მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
18 აგვისტო 2017  23:22 ქართული შრიფტი


ლადო ასათიანი
საქართველოში
"იმაზე უდიდესი ბოროტება არ არსებობს, ვიდრე საკუთარი ნების გატარება და არა - ღვთის ნებისამებრ ცხოვრება." -





Untitled Document

შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, კულტურის კერა, საეპისკოპოსო კათედრადი სამხ. საქართველოში, ჯავახეთში, კარწახის (ხოზაფინის) ტბის მახლობლად. მემატიანე ჯუანშერის ცნობით, ტაძარი ააგო მეფე ვახტანგ I გორგასლის ძემ – მირდატმა. წყაროს თავის საეპისკოპოსო ერთ-ერთი უძველესი იყო საქართველოში; მისი ეპარქია მოიცავდა ტერიტორიას მდინარე მტკვრის აღმოსავლეთით: არტაანიდან ყარსის მთამდე და ხავეთამდე. ამჟამად ძეგლი აღარ არსებობს, 70-იან წლებში იგი მთლიანად დაანგრიეს. წყაროსთავი წარმოადგენდა VIს. ბაზილიკას, რომელიც Xს. შუა ხანებში ან II ნახევარში გადაკეთდა გუმბათოვან ტაძრად. გეგმაში დას. ნაწილში ოთკუთხა და რვაკუთხა ბოძების 3 წყვილით დაყოფილი სამი ნავით ჰქონდა. აღმ. ნაწილში 3 მკლავი იყო. აქედან აღმ. მკლავს საკურთხევლის აფსიდით დასრულებული ღრმა ბემა ჰქონდა. სამხ. და ჩრდ. მკლავები უაფსიდო იყო. სამივე მკლავი გუმბათქვეშა კვადრატს ეკვროდა. საკურთხევლის ორივე მხარეს გეგმით მართკუთხა სათავსოები იყო, ხოლო სამხრეთით და დას-თაღებით გახსნილი გალერეა. მთელი ტაძარი შემოსილი იყო სწორ რიგებად ნაწყობი, სუფთად გათლილი მსხვილი კვადრებით. რვაწახნაგა გუმბათის ყელში გაჭრილ 4 სარკმელს გარედან შეწყვილებულ სვეტებზე ამოყვანილი თაღები ამკობდა. სარკმელის სათაურები სადა იყო, უსარკმელო სიბრტყეები გუმბათის ყელზე-კვეთილი ორნამენტითა და ჯვრის გამოსახულებით შემკული, თაღების შეერთების ადგილზე მოთავსებული იყო ღვთისმშობლის, იოანე ნათლისმცემლისა და სხვა რელიეფური გამოსახულებანი. აღმ. ფასადზე გამოსახული იყო ღვთისმშობელი ყრმით.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 11519363 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ