მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
27 ივნისი 2017  16:50 ქართული შრიფტი


ნიკო რაზიკაშვილი
ვინა ჰთქვა საქართველოზე
"რა გავაკეთო, რომ უფალს ვაამოთ? - ჰკითხეს წმინდა ანტონი დიდს. მან უპასუხა: "სადაც არ უნდა იყო, ყოველთვის თვალწინ გყავდეს მამაზეციერი; რა საქმითაც არ უნდა დაკავდე, ნახე, იწონებს თუ არა ამას წმიდა წერილი." -





Untitled Document

სვეტიცხოველი

XI ს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, საპატრიარქო ტაძარი მდებარეობს თბილისიდან 20 კმ-ზე მცხეთაში. სავეტიცხოველი ყველაზე დიდი ნაგებობაა საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის. იგი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანული საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ IV ს0ში, გაქრისტიანებულ მირიან მეფეს წმ. ნინოს რჩევით აქ პირველი ეკლესია აუშენებია, რომელსაჩ ლღემდე არ მოუღწევია. 1970-71 წლებში სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოთა ჩატარების დროს მიკვლეულ იქნა მისი საძირკვლის კვალი. ასევე მთლიანად შემოხაზა იმ ბაზილიკის გეგმა, რომელიც აქვე ააშენა წმ. ნინოს ეკლესიის დანგრევის შემდეგ ვახტანგ გორგასალმა Vს-ის II ნახევარში. XI ს-ში დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათალიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი ააგო. მან ხუროთმოძღვრად არსაკიძე მიიწვია. მშენებლობა 1010 წელს დაიწყო და 1029 წელს დამთავრდა სვეტიცხოვლის ტაძარი აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ძლიერ წაგრძელებული სწორკუთხედია. ჯვრის სახე სივრცეში შექმნილი გუმბათის ოთხივე მხარეს გაწვდილი ოთხი მკლავით. მკლავები სწორკუთხაა გარდა აღმოსავლეთის მკლავისა, რომელიც სამკუთხედის აფსიდით არის დაბოლოვებული. საკურთხევლის ჩრდილოეთითა და სამხრეთით ორ სართულად განლაგებულია სათავსოები. გუმბათი ოთხ მძლავრ ბოძს ეყრდნობა. გუმბათის ყელში 16 სარკმელია. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარმა მრავალი ცვლილება განიცადა ძველი ფრესკების დიდი ნაწილი დაიღუპა, ხოლო კედლების შეთეთრებამ ინტერიორს გამოაკლო მისი მხატვრული მთლიანობისათვის აუცილიბელი სხვა ორგანული ელემენტები, იგი დღესაც დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს. ტაძრის გარეგანი ფორმებისა და მასების განაწილება, პროპორციები ექვქმდებარება შუაში აღმართულ მაღალ გუმბათს, რომლის ქვეშაც ორფერდა სახურავებით გადახურული ჯვრის მკლავებია, ხოლო მკლავებს შორის დაბალი ცალფერდა სახურავებით გადახურული სადგომი. ფასადების მორთულობაში გამოყენებულია ძირითადი კედლის დეკორატიული თაღებისა და შეწყვილებული პილასტრების განვითარებული სისტემა. აგრეთვე სარკმელთა მოჩუქურთმებული საპირეები. ჩუქურთმები მდიდარი და მრავალფეროვანია (მოაღწია მხოლოდ ნაწილმა). ტაძრის დეკორატიულ მორთულობაში დიდი ადგილი უჭირავს რელიეფსაც. აღსანიშნავია აღმოსავლეთის ფასადის მორთულობა, რომლის საფუზველსაც ხუთი დეკორატიული თაღისაგან შეკრული სისტემა წარმოადგენს. თაღებში ჩართულია მაღალი სამკუთხა ნიშები, ხოლო შუა მაღალი თაღის შიდა სიბრტყეზე, მარაოსებრ გადაშლილი სხივების ბოლოებში, მოთავსებულია დისკოები ერთ-ერთი სამშენებლო წარწერით. ოსტატურად არის გამოყენებული პოლოქრომული ეფექტიც. ზირითადი ქვიშისფერი კედლების ფონზე გამოიყოფა საკურთხევლის სარკმლის კაშკასა წიტელი ფერის ქვით აწყობილი მოჩუქურთმებული საპირე, რომელიც ზემოდან გამოყოფილია მდიდრულად მორთული ჰორიზონტალური სარტყელით.

გვერდის ფასადების შუა ნაწილებშიც მთავარია მზარდი თაღების რიტმი. დასავლეთის ფასადზე ერთი დიდი სარკმელია, რომლის მდიდრულ მორთულობას კედლის მთელი არე უჭირავს. ფასადის კომპოზიცია დასრულებულია სამფიგურიანი რელიეფით. ტახტზე მჯდომი მაცხოვარი და ორი ანგელოზი აქეთ0იქით. სვეტიცხოველი განვითარებული შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი ძეგლია. შვეტიცხოვლის ზველი კედლის მხატვრობა არ გადარჩენილა. ახლანდელი მოხატულობა XVI, XVII და შესაძლოა XVIII ს-საც იყოს. განახლებულია XIX ს-ში. უფრო საინტერესოა ტაძრის შიგნით საკუთრივ “სვეტის” (კოშკისებური ნაგებობის) XVII ს მიწურულის მხატვრობა, ღომელშიც ქართლის მოქცევის ეპიზოდებია გადმოცემული. (მოხატვის ხელმძღვანელი მხატვარი გრიგოლ გულჯავარსსვილი, მოტივე ნიკოლოზ კათალიკოსი.) გარედან ბევრი რამ არის შეცვლილი. გუმბათის ყელი და ფასადთა პერანგის ნაწილი (რომელიც მწვანე ქვით არის მოპირკეთებული) XV ს-ის I ნახევარს მიეკითვნება რესტავრირებულია ალექსანდე I დიდის მიერ. თემურ ლენგის შემოსევათა დროს ტაძრის ძლიერი დაზიანების შემდეგ ზოგი რელიეფური გამოსახულება გადაადგილებულია. არის XVII ს-ის ჩანართებიც მაგრამ ამ რესტავრაციებს არ დაურღვევია შენობის ძირითადი ფორმები და პროპორციები.

ტაძარი გარშემორტყმულია გალავნით, რომელიც გეგმით კადრატს უახლოვდება. გალავანი 1787 წელს აუგიათ ერეკლე II-ს ბრძანებით (ამის შესახებ საუბარია სამხრეთის შესასვლელის თავზე ამოკვეთილ მხედრულ წარწერწბში). ყორე ქვით ნაგები ძველი ნაწილები ჩართულია ახალო რიყის ქვით ნაგებ გალავანში. კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია აგური. ორიარუსიანი გალავნის ქვედა ნაწილი ყრუა. ზედა ნაწილს გასდევს საბრძოლო ბილიკი, რომლის დონეზედაც სათოფურები და სალოდეებია განლაგებული. გალავანი ერთნაირი სიმაღლის ექვსცილინდრული და ორი ოთხკუთხა კოშკი აქვს. შესასვლელი ჭიშკარი სამხრეთ კედელშია, ხოლო დასავლეთ მხარეს სამკვეთლო და XI ს-ის კარიბჭეა – მაშინდელი ქართული საერო არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუში. 1964-65 წლების რესტავრაციის შემდეგ კარიბჭეს პირვანდელი სახე დაუბრუნდა (არქიტექტორ ნ. ჩუბინიშვილისა და ვ. ცინცაძის ხელმძღვანელობით; მთავარი კონსულტანტი გ. ჩუბინიშვილი) გალავნის კედლის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის ქვეშ 1963-64 წლებში არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა მელქისედეკ კათალიკოსის სასახლის ნაშთი. (XIს) ტაძრის ეზოში გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხეში ანტონ II კათალიკოსის ორსართულიანი სასახლეა. (XVIII ს დასასრული). იგი მთლიანად გადაკეთებულია.. (ამჟამად მცხეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი).

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 10126139 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ