მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს


გალაკტიონ ტაბიძე
მეგობარს
ცხონების გზაზე სიკვდილამდე არ უნდა შევყოვნდეთ და გავჩერდეთ. ზნეობრივი სრულყოფილების რა ხარისხსაც არ უნდა მიაღწიო, მაინც სულ წინ უნდა ისწრაფოდე -





Untitled Document


სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვული ავადმყოფები


- გერონდა, ჩვენ გვთხოვეს, გველოცა ადამიანისთვის, რომელიც უკვე სიკვდილის პირასაა, მაგრამ სული არადა არ ამოსდის.

- რატომ არ ამოსდის სული? ალბათ აღსარება არა აქვს ნათქვამი.

- არა, აღსარების ჩაბარება არ სურს. გერონდა, ნიშნავს თუ არა, რომ ადამიანის წამება სულის ხორცთან გაყრის ჟამს მის ცოდვებზეა დამოკიდებული?

- არა, ეს არ არის უეჭველი. ასევე არ არის უეჭველიც ის, რომ თუ ადამიანის სული მშვიდობით და წყნარად ტოვებს სხეულს, ის კარგ მდგომარეობაშია. თუ სიკვდილის წინ ადამიანი ძალიან იტანჯება, ეს არ არის აუცილებლად იმის მაჩვენებელი, რომ მას ბევრი ცოდვა აქვს. ზოგიერთი ადამიანი დიდი თავმდაბლობის გამო უფალს გულმოდგინედ ევედრება, ცუდი აღსასრული გამოუგზავნოს, რათა უსახელოდ წავიდეს ამ ქვეყნიდან. ზოგჯერ ცუდი აღსასრული ადამიანს ეძლევა პატარა (სულიერი) ვალების გასასტუმრებლად. მაგალითად, თუ ადამიანს სიცოცხლეში უფრო მეტად აქებდნენ, ვიდრე ის ამას იმსახურებდა, უფალმა შეიძლება დაუშვას, რომ მისი სიკვდილის ჟამს იგი ისე უცნაურად მოიქცეს, რომ მისი ავტორიტეტი დაეცეს ხალხის თვალში. სხვა შემთხვევაში უფალი ადამიანს მძიმე აღსასრულს უგზავნის, რათა მის გვერდით მყოფთ აჩვენოს, როგორ გაუჭირდება სულს იქ, ჯოჯოხეთში, თუ აქ არ მოიყვანს თავს წესრიგში. თუ შენი (სულიერი) საბუთები წესრიგშია (ანუ თუ შენ კარგ სულიერ მდგომარეობაში ხარ), მაშინ მიწიერი ცხოვრებიდან მარადიულში ისე გადადიხარ, რომ ეშმაკები ვერც კი მოგიახლოვდებიან.

- გერონდა, თუ ადამიანი კვდება, ან მძიმედაა დაავადებული, უნდა ვუთხრათ თუ არა მას სიმართლე?

- გააჩნია, რა ადამიანია. ზოგჯერ კიბოთი დაავადებული ადამიანი მეკითხება: `გერონდა, როგორ გგონია, გადავრჩები თუ მოვკვდები?~ მას რომ ვუთხრა, მოკვდები, ისე აღელდება, რომ მართლაც იმ წუთშივე, ჩემს თვალწინ მოკვდება. თუ არ ვეტყვი ამის შესახებ, ის გამხნევდება და ავადმყოფობის შიში აღარ ექნება. რა თქმა უნდა, მე არ ვეუბნები ასეთ ადამიანს, რომ ათასი წელი იცხოვრებს, რომ მისი დაავადება არ არის