მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
22 აგვისტო 2017  21:34 ქართული შრიფტი


გალაკტიონ ტაბიძე
''ატმის რტოო, დაღალულო რტოო, ''
"რელიგია დედის წიაღია, საიდანაც გამოვიდა კაცობრიობის მთელი სულიერი ცხოვრება; კაცთა მოდგმის მთელი მაღალი კულტურა რელიგიის შვილია." -





მღვდლობის საიდუმლო

მღვდლობის მოწოდებას, მოციქულთა სწავლების მიხედვით, ყოველი ქრისტიანი ატარებს. მოც. პეტრე წერს: "თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრი ხალხი...” (Iპეტრ. 2,9). მოციქული პეტრე ამით მიანიშნებს ქრისტიანების გამოყოფას, როგორც ახალ, სულიერ ისრაელებისა მთელი კაცობრიობიდან. ყოველი მათგანი იბადება რა წყლისა და სულისაგან, ხდება უფლის ტაძარი. ამ გაგებით ყველა მათგანი იღებს სამღვდელო მსახურებას, რათა "შესწირონ თავიანთი თავი ცოცხალ და წმიდა, ღვთისათვის სასურველ მსხვერპლად...(რომ. 12,1).

თუმცა ყოველი ქრისტიანი მოწოდებულია ეკლესიაში მსახურებისათვის, მაგრამ ეს მსახურება სხვადასხვანაირია, როგორც სხვადასხვაა თითოეულზე ღვთისაგან მიღებული მადლი. "ყველა მოციქულია? ყველა წინასწარმეტყველია? ყველა მოძღვარია? ყველას ძალთა მოქმედება აქვს?”(I კორ.12,29) _ კითხულობს მოც. პავლე. ეკლესია, როგორც ყოველი ცოცხალი ორგანიზმი, იერარქიულადაა ორგანიზებული: მისი წევრებიდან ყველა არ არის სრულფასოვანი ლიტურღიკული ცხოვრებისეული მოღვაწეობისათვის; ზოგიერთს გააჩნია მმართველობითი, ზოგიერთს მორჩილებითი როლი. ერთნი წარმოადგენენ მწყემსებს, მეორენი _ ცხვრებს. ეკლესიაში მწყემსებს შორის ერთნი დადგინებულნი არიან უმაღლეს საფეხურზე და გააჩნია უმეტესი სულიერი ძალაუფლება, ვიდრე სხვებს.

მსოფლიო ეკლესიის კანონიკური დადგენილებით ქრისტიანები იყოფიან სასულიერო პირებად და მორწმუნეებად. (სასულიერო პირებში იგულისხმება ის პირები, რომლებსაც უკავიათ ეკლესიაში სამღვდელო ხარისხი). ყოველ ხარისხში აყვანა ეკლესიაში სრულდება ლიტურღიის დროს.

დიაკვნის, მღვდლის და ეპისკოპოსის კურთხევა ხდება მღვდლობის საიდუმლოს შესრულებით, რომელსაც ეწოდება ქიროტონია ანუ ხელდასხმა (ბერძ. ο χειρ _ ხელი, τινεω_ არჩევა აწეული ხელებით), ხოლო საეკლესიო მსახურების: მგალობლის, მკითხველისა და იპოდიაკონის კურთხევა ხდება ეპისკოპოსის ლოცვა კურთხევით, რომელსაც ქოროთესია ანუ ხელდადება ჰქვია (ბერძ. ο χειρ _ ხელი და τιτεμι _ დანიშვნა ხელის დადებით). ისინი განეკუთვნებიან საეკლესიო პირთა ბოლო ხარისხს.

ახალ აღთქმისეული მღვდლების წინასახენი იყვნენ ძვ. აღთქმაში ლევიტელები, მღვდლები და მღვდელმთავრები, რომლებიც გამოყო უფალმა ღვთივრჩეული ხალხისაგან "რათა ეტარებინათ უფლის აღთქმის კიდობანი...”(II რჯ. 10,8). ძველაღთქმისეული ეკლესიის ღვთისმსახურება მიანიშნებდა მაცხოვრის გამომსყიდველ მსახურებაზე, რომელსაც "ერთადერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვათათვის და დაჯდა სამარადისოდ ღმრთის მარჯვნივ”(ებრ. 10,12). იესო ქრისტემ, რომელიც "იყო მღვდელმთავარი წესისაებრ მელქისედეკისა”(ებრ. 5,10), დაარსა ეკლესია, რომელშიც მას "როგორც მარადის მყოფს, მღვდლობაც წარუვალი აქვს”(ებრ. 7,24).

მაცხოვარმა თავის მორწმუნეთაგან აირჩია თორმეტი მოციქული, ხოლო შემდეგ, ისევ სამოცდაათი მოსწავლე და წარავლინა ისინი სასწაულმოქმედებისა და განკურნების ძალით ღვთის სასუფეველის საქადაგებლად. უფალმა თავისი აღდგომის დღეს მიანიჭა მოციქულებს ცოდვათა მიტევების ხელისუფლება, ხოლო ამაღლდა რა ზეცად, გარდამოუვლინა მათ სული წმიდა, რომლის ძალითაც აკურთხა ისინი "ადამიანთა მესათხევლეებად”. ხოლო თვით მოციქულებმაც მოიპოვეს შესაძლებლობა გარდამოავლინონ სხვებზე ღვთის მაცხოვნებელი მადლი და მწყსონ ეკლესია.

მაცხოვრის მაგალითით და სული წმიდის ნებით მოციქულებმა აირჩიეს რირსეული მემკვიდრეები და მოწაფეები საიდუმლო ხელდასხმით (ქიროტონიით). ისინი აკურთხევდნენ ეკლესიის სამსახურში და გადასცემდნენ მათ მწყემსობრივი მსახურების მემკვიდრეობას. წმიდა კლიმენტი რომაელი, მოციქულთა მოწაფე, თავის პირველ ეპისტოლეში კორინთელების მიმართ ამბობს: "მოციქულები გვაკურთხევდნენ ჩვენ უფალ იესო ქრისტესაგან, იესო ქრისტე ღვთისაგან. მოციქულები ადგინებდნენ პირველ მორწმუნეებს ეპისკოპოსებად და დიაკვნებად”(თავ. 42). მოციქულებზე სული წმიდის გარდამოსვლის შემდეგ ეკლესიაში გრძელდება განუწყვეტელი ჯაჭვი მღვდლობის " ემკვიდრეობით დადგინებისა” უფლისაგან, რომლებიც იკურთხებიან სულიერი მსახურებისათვის მღვდლობის საიდუმლოს საშუალებით. შეუცვლელი რჩები აგრეთვე ძირითადი ლიტურღიკული ნაწილები ქირიტონიის საიდუმლო მოქმედებისა, რომელთა შესახებაც არაერთხელ ნახსენებია საქმე მოციქულთაში _ მოციქულის ხელის დადება (შემდეგში ეპისკოპოსის) არჩეულის თავზე და კრებსითი ლოცვა. ლოცვით იქნა ხელდადებული სავლე და ბარნაბა ანტიოქიაში, როდესაც სულმა მოუწოდა მათ მსახურებისათვის (საქმ. 13,1-3). ხელდასხმისა და ლოცვის საშუალებით იქნა დადგინებული დიაკონის ხარისხში შვიდი ადამიანი იერუსალიმში (საქმ. 6,6). მოციქულმა პავლემ და ბარნაბამ, გაიარეს რა ქალაქი ლასტრია, იკონია და ანტიოქია და ამტკიცებდნენ რა იქ თავიანთ მოწაფეებს სარწმუნოებაში, ხელი დაასხეს პრესვიტერებს ყველა ეკლესიისათვის: "და აკურთხეს მათ თვითოეულ ეკლესიის ხუცესნი და ლოცვითა და მარხვით შეავედრეს ისინი უფალს” (საქმ. 14,23). ხელდასხმა როგორც მღვდლობის დადგინების საიდუმლო საშულება, ნახსენებია მოც. პავლეს ეპისტოლეებში ტიმოთეს მიმართ, სადაც გარდა ამისა, მინიშნებულია იმ განსაკუთრებულ ძრვენზე, რომლის საშუალებითაც მიიღება კურთხევა. პირველ ეპისტოლეში მოციქული წერს: "ნუ უგულებელყოფ შენთვის მონიჭებულ მადლს, რომელიც მიგეცა წინასწარმეტყველთა და ხუცესობის ხელდასხმით”(I ტიმ. 4,14). ამის შესახებ ეუბნება მას მეორე ეპისტოლეშიც: "რისთვისაც შეგახსენებ შენ განაცხოველო გზნებით ნიჭი ღმრთისა, რომელიც არის შენში ჩემი ხელდასხმით”(II ტიმ. 1,6).

მოციქულთა წერილებსა და გარდამოცემებში მკაფიოდ განიყოფა სასულიერო პირთა სამი ხარისხი: დიაკონი, პრესვიტერი და ეპისკოპოსი. დიონისე არეოპაგელი _ მოციქულთა კაცი _ იძლევა დაწვრილებით აღწერას თვით ამ ხარისხების ხელდასხმის წესისა, მისი სიტყვებით "მღვდელმთავარი თავისი ხელდასხმის დროს ტრაპეზის წინ იჩოქება ორივე მუხლით, ხოლო მის თავზე გადაიშლება წმიდა წერილი; მღვდელი, თუმცა ორივე მუხლით იჩოქება, მაგრამ წიგნის ნაცვლად მას დაასხამს ხელს ეპისკოპოსი; დიაკონი იხრის მხოლოდ ერთ მუხლს. მიუხედავად ამისა, მაინც ყოველი მათგანი ამოწმებს თავის მორჩილებას ღვთისადმი და მისი კანონისადმი, ყოველი მათგანი იბეჭდება, გარდა ამისა, ჯვრით მათგან საჭირო თვითმოკვდინებისა და მიბაძვისა იესო ქრისტესადმი; ყოველ მათგანს თანამყოფი სასულიერო პირები ემთხვევიან და ულოცავენ ნიშნად სიყვარულისა; მათი სახელი წარმოითქმება ყველას გასაგონად, რადგან ყველამ იცოდეს, რომ ისინი შეუდგნენ სამღვდლო მსახურებას, არა მათი ნებით, არამედ ღვთის განჩინებით”.

ეკლესიაში მოციქულთა დროიდანვე შემონახულია განსაკუთრებული მოთხოვნები მღვდლობის თანამდებობაზე არჩეულთათვის, რომლებიც დადგინებულია ქრისტეს მსახურების მიერ. ხელდასასხმელი პიროვნებები უნდა იყვნენ სარწმუნოების ჭეშმარიტებაში განსწავლულნი და სულიერად გამოცდილნი. თვით უფალი, იესო ქრისტე ემზადებოდა და ლოცულობდა; ასევე იქცეოდნენ წმიდა მოციქულებიც (საქმ. 6,6; 13, 23 ). ისინი უწოდებდნენ უფალს მასწავლებელს და ქრისტემ ისინი წარგზავნა მსახურებისათვის არა იმ წუთსავე, არამედ სამი წლის შემდეგ, რომლის დროსაც ისინი მუდმივად კავშირში იყვნენ მასთან, ისმენდნენ უფლის დარიგებებსა და აღივსებოდნენჭეშმარიტების სულით. მოციქულები ეკლესიის მართვასა და მის შექმნაში მისდევდნენ ქრისტეს დარიგებებს. მოც. პავლემ, დაადგინა ტიმოთე ეკლესიაში მსახურებისათვის იმის შემდეგ, როცა ის იქნა განსწავლული და განბრძნობილი: ,,შენ კი დამკვიდრდი იმაში, რაც გისწავლია და გიწამებია, იცოდე ვის მიერ ხარ განსწავლული” (II ტიმ. 3 _ 14,15). მოციქული ასეთი სახით არიგებს ეპისკოპოს ტიმოთეს: ,,ნაჩქარევი ხელდასხმისაგან თავი შეიკავე, ნუ ეზიარები სხვის ცოდვებს და წმიდად შეინახე თავი” (I ტიმ. 5,22 ). ხოლო ტიტეს მიმართ ეპისტოლეში ის ჩამოთვლის ღირსებებს, რომელსაც უნდა ფლობდეს ღვთისმსახური: ,,რადგან ეპისკოპოსი უბიწო უნდა იყოს, როგორც მნე ღმრთისა, არა თავხედი, არა გულმწყრალი, არა მემთვრალე, არა შფოთისთავი, არა ანგარი, არამედ სტუმართმოყვარე, სიკეთის მოყვარე, თავდაჭერილი, მართალი, ღმრთის მოსავი, მთკიცე”(ტიტ. 1,7-9).

ძველად ხელს ასხამდნენ სასულიერო პირებად იმ პირებს, რომლებსაც ირჩევდნენ მოციქულები ან მათი მემკვიდრეები. მოგვიანებით შემოდის პრაქტიკაში სასულიერო პირის არჩევა ადგილობრივი ეკლესიის ხალხისა და საეკლესიო მსახურების მიერ. კვიპრიანე კართაგენელის მიხედვით საეკლესიო თემი თვითონ ირჩევს სასულიერო პირის თანამდებობაზე პიროვნებას, ხოლო დასწრეები მათ შორის ეპისკოპოსები არა უმეტეს სამისა, თავისი თანხმობით ადასტურებდა არჩევანის სისწორეს. არჩეულ კანდიდატს, ასეთი სახით, უნდა მიეღოთ დამოწმება მიტროპოლიტისაგან და ხელდასხმა დამსწრე ეპისკოპოსებისაგან.

სასულიერო პირისა და მსახურის ასეთი ხელდასხმის წესი არსებობდა მე-14 საუკუნემდე, ხოლო შემდეგ დაიწყო გამოჩენა ახალმა ფორმამ. ევსევი კესარიელმა და ავგუსტინემ დაარსეს რაღაც სემინარიის მსგავსი, სადაც მოაწყვეს კლირიკებისათვის საერთო საცხოვრებლები და დაავალეს უფროსებს ესწავლებინათ უმცროსებისათვის. მალე ამ პრაქტიკამ მიიღო ფართო გავრცელება და მრავალი საეპისკოპოსო კათედრებთან სულ უფრო ბევრდებოდა კლირიკოსთა რიცხვი, რომლებიც ემზადებოდნენ მომავალი სასულიერო მსახურებისათვის. უდიდესი როლი სასულიერო პირთა მომზადებისათვის ითამაშეს ზოგიერთმა მონასტრებმა, რომელიც დაამთავრეს ბევრმა გამოჩენილმა საეკლესიო მოღვაწემ. მოგვიანებით, სპეციალური საღვთისმეტყველო სკოლის წარმოქმნით ასეთი კანდიდატების აღზრდა დაევალათ ამ სასულიერო დაწესებულებებს.

მღვდლობის საიდუმლოში ხელდასხმის საშუალებით სწორედ არჩეულ პიროვნებაზე გადმოდის სული წმიდა და ადგინებს მას აღასრულოს საიდუმლოებები და მწყსოს ქრისტეს ფარა.

მღვდლობის საიდუმლოს გარეგან, ხილულ მხარეს განეკუთვნება მღვდელმთავრის ხელდასხმა გამორჩეული პიროვნების თავზე და ლოცვითი მოწოდება სული წმიდისა. ხელდასხმის შინაგან, უხილავ მოქმედებას წარმოადგენს განსაკუთრებული მადლი მღვდლობისა. ის აღამაღლებს პიროვნებას დანარჩენი მორწმუნეებისაგან და უბოძებს მას სულიერ ძალას და უფლებას მასწავლებლობისა, მღვდელმოქმედებისა და მრევლის მართვისა. სასულიერო პირებს ადგინებს თვით სული წმიდა და მოციქულების სიტყვებით "თავისთავად ვერავენ მიიღებს ამ პატივს, არამედ ვინც ხმობილია ღმერთის მიერ, აარონის მსგავსად” (ებრ. 5,4).

მღვდლობის ხელდასხმა _ ეს არის საკრამენტალური აქტი, სადაც წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვებით "ხელს ასხამს ადამიანი, ხოლო ყოველივეს აკეთებს ღმერთი და ღვთის ხელი ეხება ამორჩეულ თავს...”(საუბ. 14,4). გრიგოლ ნოსელი ამბობს, რომ ხელდასხმული პიროვნება გარეგანი სახით რჩება უწინდელ ადამიანად, მაგრამ სულით ის გარდაიქმნება უკეთეს პიროვნებად სული წმიდის ძალითა და მოქმედებით”.

ქირიტონიისაგან განსხვავებით საეკლესიო მსახურის ხარისხზე დადგინება _ ანუ ქიროთესია არ წარმოადგენს მღვდლობის საიდუმლო ხელდასხმას, არამედ არის მღვდელმოქმედება, რომელიც სრულდება მღვდელმთავრის ლოცვა_კურთხევით, რათა პიროვნება განმტკიცდეს საეკლესიო მსახურებაში. ხელდასხმის ამ დროს არ წარმოითქმება მადლის მოხმობის საიდუმლო სიტყვები, რაც მღვდლობის ხელდასხმაშია.

წიგნის მკითხველის და მგალობლის ხელდასხმა. მკითხველის შესახებ ნახსენებია ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში, სადაც ნათქვამია, რომ ღვთისმსახურების დროს ისინი "კითხულობდნენ ღვთის რჯულის წიგნებიდან, განმარტავდნენ და ხალხსაც ესმოდა წაკითხული”(ნეემ. 8.8). ახალ აღთქმაში მკითხველობა აკურთხა თვით უფალმა, როცა მივიდა ნაზარეთში, შევიდა "მათს სინაგოგაში და წამოდგა წასაკითხავად” (ლუკ. 5,16). მკითხველის თანამდებობა ცნობილი იყო მოციქულთა დროსაც (საქმ. 13,15-17). მათ შესახებ ნათქვამია მოციქულთა გარდამოცემებშიც და მინიშნებულია პირველი საუკუნის საეკლესიო მწერლის ნაწარმოებებში. მკითხველთა წოდება უძველეს ეკლესიაში სარგებლობდა დიდი პატივისცემით. ის გაიცემოდა როგორც ჯილდო განსაკუთრებული ღირსებისა ქრისტიანული რწმენის მტკიცე აღმსარებლობისათვის. წმიდა მღვდელმოწამე კვიპრიანემ დაადგინა მკითხველებად აღმსარებლები: აბრელიუსი და კელერინი, რომლებმაც გამოიჩინეს სიმტკიცე და გამძლეობა დევნის დროს.

ძველად თავიანთ მსახურებას წიგნის მკითხველობიდან იწყებდნენ ეკლესიის მრავალი გამოჩენილი მოღვაწე და მამა _ ბასილი დიდი, გრიგოლ ნოსელი, იოანე ოქროპირი, პროკლე კონსტანტინეპოლელი პატრიარქი და სხვა. ეკლესიის ისტორია გვეუბნება, რომ უდიდეს ტაძრებში მკითხველის თანამდებობას იკავებდა მრავალი კლირი. მაგ: იუსტინე იმპერატორის დროს სოფიის კონსტანტინეპოლის ტაძარში დანიშნული იყო 110 მკითხველი.

ძველად, როგორც დღეს, მკითხველის მოვალეობაში შედიოდა მსახურების დროს წმიდა წერილის წაკითხვა სახარების გამოკლებით; ისინი იყვნენ აგრეთვე საეკლესიო წიგნთა მცველები და ვალდებულნი იყვნენ აღენთოთ ლამპრები საკურთხეველში და დაეჭირათ შანდლები ღვთისმსახურების აუცილებელ დროს.

მოციქულთა დადგენილებებში ასახულია მკითხველის ხელდასხმის წესი, სადაც ეპისკოპოსი ირჩევს მკითხველს, დაადებს მას ხელებს თავზე და წარმოთქვამს ლოცვას.

ამ ლოცვაში ეპისკოპოსი ლოცულობს უფლის მიმართ, რათა ხელდასადებელ პიროვნებას მიენიჭოს წინასწარმეტყველური სული წმიდა წერილის ხალხისათვის წაკითხვის დროს. კართაგენის კრების მე-8 კანონში (398) ნათქვამია, რომ ეპისკოპოსმა მკითხველის დადგინების დროს ხალხს უნდა შეატყობინოს მისი ქცევის, შესაძლებლობისა და ერთგულების შესახებ. ამის შემდეგ ეპისკოპოსი აძლევს მკითხველს წმიდა წიგნს (სამოციქულოს) წასაკითხავად შემდეგი სიტყვებით: "..."

მგალობლის ანუ "კანონარქის” თანამდებობა _ (ოქტოიხოსის, წარდგომისა და სხვა ხმის მგალობელი) ცნობილი იყო ისევე, როგორც მკითხველისა ძველ აღთქმაში. ძველაღთქმისეული ფსალმუნთმგალობლები (I ნეშტ. 3,33) და მგალობლები (I ნეშტ. 25,5; I ეზრ. 2,42; II ეზრ. 5;27,41) იყოფოდნენ ორ ჯგუფად (ნეემ. 11,17; 12,46), რომელთა შორისაც იყვნენ ლოტბარები სადიდებლებისა და სამადლობელი გალობებისა. ახალ აღთქმაში მგალობელთა წოდება აკურთხა თვით უფალმა და მოციქულებმა, რომლებმაც საიდუმლო სერობის შემდეგ "გალობაი წართქვეს და გავიდნენ მთასა მას ზეთისხილთასა” (მათ. 26,30). ქრისტეს ეკლესიის არსებობის პირველ საუკუნეებში გალობის ნება ეძლეოდათ ღვთისმსახურების დროს ყველა დამსწრეს. 364 წლის ლაოდიკიის კრებამ მე-15 კანონით დაადგინა, რომ მხოლოდ მგალობლებს ეგალობათ ეკლესიაში, რომელთაც ნება ეძლეოდათ ამბიონზე ასვლაც. კართაგენის კრების მე-10 კანონში მინიშნებულია, რომ ეპისკოპოსმა მგალობლის ხელდადების დროს უნდა წარმოსთქვას: რასაც გალობ ბაგეებით, ის იწამე გულით, ხოლო რაც გწამს გულით ის აღასრულე საქმით. Mგალობლები და მეფსალმუნეები შეადგენდნენ ძველად მკითხველთა დაბალ საფეხურს.

მკითხველისა და მგალობლის ხელდადება სრულდება წმიდა ლიტურღიის დაწყებამდე ჟამნების კითხვეს დროს, ეპისკოპოსის შემისვის შემდეგ. ეპისკოპოსის ხელდადება თავზე ნიშნავს ხილულ ნიშანს ღვთის მფარველი ძალისა. შამოციქულოს მოკლე წაკითხვა ნიშნავს გონიერი მსახურების დასაწყისს ეკლესიაში. ამ მსახურების სიწმიდე მტკიცდება სტიქრის შემისვით, რადგანაც ამ სამისით შემისილნი არიან წმიდა ანგელოზები. Eპისკოპოსის სწავლებიი სიტყვა მიანიშნებს, რომ წიგნის მკითხველობა არის პირველი საფეხური მღვდლობისა. მკითხველი ვალდებულის წაიკითხოს ღვთისმსახურების დროს წმიდა წერილი მორწმუნეთა დასარიგებლად, ვალდებულია ჰქონდეს სიბრძნე და მართალი ცხოვრება. ხელდადების დროს წიგნის მკითხველი ეზიარება.

იპოდიაკონის ხელდადება

წმიდა მართლმადიდებელ ეკლესიაში იპოდიაკონის წოდება მომდინარეობს მოციქულთა დროიდანვე. Mმის შესახებ ნახსენებია მოციქულთა კანონებსა და დადგენილებებში. რომის ეპისკოპოსი კორნელიუსი ჩამოთვლის ეკლესიის კლიროსებში შვიდ იპოდიაკონს. კონსტანტინეპოლისა და მასში შემავალ სხვა ეკლესიებში იუსტინიანეს დადგენილებით მსახურობდა 90 იპოდიაკონი. ძველი ჩვეულების თანახმად იპოდიაკონის მოვალეობაში შედიოდა სასულიერო პირთათვის ხელბანვის მომზადება და ტაძრიდან კათაკმეველთა გაყვანა. იპოდიაკონს უნდა დაეცვა წმიდა კარები, რათა არავინ უღირსებიდან არ შესულიყო საკურთხეველში.

იპოდიაკონის - დიაკონის დამხმარის - თანამდებობა არის უმაღლესი საფეხური საეკლესიო მსახურებისა. იპოდიაკონის ხელდადების წესი, როგორც წიგნისმკითხველისა და მგალობლისა სრულდება საკურთხევლის გარეთ, შუა ტაძარში. სვიმეონ თესალონიკელის განმარტებით საკურთხევლის გარეთ ხელდადება ნიშნავს იმას, რომ საეკლესიო მსახური ინიშნება არა საკურთხეველში ლოცვებში მონაწილეობისათვის, არამედ მსახურებისათვის მის გარეთ და აგრეთვე ეკლესიის სხვა საქმეებისათვის. წმიდა იოანე ოქროპირი იპოდიაკონის ოლარს ადარებს ანგელოზის ფრთებს, ხოლო ჯვრის სახით მოხვევა მხრებზე ნიშნავს იპოდიაკონის მზადყოფნას ლოცვებსა და საიდუმლოებებში მსახურებისათვის, რაც განასხვავებს მას ყველა სხვა მსახურებისაგან, რომელთაც ოლარი არ გააჩნიათ. Eეპისკოპოსი იპოდიაკონის ხელდადების ლოცვაში სთხოვს ღმერთს, რათა ის ღირსეულად მსახურებდეს წმიდა ეკლესიაში. ახალნაკურთხი იპოდოაკონი ხელს აბანინებს ეპისკოპოსს. ხელბანვის ჭურჭელი და ხელსახოცი არის იპოდიაკონის ხილული გამოხატულება ღვთის სახლისადმი ზრუნვისა და სიყვარულისა, ხოლო ხელბანვის წესში მონაწილეობა ნიშნავს იპოდიაკონის მსახურების დასაწყისს.

დიაკონის ხელდასხმა

დიაკონის თანამდებობა ქრისტიანულ ეკლესიაში დადგენილია მოციქულთა მიერ. მათ აირჩიეს ტაბლის სამსახურებელად "პატიოსნებით ცნობილი სულიწმიდითა და სიბრძნით აღსავსე შვიდი კაცი და მათ გაანდვეს მსახურება". ამორჩეულები "წარადგინეს მოციქულთა წინაშე და ილოცეს და ხელი დაადეს მათ" (საქმ. 6,1-6). Dდიაკვნები მოციქულთა გარდამოცემის თანახმად არიან "მომსახურე სულები მათდა მსახურებად მოვლინებულნი, რომელთაც უნდა დაიმკვიდრონ სიცოცხლე" (ებრ. 1-14). Dდიაკვნებს ევალებოდათ აგრეთვე ავადმყოფთათვის ზრუნვა. დიაკვნებს უნდა მიეტანათ ზიარება ავადმყოფთათვის და იმ ქრისტიანებისათვის, რომელთაც არ შეეძლოთ ღვთისმსახურებაში მონაწილეობა. Dდიაკვნის კურთხევის დროს სრულდება ტრაპეზის ირგვლივ სამჯერ შემოვლა სამების საპატივცემულოდ და მიანიშნებს დიაკონის მზადყოფნას მუდმივად შესწიროს თავი ღვთის ტრაპეზის სამსახურებელად. დიაკონი ყოველ შემოვლაზე ტრაპეზის კუთხეებს ემთხვევა. Eეს მოქმედება აღნიშნავს დიაკონის მოკრძალებას სიწმინდისადმი და ცხოველ სიყვარულს ღვთისადმი. Eეპისკოპოსის ომოფორის, მახვილისა და ხელის მთხვევა გამოხატავს შვილურ მორჩილებას ეპისკოპოსის მიმართ და აგრეთვე მადლიერებასა და პატივისცემას, რომლის საშუალებითაც თვით იესო ქრისტე გარდამოავლენს მასზე ღვთის მადლს. ტრაპეზთან სრულდება დიაკონის ქორწინება ეკელსიასთან და განსაკუთრებული მსახურებისათვის ხელდასხმა. Aამიტომაც ტრაპეზის ირგვლივ სამჯერ შემოვლის დროს იგალობება იგივე ტროპარი რაც ქორწინების საიდუმლოს დროს სრულდება. Pპირველ ტროპარში: წმიდანო მოწამენო, რომელთა კეთილად იღვაწეთ... ეკლესია მოუწოდებს მათ ვინც ვნებები დაითმინა, განამტკიცა და განავრცო ეკლესია, ვინც დაიდგა ზეციური გვირგვინი. ეს ტროპარი წარმოადგენს დიაკონისათვის მაგალითს მოწამეებისას, რომელთა მსგავსად მან უნდა შესწიროს თავი მსხვერპლად ქრისტიანული საიდუმლოებების მსახურებისათვის, როგორც არქიდიაკონი და პირველმოწამე სტეფანე. Mმეორე ტროპარი: დიდება შენდა ქრისტე ღმერთო... მიანიშნებს დიაკონს, რომ მან ქადაგებით მოციქულთა და მოწამეთა მსგავსად უნდა განადიდოს ერთარსება სამება. Mმესამე ტროპარში: ისაია მხიარულ იყავ, ქალწულმან მუცლად იღო... განიდიდება ქრისტიანული ეკელსიის ერთ-ერთი დოგმატი ჴ ძე ღვთისას განკაცება ქალწულ მარიამისაგან, რომელმაც დააარსა ახალაღთქმისეული მღვდლობა. Dდიაკონზე ოლარის გაკეთებისა და რიპიდის გადაცემის დროს ეპისკოპოსი ხმამაღლა ამბობს: აქსიოს და გუნდი იმეორებს. ამით ცხადდება, რომ ხელდასასხმელი პიროვნება ღირსია იყოს შემოსილი თავისი ხარისხის ხილული ნიშნით და მსახურებით (ოლარი, სამაჯურები, წიგნი, რიპიდი) და რომ მან მიიღო რა სული წმიდის მადლი, გახდა ღირსი მიიღოს მონაწილეობა ღვთისმსახურებაში.

მღვდლის ხელდასხმა

სიტყვა პრესვიტერი ნიშნავს ხუცესს. სახელწოდება გვიჩვენებს, რომ მღვდლობის ხარისხში ირჩევდნენ ყველაზე უფრო ბრძენ და გამოცდილ ხალხს. პრესვიტერს ხშირად წმიდა წერილში უწოდებენ მღვდელს ან ღვთისმსახურს. "მამას" უწოდებენ იმიტომ, რომ ის საიდუმლოებებით და სწავლებით სულიერად აახლებს მორწმუნეებს და აძლევს მათ მართლმადიდებლურ აღზრდას. მღვდლის ხელდასხმის წესი შემონახულია წმიდა მართლმდიდებელ ეკლესიაში მოციქულთა დროიდან. მოციქულთა მეორე კანონში წერია, რომ მღვდლის ხელდასხმა უნდა აღასრულოს ერთმა ეპისკოპოსმა. მღვდლისათვის ხელდასასხმელად აირჩევიან დიაკონის ხარისხისაგან. სვიმეონ თესალონიკელი წერს, რომ მას დიაკვნები მიიყვანენ აღსავლის კარებამდე. შემდეგ კი აღარ შედიან. Mმას დახვდებიან საკურთხეველის კარებში უფრო მაღალი ხარისხის სასულიერო პირები - მღვდლები (რადგან ის ხდება დიაკვნებზე უფრო მაღალი ხარისხისა). Eეპისკოპოსი საიდომლო ლოცვაში ხმამაღლა აცხადებს იმ ხარისხს რა ხარისხშიც აღიყვანება პიროვნება და მოუწოდებს ყველა მორწმუნეს მრჩობლი ლოცვისათვის. მღვდლის ხელდასხმის წესი იგივეა რაც დიაკონისა.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 11587254 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ