მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
18 აგვისტო 2017  11:48 ქართული შრიფტი


აკაკი წერეთელი
ღმერთო, წვიმა მოიყვანე
მთვარი, დაუსრულებელი სათნოება არის სიყვარული. არსებობს რწმენა, სასოება და სიყვარული. სიყვარული მარადიულია. და აი, ამ მარადისობის დღესასწაულია დღეს - მარადიული სიყვარულის დღესასწაული. -
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II





Untitled Document

"სიკვდილი"- სიტყვისა და ცნების წარმოშობა

 

სიტყვა და ცნება - "სიკვდილი" პირველად სამოთხეში თავად ღმერთის ბაგეთაგან გაისმა, რომელმაც ჩვენს წინაპრებს უთხრა, როგორც კი შეჭამ, მოკვდებიო (დაბ. 2. 17).
ჩვენთვის უცნობია, რამდენ ხანს ცხოვრობდნენ ადამი და ევა სამოთხეში. მტრის ბოროტებამ არ დააყოვნა. ყველა ღვთისმეტყველი თანახმაა, რომ პირველი ადამიანი, უმაღლესი ანგელოზებისა და თავად უფლის მსგავსი, ღვთიური ზეშთაგონებისა და ცოდნისათვის ყველა სფეროში კურთხეული, უცოდველი და უმაღლესი ზნეობის არსებაა. დღევანდელი ზნეობრივი დაცემა, ზნეობრივი პესიმისტური პროგრესი ან რეგრესი წინაპართა ცოდვის შედეგია.

ჩვენი წინაპრების უდიდესი სრულყოფილების მაჩვენებელია უკვე ის, რომ ჩვენგან განსხვავებით, მათ არ ჰქონიათ არანაირი მცნებები, არანაირი ზნეობრივი კანონები, არამედ - მხოლოდ უიოლესი მცნება. ალბათ ადამიანის სულში უკვე იყო სულის ყველა მთავარი კანონი; სხვაგვარად შეუძლებელია; თუ ადამიანი დასმულია ყოველივე ხილულის მეფედ, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი წარმოადგენდა ღვთიური ქმნილების გვირგვინს.

სულს არ უმძიმდა სხეული და სულიწმიდის რჩეული ჭურჭლის, პავლე მოციქულის, მსგავსად ჩვენი წინაპარი არ ევედრებოდა ღმერთს: "ვინ დამიხსნის სიკვდილის სხეულისაგან?" მაგრამ ეს ზნეობრივი დაცემა, რომელზეც პავლე მოციქული წუხს, ადამის დაცემისგან განვითარდა. ადამის დაცემასთან ერთად მოვიდა მიწაზე სიკვდილი, როგორც სულის, ისე - სხეულის. `ერთისა მის კაცისათვის ცოდვა შემოვიდა სოფლად და ცოდვისა ძალით - სიკუდელი~ (რომ. 5. 12) - ადასტურებს იგივე პავლე მოციქული. ასე გახდა სიკვდილი ჩვენი წინაპრებისა და, მაშასადამე, მთელი კაცობრიობის მონაპოვარი. "სიკვდილი" - ვინ არ იცის ეს სიტყვა და ცნება? იგი ცნობილია ველურისთვისაც და განათლებულისთვისაც; კაცობრიობამ ორი ჭეშმარიტება იცის: პირველი, რომ მოკვდება და მეორე - არ იცის - როდის.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 11513311 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ