მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
27 ივნისი 2017  16:50 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
ის კი არ არის ბიჭობა
"როგორც ქარწაღებულიხომალდი ქანაობს აქეთ-იქით ქარიშხლის ნებაზე, ასევე სულიც, რომელიც ღვთის მადლს მოკლებულია, მუდმივად ცოდვისაგან იმართება, რომელიც მას იქით კი არ მიაქანებს, საითაც თავად სურს, არამედ იქით - სადაც დემონს უნდა." -





Untitled Document

ხახული

ხახული შუა საუკუნეების მონასტერი, ხუროთმოძღვრების ძეგლი, ქართული კულტურის მნიშვნელოვანი კერა ისტორიულად სამხრეთ საქართველოში, ტაოში, მდებარეობს თორთუმისწყლის ერთ ერთ გვერდითა ხეობაში, Mდინარე ხახულისწყლის მარცხენა ნაპირზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). დაარსა დავიტ III კურაპალატმა (X ს-ის II ნახევარში). თანდათან მონასტრის მომიჯნავე მიწებზე ჩამოყალიბდა ხახულის თემი – ეკონომიურად დაწინაურებული რეგიონი (უფრო გვიანდელ ბანის ოსმალურ დოკუმენტებში ხახულის თემი “ხახოს ხეობად” ზოგჯერ კი “იშხანის” სახელით იხსენიება. აქ 100-მდე სოფელი და 30-მდე დამოუკიდებელი წვრილი აზნაური ითვლებოდა) ხახულში შეიქმნა მზლავრი ლიტერატურული კერა, აქ მოღვაწეობდნწნ მწიგნობრები და კალიგრაფები. იოანე ხახულელი (X-XI ს), დავიტ თბილელი (XI) და სხვა. ყრმობის ჟამს ხახულში მიიღო სწავლა-განათლება გიორგი მთაწმინდელმა. ხახულის მონასტრის მდიდარი მემკვიდრეობიდან ჩვენამდე მხოლოდ უმცირესმა ნაწილმა მოაღწია. XVI ს-ში ხახული ქართლის კათალიკოსის საგამგებლოში სედიოდა. XVI საუკუნეშივე, ოსმალეთის მიერ სამხრეთ საქართველოს ტეროტორიების დაპყრობის შემდეგ ხახულის მონასტერყ მოწყდა ქართულ სახელმწიფოებრივ და კულტურულ ცხოვრებას.

ხახულის მონასტრის (გრძელი) დიდი გუმბათიანი ეკლესია, გეგმით ჯვარისებრი, წაგრძელებული ნაგებობაა, გუმბათი აფსიდის კუთხეებსა და 2 თავისუFლად მდგომ ბოძს ეყრდობა. დასავლეთის მკლავი ბოძების ორი წყვილით სიგრძეზე სამ “ნავად” იყოფა. აღმოსავლეთის მკლავი დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომლის ორივე მხარე ასევე მცირე აფსიდებით დაბოლოვებული თითო სათავსოა. ტაძარი მდიდრულად მორთულია ჩუქურთმებით. გუმბათის ყელი სემკულია გრეხილი შეწყვილებული ლოლვებით და მათზე დაყრდნობილი თარებით, სარკმელთა სათაურებიც მოჩუქურთმებულია. განსაკუთრებით გამოირჩევა სამხრეთის სეწყვილებული სარკმლის კომპოზიცია. სარკმლის თავზე ორი პერის ქვით გამოყვანილი რადიალურად გაშლილი სხივებია, ხოლო მათ ფონზე შეწყვილებული სარკმლის თაქებშუა ჩასმულია არწივის ჰორელიეფური გამოსახულება. მთელი კომპოზიცია დაგვირგვინებულია ფართოდ გაშლილი დეკორატიული ტაღით, რომლის ზედაპირი დაფარულია ჩუქურთმით. ტაზარი შიგნიდანაც უხვად არის შემკული ჩუქურთმებით (დასავლეთის მკლავის წნულიანი სვეტისთავები და სხვა) შემორჩენილია ფერწერის ფრაგმენტები. ხახულის მონასტრის საგანძურში იყო ქართული ოქრომწედლობის ღირსშესანიშნავი ნაწარმოები – XII ს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კარედი. ხატი, რომელიც შემდეგში ხახულის ხატის სახელით გახდა ცნობილი (დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში). ტაძრის ირგვლივ, გალავნის შიგნით, რამდენიმე მცირე სამლოცველოა, რომელთაგან ერთი XI ს-ის დასასრულს განეკუთვნება.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 10126139 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ