მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
15 დეკემბერი 2017  22:54 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
ჩემი ვედრება
"იმაზე დიდებული არაფერია, ვიდრე ღმერთთან მყოფი ადამიანი და არაფერია იმაზე არარაობა, ვიდრე ადამიანი - ღმერთის გარეშე." -





Untitled Document

ათონის ივერთა მონასტერი ივირონი

ძვ. ქართული მწერლობისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი კერა ათონის მთაზე, ქალკედონიის ნახ. კუნძულზე. დაარსებულია 980-983 წწ. მისი შექმნა დაკავშირებულია იოანე მთაწმინდელისა და თორნიკე ერისთავის მოღვაწეობასთან. ამ უკანასკნელმა ბარდა სკლიაროსის ლაშქარის დამარცხების შემდეგ ხელთ იგდო დიდძალი ნადავლი, რომელიც ათონის ივერთა მონასტრის მშენებლობას მოახმარა. მონასტრის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში მრავალი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობა შედიოდა. მონასტერი მალე არამარტო ბიზანტიაში მყოფ ქართველთა მთავარი საეკლესიო-სამონასტრო ცენტრი, არამედ საერთო ქართული სულიერი კულტურის მძლავრი კერა გახდა. აქ აღმოცენდა და ჩამოყალიბდა ლიტერატურული სკოლა, რომელსაც სათავეში ედგნენ ექვთიმე მთაწმინდელი და მისი ტრადიციების გამაღრმავებელი გიორგი მთაწმინდელი. მათი ხელმძღვანელობით X-Xი სს-ში ათონზე გაჩაღდა კულტურულ-შემეცნებითი საქმიანობა: დაიწერა ორიგინალური თხზულებები. ქართულად ითარგმნა ბიზანტიური ლიტერატურის მნიშვნელოვანი ძეგლები, გამრავლდა ხელნაწერები. მონასტერმა დიდად შეუწყო ხელი ქართული და ბიზანტიური კულტურის ურთიერთობის გაძლიერებასა და ქართული ლიტერატურის ნიმუშთა მსოფლიო სარბიელზე გატანას. აქ ქართულიდან ბერძნულად ითარგმნა ,,სიბრძნე ბალავრისი“. მომდევნო საუკუნეებში მონასტერში მწიგნოპბრულ-საგანმანათლებლო მუშაობა შენელდა და ბოლოს სულ შეწყდა. ეს ბუნებრივია შედეგი იყო იმ დევნა-შევიწროებისა, რომელსაც იქ მოღვაწე ქართველები განიცდიდნენ ჯერ კიდევ XI ს-დან. XIII ს-დან ბერძნებმა თანდათანობით ხელთ იგდეს სავანე, ხოლო XIX ს. მთლიანად დაეპატრონენ მას. ქართველი ბერები იქ შემდეგაც აგრძელებდნენ მოღვაწეობას. 1900 წ-ს მონასტერში 51 ქართველი იყო

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12570314 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ