მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
15 დეკემბერი 2017  22:58 ქართული შრიფტი


საიათნოვა
ზოგ-ზოგი კაცი
"როგორც ქარწაღებულიხომალდი ქანაობს აქეთ-იქით ქარიშხლის ნებაზე, ასევე სულიც, რომელიც ღვთის მადლს მოკლებულია, მუდმივად ცოდვისაგან იმართება, რომელიც მას იქით კი არ მიაქანებს, საითაც თავად სურს, არამედ იქით - სადაც დემონს უნდა." -





Untitled Document

მცხეთის ჯვარი

ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი. იგი მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით, მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანი მთის წვერზე. კომპლექსში შედის: მცირე ეკლესია, დიდი ეკლესია, გალავანი და სხვა ნაგებობები.

IVს-ის 30-იან წლებში აქ, ღია ცის ქვეშ, აღუმართავთ ხის დიდი ჯვარი-სიმბოლო ახლად მიღებული ქრისტიანული სარწმუნოებისა. ქართლის პირველმა ერისთავმა გუარამმა(545-586წწ) ხის ჯვრის ჩრდილოეთით დაიწყო ეკლესიის მშენებლობა. ეს იყო ჯვრის მცირე ეკლესია. VI-VIIსს-ში. კი აიგო დიდი ეკლესია.

ჯვრის მცირე ეკლესია, მდებარეობს დიდი ტაძრის ჩრდ-ით. აგებულია VIს-ის II ნახევარში. მისასვლელი მხოლოდ აღმოსავლეთიდანაა. გეგმით ჯვაროვანი, გარედან სადა, სწორკუთხა მოხაზულობის დარბაზული ტიპის მცირ ენაგებობაა. (8,3X5,5მ). ნაშენია კარგად გათლილი, მომწვანო ფერის ქვიშაქვის დიდი კვადრებით. იგი გადახურული ყოფილა ჯვაროვანი კამარით. ჯვრის მკლავები ცილინდრული კამარებითაა გადახურული. აღმ. და დას. მკლავები შედარებით დაგრძელებულია. აღმ.-ით ნახევარწრიული აფსიდაა განური ბემით. ნაგებობას სამხრ-ით და ჩრდ-ით ეკვრის კარიბჭეები. სამხ-ის კარიბჭე მცირე და დიდ ტაძრებს აერთებს. ჩრდ-ის კარიბჭიდან ეკლესიაში შესასვლელი თაღოვანია. მოგვიანებით აღმ-ით კარიბჭისათვის მიუშენებიათ აფსიდა. ამ სახით იგი წარმოადგენს დამოუკიდებელ ეგვტერს, რომლის დას. კედელში სარკმელია. კარიბჭის ნახევარსვეტებს პროფილირებული ბაზისები და კოვზისებრი ორნამენტით შეკრული კაპიტელები ამშვენებს. სატრაპეზო გამოკვეთილია ერთი მთლიანი ქვისაგან. ეკლესია დგას მაღალ, თლილი ქვით ნაგებ სუბსტრუქციაზე, რომელიც შენობას საზეიმო იერს აძლევს. სუბსტრუქცია დას. მხარეს გახსნილია, ხოლო სამხ-ით მთლიანად დახურული. ეკლესიაში ოთხი სამარხია. მათგან უცვლელად მხოლოდ სამხრეთისამ მოაღწია.

ჯვრის დიდი ტაძარი_ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა.(20,2X16,5მ). იგი სიმაღლით 25მ. არ აღემატება. თარიღდება 586/87წწ-ით. ფასადები და შიდა პირი ამოყვანილია ღია ვარდისფერი, ზოგ ადგილას კი მუქი ღვინისფერი კარგად გათლილი ქვიშაქვის მოზრდილი კვადრებით. ტაძარი აღმართულია მოსწორებულ, სწორკუთხა მოედანზე. აქვს ორსაფეხურიანი ცოკოლი. ტაძარში შესასვლელი სამხ.-დან და ჩრდ-დანაა. ტაძრის გეგმის საფუძველი არის ტეტრაკონქი. რომლის კომპოზიციურ ცენტრს წარმოადგენს გუმბათქვეშა კვადრატი. მასზე აღმართულია სფერული გუმბათის რვაწახნაგა, ოთხსარკმლიანი ყელი, რომელიც ეყრდნობა აფსადების შვერილებს.

გუმბათქვეშა კვადრატიან წრეზე გადასვლა ხდება 3 წყობად განლაგებული ტრომპების საშუალებით. ოთხი ძირითადი ტრომპის ზემოთ, მცირე ტრომპების რიგებია. უკანასკნელი რიგით შექმნილი 32 წახნაგი გუმბათის წრის საფუძველია გუმბათის ნახევარსფეროს ცენტრში გამოსახულია რელიეფური ჯვარი, რომელსაც მხატვრული და კონსტრუქციული დანიშნულება აქვს. გუმბათქვეშა სივრცე ორმხრივ გახსნილია აფსიდებით, რომელნიც გეგმაში ჯვარს ქმნიან.

იატაკი მოგებულია ქვის კვადრებით, აღმოსავლეთის აფსიდა იატაკის დონიდან ორი საფეხურითაა ამაღლებული. აფსიდის შუა ნაწილში, კედელთან დგას სატრაპეზო ქვა, რომლის ოეივე მხარეს კედლის გაყოლებით ქვის ჩამოსაჯდომებია. თაძრის ცენტრში დგას რვაწახნაგა, მოგვიანებით გადაკეთებული ნაგებობა, იგი წარმოადგენდა საკურთხევლისწინა ჯვრის პორტამენტს, რომლის წყობაში ჩართული იყო წარწერიანი ქვა. წარწერაში მოხსენიებულნი არიან ტაძრის კტიტორები. ეს ქვა ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

თავდაპირველად ტაძარი მოხატული იყო. სავარაუდოა, რომ საკურთხევლის კონქი მორთული იყო მოზაიკით. მხატვრობის შემორჩენილი მცირე ფრაგმენტები მოწმობენ, რომ იგი მოგვიანებით მოუხატავთ. აღმოსავლეთი ფასადის ცენტრალური შვერილის ყოველ წახნაგზე თითო სარკმელია. სამივე სარკმელი გაერთიანებულია საერთო მოჩუქურთმებული სათაურით. სარკმლების თავზე კტიტორთა სამი რელიეფური გამოსახულებაა. აღმოსავლეთი და სამხრეთ ფასადზე არის წარწერები, რომელიც ქართული ეპიგრაფიკის ერთ-ერთი უძველესი ძეგლია. სამხრეთის ფასადზე შესასვლელი ტიმპანი მორთულია რელიეფით, რომელზეც ჯვრის ამაღლების სცენაა გამოსახული.

ჯვრის დიდი ტაძრის არქიტექტურამ სათავე დაუდო “ჯვრის ტიპის” ტაძრის მშენებლობას საქართველოში. ჯვრის მონასტერყ არის კლასიკური სტილის ნაწარმი, ნიმუში, ფეოდალური ხანის ქართული არქიტექტურის განვითარების პირველი მაღალი ეტაპის მხატვრულად სავსებით დასრულებული ნაწარმოებისა, რომელსაც უდიდესი როლი ენიჭება ქართულ ხუროთმოძღვრებაში.

მცხეთის ჯვრის კომპლექსს სამი მხრიდან გალავანი ერტყა.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12570320 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ