მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
27 ივნისი 2017  16:47 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
გამოღმით მე ვარ, გაღმა - შენ
ცხონების გზაზე სიკვდილამდე არ უნდა შევყოვნდეთ და გავჩერდეთ. ზნეობრივი სრულყოფილების რა ხარისხსაც არ უნდა მიაღწიო, მაინც სულ წინ უნდა ისწრაფოდე -





Untitled Document

პეტრიწონის მონასტერი

პეტრიწონის მონასტერი – ბაჩკოვის მონასტერი. შუა საუკუნეების ქართული მონასტერი. კულტურულ-საგანმანათლებლო კერა საზღვარგარეთ – ბიზანტიის იმპერიაში (ახლანდელი ბულგარეთის ტერიტორიაზე. რაიდოპის მთებში, ქ. ბლოვლივის მახლობლად სოფ. ბაჩკოვოში). 1083 წ. დაარსა ბიზანტიაში გამოჩენილმა პოლიტიკურმა და სამხედრო მოღვაწემ, ეროვნებით ქართველმა გრიგოლ ბაკურიანის ძემ. მანვე შეუდგინა მონასტერს ,,ტიპიკონი“ ქართულ და ბერძნულ ენებზე. კომპლექსში შედიოდა ღვთისმშობლის (მთავარი ტაძარი), იოანე ნათლისმცემლისა და წმ. გიორგის ეკლესიები, აგრეთვე საძვალე. პეტრიწონის მონასტრის ირგვლივ მდებარე მიწები და დასახლებები მის საკუთრებას შეადგენდნენ, რაც ხელს უწყობდა მონასტრის ეკონომიკურად გაძლიერებას და დაწინაურებას. ის იყო შუა საუკუნეების კულტურულ საგანმანათლებლო კერა – პატრიწონის სემინარია. იქაურ მწიგნობრულ საქმიანობას, ტრადციული აზრით თითქმის ოცი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა იოანე პეტრიწი, რომლის ლიტერატურულ-ფილოსოფიურმა სკოლამ კიდევ უფრო დაუახლოვა ქართული მწერლობა ბიზანტიურს. დოგმატური ფილოსოფიის წიგნების თარგმნითა და კომენტარებით დიდად შეუწყო ხელი ქართული ფილოსოფიური აზროვნების განვითარებას 1204წ. მონასტერი ჯვაროსნებმა დაარბიეს და გაძარცვეს. მიუხედავად ამისა, სამონასტრო ცხოვრება შემდგომ საუკუნეებშიც გრძელდებოდა. რუსეთ-თურქეთის ომის (1877-78) დროს რუსეთის არმიის ნაწილმა კაპიტან ჯორჯაძის მეთაურობით თურქთაგან დარბევას გადაარჩინა. გრიგოლ ბაკურიანის ძის დროინდელ ნაგებობათაგან შემორჩა მხოლოდ საძვალე, სხვა შენობები XVII ს-ში მთლიანად გადააკეთეს. საძვალე ფერდობზეა აშენებული. ამიტომ ქვემოდან ორსართულიანია, ზემოდან კი – ერთსართულიანი. საძვალის ფუნქციას ქვემო სართული ასრულებს. აქ მოთავსებულია აკლდამები. ზემო სართული ეკლესიაა. საძვალეში დაკრძალული არიან ძმები აბაზ და გრიგოლ ბაკურიანის ძენი. საძვალის კედელზე ორივე ძმის გამოსახულებაა. შემონახულია 1311 წ-ის ქართულწარწერიანი ღვთისმშობლის ხატი. მთავარი ეკლესიის გუმბათის ჯვარს ქართული წარწერა აქვს

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 10126106 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ