მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
15 დეკემბერი 2017  22:54 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
არაგვს
"თუ გსურს,მწუხარების გარეშე იცხოვრო, ეცადე, უფალს აამო." -
ამბა ევაგრე





Untitled Document

 

ძველი ქართული მწიგნობრული კერა საზღვარგარეთ. მდებარეობს არაბეთის ნახ. კუნძულის, სინის ნახევარკუნძულის სამხ. სექტორში. სინას მთის ,,წმ. ეკატერინეს“ მონასტერში უძველესი დროიდან მოღვაწეობდნენ ბერძნები, სირიელები, ქრისტიანი არაბები, ქართველები და სხვა. იქ დაცულია ბიზანტიური ხელოვნების უმდიდრესი კოლექცია. მონასტერში შექმნილი უძველესი ქრისტიანული ხატები (VIს) შესრულების ტექნიკითა და გამოსახველობით ენათესავება ფაიუმურ პორტრეტებს. თითო-ოროლად ქართველი სინას მთაზე VI ს-დან ცხოვრობდა, ქართული სათვისტომო კი IX ს-ში დაარსდა. X ს-ში არაბთა ძალმომრეობით შეწუხებულმა და პალესტინის სავანეებიდან აქ გადახვეწილმა (საბა წმიდა, ბალავრა და სხვა) ქართველმა ბერებმა სინას მთაზე მწერლობის მძლავრი კერა შექმნეს. ისინი არსებითად პალესტინის ქართულ კულტურულ ტრადიციებს აგრძელებდნენ. იქ საქმიანობდნენ მწიგნობრები, პოეტები, კალიგრაფები, წიგნთა მმოსველები (იოანე მინჩხი, იოანე ზოსიძე, იოანე კუმურდოელი, მიქაელ კათამონელი, კვირიაკე მიძანძორელი, ეზრა ქობულეანისძე და სხვა) მათი ერთობლივი მოღვაეწობის შედეგად შეიქმნა უაღრესად მდიდარი და მრავალფეროვანი წიგნსაცავი, რომელიც ნათლად წარმოაჩენს იქაურ ქართველთა მრავალფეროვან ინტერესებს. X ს-ში მათ ჰქონდათ არა მხოლოდ ბიბლიოთეკა, არამედ სამკითხველო დარბაზი და სპეციალური კატალოგიც. სინას მთის ხელნაწერებიდან ზოგი დღესაც იქ არის დაცული, ზოგი კი თბილისში, ლენინგრადში, პრაღის, აშშ-ისა და სხვა ბიბლიოთეკებში ინახება.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12570312 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ