მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს


ვაჟა-ფშაველა
მუდარა
”ნუ ეცდები ღვთის ღრმად გამოკვლევას, უფრო მეტად ეცადე, მიემსგავსო მას.” -
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი





Untitled Document


"ჩამოდი, შევიდეთ ცეცხლში!~"


ანტიოქიის პატრიარქ ეფრემზე მოგვითხრობდნენ, რომ იგი მართლმადიდებელი სარწმუნოების მხურვალე დამცველი იყო; ერთხელ შეიტყო, რომ ქალაქ იერაპოლის მახლობლად ერთი მესვეტე ცხოვრობდა, რომელიც სევეროსის მწვალებლურ სწავლებას იზიარებდა. პატრიარქი მასთან მივიდა და დიდხანს ევედრებოდა, მიეტოვებინა ეს დამღუპველი სწავლება და წმინდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიას დაბრუნებოდა. მაგრამ მესვეტემ უპასუხა:

_ მე კრების დადგენილებებს მანამდე ვერ მივიღებ, ვიდრე რაიმე სარწმუნო საფუძველი არ მექნება.

_ რას მოითხოვ ჩემგან, _ ჰკითხა ეფრემმა, _ რით დაგარწმუნო, რომ ეკლესია ქრისტეს მადლით თავისუფალია ყოველგვარი მწვალებლობისგან?

_ დავანთოთ ცეცხლი და ორივენი შინ შევიდეთ. ვინც უვნებელი გამოვა, მისი სარწმუნოება იქნება ჭეშმარიტი, _ მიუგო მესვეტემ.

_ კარგი იქნებოდა, დაგეჯერებინა ჩემთვის, შვილო, და არ მოგეთხოვა ის, რაც ჩემს ძალებს აღემატება, მაგრამ +