მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
22 აგვისტო 2017  21:41 ქართული შრიფტი


ლადო ასათიანი
პაპიჩემის ლექსებიდან
შეუძლებელია, არ დაეცე; მაგრამ საჭიროა და ვალდებულიც ხარ, დაცემული ადგე. თუ სწრაფად მორბენალი რაიმეს დაეჯახა, მეყვსეულად ადგება და კვლავ მიზნისაკენ აგრძელებს გზას – მიბაძე მას. -





Untitled Document

 

მოგონებები აფხაზეთში მოწამეობრივად აღსრულებულ მღვდელმონაზონ ანდრიაზე (ყურაშვილი)

 

ჯარისკაცებს ძალიან უყვარდათ, ზუსტად ჯარისკაცების მოძღვარი იყო. კაცური მდიგომა და ვაჟკაცობა მოსწონდათ მასში. ხშირად პატიჟებდნენ თავისთან ნაწილში. რამდენჯერმე სხვა სოფელშიც ვიყავით, ახალშენში, ცუგოროვკაში. ვქადაგებდით, ყველა გვისმენდა. ბევრი მოდიოდა რწმენაში. ბევრიც დასცინოდა. მივდიოდით და ისინიც იცვლებოდნენ. ვნათლავდით, ვაზიარებდით, პატრიარქისაგან ლოცვაკურთხევა გვქონდა: მოუნათლავი მონათლეთ და ქრისტიანი უზიარებელი არ დატოვოთო. ფრონტის წინა ხაზზე, სიკვდილის წინაშე არიანო. დავდიოდით.

ჯარისკაცებსაც ძალიან უხაროდათ. დაღლილები იყვნენ და მამა ანდრიას იმედიანი სიტყვა ძალას მატებდა მათ. მერე სასწაულებსაც ხედავდნენ. ერთხელ, ეს იყო 1993 წლის აღდგომის შემდეგ, ბრწყინვალე შვიდეულში, 6-კაციანი დაზვერვის ჯგუფი მოვიდა და გვითხრა, დაზვერვაზე მივდივართ მტრის ზურგშიო. მე გამოვუტანე დაჭრილი ანტიდორი და თითო ნაჭერი მივეცი. მორწმუნეები იყვნენ, განსაკუთრებით უფროსი. როცა დაბრუნდნენ ასეთი სასწაული გვიამბეს: მტერმა შეგვამჩნია და 200 კაციანმა რაზმმა ალყაში მოგვაქცია ეს ექვსი კაციო. რა უნდა გვექნა, ვიფიქრეთ სიკვდილის წინ ანტიდორს მაინც შევჭამთო. შევჭამეთ და იმ ალყიდან როგორ გამოვედით, ახლაც კი არ ვიცით. ტყვიის გასროლის გარეშე გამოვედით ალყიდანო. შტაბში მისვლამდე ჩვენთან მოვიდნენ და გაკვირვებულებმა გვიამბეს ეს ამბავი...

...მამა ანდრიას ერთადერთი რამ აწუხებდა: თუ მტერი შემოვიდოდა, ღირსეულად შეხვედროდა სიკვდილს. მე კი ვწრიალებდი. როცა შეწუხებულს დამინახავდა, მეტყოდა: - ნუ შიშობ, საშიში ის იქნება, სასუფევლის გარეშე რომ დარჩე, მოემზადე... ყველაფრისთვის მზად უნდა იყოო, და მეც ვმშვიდდებოდი...

ბერი სვიმონის (აბრამიშვილი) მოგონებიდან: ...იგი გაურბოდა ხშირ საუბრებს და ხუმრობებს. სულ ცდილობდა, ყოფილიყო განმარტოებით... იჯდა სკამზე და ლოცულობდა. ამიტომა იყო, რომ რასაც ჩვენ ვანდომებდით ათ წელიწადს, ის ერთ წელიწადში გადიოდა იმიტომ, რომ ძალიან მოშურნე იყო. ძალიან ვნანობ, რომ არ დავუახლოვდი მაშინ. მერე მამა სვიმონი ყვებოდა, რომ იესოს ლოცვაში იყო და გამოცხადებები ჰქონდაო.

 

ფრაგმენტები წიგნიდან
"...ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა"

 

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 11587268 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ