენდა და შერიგება უფალთან), იფლობა მადლიან მორევში, როგორც მცენარე მიწაში, თავისი აზრების, სურვილების და გრძნობების ფესვებში, რათა შეიწოვოს “სიცოცხლის წყარო” და მოიპოვოს ძალა და სიბრძნე ღვთის სასუფეველში შესასვლელად. როცა სასულიერო პირი თხოვს უფალს ცოდვათა მიტევებას, მას ეძლევა ხილვა ცოდვილი ადამიანის იმ უძლურებებისა, რომლებიც გადიან მისი გულიდან და ადგილს უთმობენ მოკრძალებულ გულისხმიერებას მის შესახებ ღვთის ნების განცხადებისათვის. როცა სასულიერო პირი გამოდის საკურთხევლიდან ჯვრითა და სახარებით ხელში და წარსდგება ხალხის წინაშე, მაშინ ის განასახიერებს მოსე წინასწარმეტყველს სინას მთაზე აღთქმის ფიქალებით, რათა მიიტანოს ადამიანებამდე სახარების სიწმინდე და სინათლე, სულისა და სიცოცხლის კანონი, რათა აზიაროს ისინი იმ საიდუმლო ხილვას, როცა ღმერთი გარდამოხდა ადამიანებთან. სასულიერო პირი იღებს რა აღსარებას მონანულისაგან, ყოველ ღონეს ხმარობს, რათა დაეხმაროს მას მოიპოვოს თავის თავში ღვთის ხატების სათავე, ლოცვა. საკუთარი კეთილისმყოფელი ცხოვრების გამოცდილება და სინანული ეხმარება სასულიერო პირს გაიგოს, რომ ხშირად იმ მომენტისათვის არ ხერხდება ადამიანის დახმარება. როგორც რესტავრატორი მდუმარედ მუშაობს რა სიძველის გამო გახუნებულ ხატზე, რუდუნებით და სიფრთხილით ცდილობს ზიანი არ მიაყენოს უდიდესი მხატვრის ნამდვილ ფერებს, ისევე სასულიერო პირი არაერთხელ მიტევების ლოცვითა და დარიგებებით ანიჭებს და მიანიშნებს ცოდვილ ადამიანს ღვთის სასუფევლის გზას.

მონანულის მიერ ცოდვების აღიარება და სასულიერო პირის გულმოდგინება მიგვიყვანს იქამდე, რომ ადამიანი იწყებს დაინახოს თავის თავში ღვთის ხატება, გაუფრთხელდეს მას, და ღირსი დახდეს ეწოდოს ქრისტიანი.

სასულიერო პირის გულითადი მონაწილეობა ცოდვილის სინანულში გვიზიდავს, კიდევ ღვთის კურთხევის განსაკუთრებული ძღვენი - სინანულის ცრემლები. ეკლესიამ იცის, რომ “რომელნი სთესვიდენ ცრემლით, მათ სიხარულით მოიმკონ” (ფს. 125, 5-6).

სასულიერო პირის მომზადება აღსარებისათვის.

სინანულის საიდუმლოში სასულიერო პირიცა და მონანული ერთად მიმართავენ ეკლესიის სულიერ გამოცდილებას - ცხოვრებას ქრისტეში. ქრისტიანული ცხოვრების თავდაპირველი გამოცდილება მდგომარეობს იმაში, რომ “რომელიც იყო თავდაპირველად, რომელიც ვისმინეთ და ჩვენი თვალებით ვიხილეთ, რომელსაც ვჭვრეტდით და ჩვენი ხელებით ვეხებოდით სიცოცხლის სიტყვას და სიცოცხლე ცხად იქმნა და ჩვენ ვიხილეთ და ვმოწმობთ და გაუწყებთ თქვენ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც იყო მამასთან და გამოგვეცხადა ჩვენ” (I იოანე 1,1-2). მასთან ზიარებისათვის საჭიროა სულიერი მომზადება როგორც სასულიერო პირისა, ისევე მონანულისა. აუცილებელია ამისათვის აგრეთვე რწმენა, რომელიც მოციქულის სიტყვებით “არის ხორცშესხმა - არსი, რასაც მოველით და ცხადყოფა უხილავისა” (ებრ. 11,1). სიტყვა სასულიერო პირის მიერ ნათქვამი აღსარების წინ, მოწმობს ეკლესიის ცხოვრების წმიდა შინაარსს. მათი დანიშნულებაა გააღვიძოს მონანულის გულში ახალი ურთიერთობა მასთან და გაუხსნას ღმერთთან ცხონებისა და შეერთების გამოცდილება. სული წმიდის მადლი, რომელიც არის დამალული ამ სიტყვებში, ეხმარება მონანულს მოძებნოს გზა, ღვთის სასუფევლის ცხოვრების ერთიანობისაკენ. და მაშინ შეიცნობს ის, რომ ღმერთი - შორს როდია თითოეული ჩვენთაგანისაგან: “ვინაიდან მისით ვცოცხლობთ და ვმოძრაობთ და ვართ” (საქმ. 17,27-28). მისი მყოფობის შეცნობაში გვეხმარება ადამიანებს ეკლესია სინანულის საიდუმლოში. სინანულის საიდუმლოს წესის აღსრულების დროს სასულიერო პირი შეიცნობს, რომ მონანული საჭიროებს მაცხოვარს. ამისათვის მღვდელი აღასრულებს ლოცვას უფლის წინაშე.

სასულიერო პირმა გამოცდილებით იცის, რომ ადამიანი არასდროს ისე მშვენიერი არ არის, როგორც სულიერი განახლებისა და ზნეობრივი აღორძინების მომენტში. საიდუმლოში ყველა მონაწილეს გაეხსნება ღვთის “სასუფევლის საიდუმლოებები” (св. П. Флоренский. столп и утверждение истины. М. 1914. с. 422). აღმსარებლის სული რეზულტატში განახლდა. ხოლო მოღძვარი უნდა დაეხმაროს მონანულს: ასწავლოს მას ებრძოლოს ცოდვას, განამტკიცოს ლოცვითა და რჩევით და მოღვაწეობისა და ცხოვრების მაგალითით აღძრას გულმოდგინება კეთილი საქმეების აღსასრულებლად. მონანულისადმი დარიგების წარმატებისათვის სასულიერო პირი გამოითხოვს ღვთისაგან სულიერი განსჯისა და სულთა მადლისმიერი კურნების ძღვენს. წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, რომ მოძღვარმა “რომელმაც არც ის იცის, რა უნდა თქვას, და არც ის, რა უნდა აკეთოს, მაშინ უკეთესია ჯერ ისწავლოს, ვიდრე არ იცის და ასწავლოს” (творения. 3-е изд. М. 1899. ч. 1 с. 36).

სულიერი განსჯის საფუძვლები მოძღვრის სულში ჩნდება წმიდა წერილის განუწყვეტლივ კითხვით. ეკლესიის ღვთივგანბრძნობილი მამები გვირჩევენ ახალი აღთქმა გავიხადოთ ჩვენი მოძღვრული ცხოვრების ქვაკუთხედად და წავიკითხოთ ყოველდღიურად. საკუთარი სულის განათლებისათვის, ქრისტეში სულიერად გაძლიერებისათვის და აგრეთვე მონანულთა საერთო სულიერი გაზრდისათვის მოძღვარი უნდა განისწავლოს უფლის რჯულში. სასულიერო პირის დარიგებისათვის სახელმძღვანელოდ უნდა გამოვიყენოთ წმიდა მამათა და მოძღვართა ნაშრომები.

სამწყსოს მართვისათვის გამოცდილების მისაღებად საჭიროა მუდმივი სულიერი სრულყოფა. ამისათვის მღვდელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ურთიერთობა გამოცდილ სულიერ მოძღვართან. უბრალო რჩევაც კი მოითხოვს ჩვენგან ცხოვრების გამოცდილებასა და ცოდნას. სულიერი მოძღვრობა კი არასოდეს არ შეიძლება დავიდეს მხოლოდ ერთ დარიგებამდე და რჩევამდე. სინანულის საიდუმლოში კი მთლიანად ადამიანი განიკურნება და სულიერად განახლდება. რათა დავეხმაროთ მოძღვარს ამაში, ის უნდა მივიღოთ და შევიყვაროთ ისეთი, როგორიც არის, ცხოვრების ნათელი მხარეებითა და ნაკლოვანებით. რამ შეიძლება შეაგულიანოს, წააქეზოს ან აიძულოს ადამიანი ენდოს სულიერ მოძღვარს და ამის საშუალებით მთლიანად მიაბაროს თავი უფალს, თუ არა მღვდლის მისდამი სიყვარულმა და მისმა ლოცვითმა კადნიერებამ მონანულისათვის ღვთის წინაშე? მონანულის გახსნა იმ წუღებში სასულიერო პირის სულიერი ხედვის წინაშე იწვევს უფეო მეტ თანადგომასა და სიყვარულს მასში, ვიდრე ჩვეულებრივი ცხოვრების პირობებში. მღვდელი ღვთის წინაშე ლოცვით “განაცხოველებს ღვთის ნიჭს” თავის თავში (II ტიმ. 1,6), რათა ექიმის მსგავსად ცოდვილი ადამიანის სულისაგან უდიდესი პასუხისმგებლობითა და სიფრთხილით განაშოროს ვნებების “მეტასტაზები”. ამ მიზნით მოძღვარი ყოველდღიურ საქმიანობაში შეაგროვებს სულიერ გამოცდილებას, მარაგდება სულიერი სიბრძნით. მოძღვრის ლოცვა აღსარების აღსრულების დროს სრულიად აუცილებელია. მხოლოდ ლოცვას შეუძლია განკურნოს მონანული. ლოცვა თვით მოძღვარსაც კი დაეხმარება შეიცნოს უდიდესი პასუხისმგებლობა ღვთის წინაშე, რადგანაც ცოდვათა მოტევების ძალაუფლება არის თვით მამა ზეციერის ძალაუფლება (მარკ. 2,7-10). მამა ზეციერმა გადასცა იგი თავის მხოლოდშობილ ძეს -იესო ქრისტეს, ხოლო ქრისტემ მოციქულებსა და მათ მემკვიდრეებს - ეპისკოპოსებსა და მოძღვრებს.

სულიერი მკურნალობა განსაკუთრებულად მოქმედებს მაშინ, როცა თვით მოძღვრის გული ეხმაურება საიდუმლოს ძალასა და მადლს. აღასრულებს რა სინანულის საიდუმლოს წესს მოძღვარი წარმოქმნის თავის თავში მამობრივი ზრუნვის სულს, რათა მომსვლელებმა მოინანიონ ღვთის წინაშე თავისი ცოდვები. ამის მაგალითს ჩვენ ვხედავთ თვით უფალ იესო ქრისტეში. ადამიანთა მოდგმის სიყვარულის გამო მან არა მარტო მიუტევა ცოდვები, არამედ ერთდროულად თითქოს იშვილა ისინი: “გამხნევდი შვილო, მოგიტევოს შენი ცოდვები” - ამბობდა იგი (მთ. 9,2). მოძღვარიც, ასევე მიუტევებს რა ცოდვებს ხალხს ღვთისაგან მიცემული ძალაუფლებით, განაცხოველებს თავის თავში სიყვარულისა და თანაგრძნობის ძღვენს და გულწრფელ მონაწილეობას ცოდვილი ადამიანისადმი. მიიღო რა მონაწილეობა საიდუმლოში, მორწმუნე ადამიანი განწყობილია მოუსმონოს მოძღვარს უფრო მეტად, ვიდრე სხვა დროს. მოძღვარს ახსოვს ეს და ძვირად უღირს დრო, რომელიც მიეცა მას ღვთისაგან ადამიანის სინანულისათვის. წმინდა წერილიდან აღებული სიტყვებით, თავისი გულითადი დარიგებებით, თანაგრძნობით მოძღვარი აღზრავს მონანულს “ცოდვის მძიმე სილისაგან”. როგორც კეთილი მესაჭე გადაარჩენს ხომალდს, ისე კეთილი მოძღვარი განაცხოველებს და განკურნავს მისდამი მონდობილ სულიერ ცხვრებს სინანულის საიდუმლოს მადლით.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12144210 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ