მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
18 აგვისტო 2017  23:21 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
ჩემი ვედრება
"ვისაც თავის თავშიღმერთიჰყავს, მას ყველაფერი აქვს, თუნდაც - ამქვეყნად ყველაფერი დაკარგოს." -





ბანა

ბანა

საქართველოს ერთ-ერთი საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცენტრი ისტორიული ტაოს ტერიტორიაზე. ჭოროხის ხეობაში, მდინარე ბანის მარჯვენა ნაპირას. ამჟამად მოქცეულია თურქეთის საზღვრებში “ფანაკის” სახელწოდებით. VII ს-ის სუა წლებში აქ ააშენეს  დიდი ტაზარი. Aდრიანე II-ის დროს (881-923) დაარსდა ბანის საეპისკოპოსო, ხოლო ტაძარი გადაკეთდა. ზოგჯერ ბაგრატიონ მეფეთა სამყოფი იყო. X-XII ს-ში ბანაში მოღვაწე  ზაქარია ბანელის თაოსნობით ბევრი ძვირფასი ხელნაწერი შეიქმნა.

ბანის ტაძარი ზველი ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლია. დიდი ზომის მარალ ტეტრაკონქს გარს ეკვრის თითქმის 40 მ დიამეტრიც მრავალწახნაგა გარსშემოსავლელი. შუაში აღმართულია ცილინდრული გუმბათის ყელი. ტეტრაქონკის მკლავებს შორის განკაგებულია გუმბათქვეშა ბურჯები – პილონები, სადაც სამ იარუსად მოწყობილი სადგომებია (პატრონიკენი), ხოლო ოთხივე აბსიდის ქვემოთა ნაწილი, ჩვეულებრივი მთლიანი კედლის ნაცვლად, გამწოლი თარებით გარშემოსასვლელისაკენ იხსნება. შენობის მთელი სიმაღლე 30 მ. აღემატებს. თაზრის ხუროთმოძღვრული დეტალები და მორთულობა ოსტატობითა და მაღალმხატვრულობით გამოირჩევა. აფსიდიებისა და პატრონიკეთა მალებში მოთავსებული მრგვალი სვეტები შემკულია ფოლიეტებიანი სვეტისთავებით. ფასადის მთელ პერიმეტერს მოსდევს დეკორატიული თაღები, თარებს ზემოთ კი მცენარეული ჩუქურთმებია.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 11519363 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ