მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს


ლადო ასათიანი
***რუსთველის პროსპექტზე სიარული
"იმაზე დიდებული არაფერია, ვიდრე ღმერთთან მყოფი ადამიანი და არაფერია იმაზე არარაობა, ვიდრე ადამიანი - ღმერთის გარეშე." -





Untitled Document


”`შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა”

კილიკიის ტარსუსში ერთი კომედიანტი ცხოვრობდა, სახელად ბაბილა. მას ორი ხარჭა ჰყავდა: ერთს კომიტო ერქვა, მეორეს _ ნიკოსა. კომედიანტი არაწმინდად ცხოვრობდა და ეშმაკის ბილწ საქმეებს აღასრულებდა. ერთხელ ეკლესიაში შევიდა. ღვთის განგებით მღვდელი იმ დროს სახარების ამ ადგილს კითხულობდა: `შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაი~. ამ სიტყვებმა შეაძრწუნა კომედიანტი. მას გაახსენდა მთელი თავისი ცხოვრება და ჩაფიქრდა საკუთარ ცოდვებზე. ეკლესიიდან რომ გამოვიდა, თავის ხარჭებს დაუძახა და უთხრა:
_ თქვენ კარგად იცით, რა გარყვნილ ცხოვრებასაც ვეწეოდი თქვენთან ერთად, და არასოდეს გამომირჩევიხართ ერთი მეორისგან, ორივენი თანაბრად მიყვარდით. ახლა მთელ ჩემს ქონებას თქვენ გიტოვებთ, მე კი ამიერიდან ვტოვებ ერს და მონასტერში მივდივარ.
მეძავებს ცრემლები გადმოსცვივდათ და შესძახეს:
_ ესაა შენი სამართალი? როცა სიბილწესƮ