მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
19 ოქტომბერი 2017  15:40 ქართული შრიფტი


ალექსანდრე ჭავჭავაძე
გოგჩა
"იმაზე დიდებული არაფერია, ვიდრე ღმერთთან მყოფი ადამიანი და არაფერია იმაზე არარაობა, ვიდრე ადამიანი - ღმერთის გარეშე." -





Untitled Document

XIII ს-ის ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი, მონასტერი. ძვ. ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა სამხ. საქართველოში, ისტ. კლარჯეთის ტერიტორიაზე. ოპიზაში სხვადასხვა დროს ცხოვბრობდნენ და შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდნენ გამოჩენილი ქართველი საეკლესიო მოღვაწენი და მწიგნობრები: გრიგოლ ხანძთელი, მიქაელ პარესელი, სერაპიონ ზარზმელი, გიორგი მაწყვერელი (IX-XIIსს), ათანასე ოპიზელი (XIს), იოანე ოპიზელი (XIIIს), ილარიონ ოპიზარი (XIIIს), ოქრომჭედლები ბუშქენ და ბექა ოპიზრები და სხვა.

ოპიზა უძველესი მონასტერთაგანია. იგი ერთ-ერთი პირველი აღადგინეს არაბთა შემოსევის შემდეგ ჯერ კიდევ VIIIს-ში. მონასტრის მთავარი ჯვარგუმბათოვანი ეკლესია აღმ. დას-ის მიმართულებით უჩვეულოდ დაგრძელებული ნაგებობაა. გუმბათი კედლის შვერილებს ეყრდნობა. საკურთხევლის ორივე მხარეს უაფსიდო სამკვეთლო და სადიაკვანეა. დას-ის მკლავი მთლიან, დაუნაწევრებელ, გრძელ დარბაზს წარმოადგენს. შიგნით კედლები და გუმბათი შემოსილია თლილი ქვის კვადრებით. გუმბათი პანდატივებს ეყრდნობა, მაგრამ ტრომბებიც არის ჩასმული. ეს თავისებური გარდამავალი ჰიბრიდული კონსტრუქციაა. დას. მკლავის გრძივი კედლები საკმაოდ პლასტიკურადაა დანაწევრებული სამსაფეხურიანი კედლის სვეტებითა და თაღებით. ყურადღებას იპყრობს Xს. I ნახ-ში აღდგენილი გუმბათის ყელი. მას 12 წახნაგი აქვს და ყოველი მათგანი საკუთარი ფრონტონით არის აღჭურვილი, რის გამოც კარნიზი ჰორიზონტალურის ნაცვლად ტეხილი გამოდის, ხოლო სახურავი სანახევროდ გაშლილ ქოლგას ემსგავსება. ეს და აგრეთვე გუმბათის ყელის შეწყვილებულ ლივლივებზე დაყრდნობილი დეკორატიული თაღები მოწმობს დეკორატიულობისადმი ინტერესის გაძლიერებას. შენობის ფასადებიც, ისევე როგორც ინტერიერი, შემოსილია თლილი ქვით. ოპიზაში შემორჩენილია აგრეთვე მნიშვნელოვანი სამონასტრო შენობების ნაშთებიც. ერთი მათგანიც, დიდი სამნავიანი შენობა, როგორც ჩანს, სატრაპეზო იყო. საქართველოს ხელნაწერთა მუზეუმში დაცულია რელიეფი ოპიზიდან აშოტ კურაპალატის პორტრეტით (IXს).

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12139431 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ