მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
27 ივნისი 2017  16:53 ქართული შრიფტი


საიათნოვა
მტკვარო ამღვრეულო, არაზიანო
"როგორც სულს გაყრილი სხეული კვდება, ასევე სული კვდება ღმერთთან ერთობის გარეშე" -
ნეტარი ავგუსტინე





ოშკი

ოშკი

ო შ კ ი – X ს. 50-60-იანი წწ. ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლი, სამონასტრო ცენტრი, ისტორიულ ტაოში, თორთუმისწყლის მარცხ. მაღალ ნაპირზე (ამჟამად თურქეთის ფარგლებშია). მთავარი ტაძრის გარდა შემონახულია სემინარია-სატრაპეზო და მცირე ეკლესიები. ოშკის ტაძარი აგებულია საგანგებოდ ამოყვანილ სუბსტრუქციაზე. რომელშიც სამარხებია მოწყობილი. ტაძრის სამხრ. კედლის წარწერიდან ჩანს, რომ დამფუძნებლები ყოფილან ტაოს მფლობელი ბაგრატიონები – ბაგრატ ერისთავთ-ერისთავი და დავით მაგისტროსი (იგივე დავით III დიდი კურაპალატი), ხოლო მშენებლობას ხელმძღვანელობდა გრიგოლი, რომელიც რელიეფურად არის გამოსახული სამხ. გალერიის ერთ-ერთ ბოძზე. ტაძრის გეგმა ჯვარისებრი მოხაზულობისაა. ნაგებობა წარმოადგენს ტეტრაკონქს, ე.ი. ჯვრის სამი მკლავი (აღმ. სამ. ჩრდ.) ნახევარწრიული აფსიდებით მთავრდება, მეოთხედი (დას) წაგრძელებულია და უაფსიდო. სამივე აფსიდის ერთსა და მეორე მხარეს 2 სართულად განლაგებულია დამატებითი სადგომები. ტაძრის ჯვრისებრი მოხაზულობა შენარჩუბულია გარედანაც, მაგრამ აფსიდების სიმრგვალე არ მჟღავნდება, ისინი მოქცეული არიან სწორკუთხა მკლავებში. მას. მკლავის სამხ. კედელს გასდევს ღია გალერეა, რომლის ორმწკრივად განლაგებული სვეტები შემკულია ჩუქურთმებითა და რელიეფებით. კარნიზი ტეხილია და ყოველი მალის თავზე ცალკე ფრონტონს ქმნის. ტაძარი სიდიდითა და პროპორციებით გამოირჩევა წინა ხანის ძეგლთაგან, იგი ახ. დროის ტიპიური ნაწარმოებია: კედლების სიმაღლე შენობის კორპუსის სიგანესთან შეფარდებით გაზრდილია, გუმბათის ყელი ამაღლებულია, წახნაგებმა ადგილი დაუთმო ცილინდრს, რომელიც ტეხილი ლილვებითა და დეკორატიული თაღებით 24 არედ არის დაყოფილი. გუმბათის ყელში 4-ის ნაცვლად 12 სარკმელია. ტაძარი უხვადაა შემკული ჩუქურთმებით, ხოლო რელიეფების სიმდიდრით ოშკს ერთ-ერთი უპირველესი ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართულ ტაძართა შორის. ოშკის გარეგნული სახის ყველაზე დამახასიათებელი მოტივია სამგზის განმეორებული კომნპოზიცია 5 დეკორატიული თაღისა – აღმ., სამხრ. და ჩრდ. ფასადებზე, თაღებში ჩართულია ორ-ორი სამკუთხა ნიში. მორთულობის ეს სისტემა XI-XII სს-ში იქცა მრავალ გუმბათიანი ტაძრის აღმ. ფასადთა ტიპიურ კომპოზიციად. განსაკუთრებით მდიდარი და მრავალფეროვანია სამხრ. ფასადი. აქ ფასადის შვერილი ნაწილის დეკორატიული თაღებისა და სახურავთა დაქანებული კალთების მოძრავი რიტმი გაცხოველებულია სამხრ. გალერეის კარნიზის კიდევ უფრო ცოცხალი რიტმით. შენობის  მასები ამ მხარეს მკვეთრად ასიმეტრიულია. ოშკის ტაძრის მორთულობაში საკმაოდ ბევრია ადამიანის გამოსახულება. გამოხატულია, აგრეთვე ცხოველები. მრავალი მოტივი წინაქრისტიანული წარმოშობისაა, მაგრამ ქრისტიანული ეკლესიის მიერ ნებართული. რელიეფების უმეტესობა განლაგებული გუმბათის ყელის ძირში, მედალიონებში, უფრო კი სარკმლების გარშემო. მათი განაწილება და არქიტ. ელემენტებთან ურთიერთობა მთლიანად გააზრებულია. ტაძრის შიგნით იქმნება სიდიადისა და ჰარმონიის შთაბეჭდილება. აქაც დიდი ადგილი უჭირავს ქვაზე ნაკვეთ მორთულობას, რაც X ს-თვის არის დამახასიათებელი. ჩუქურთმითაა დაფარული გუმბათქვეშა ბოძების მძლავრი, რთულად პროფილირებული ბაზისები და სვეტისთავები, სამხრ. გალერეის ვარსკვლავისებრი კამარები. მორთულობის შესრულების დონე მაღალია.

ოშკი კულტურულ-საგანმანათლებლო (ქართული) კერა იყო ტაოში. ჩვენამდე მოღწეული ოშკის მონასტერში შექმნილი ხელნაწერები. მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ოშკის ბიბლია, რომელიც ამჟამად ათონის მთაზეა დაცული. ოშკში მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და მღვდელმთავრები: გრიგოლ ოშკელი (Xს), სტეფანე დეკანოზი (Xს), იოანე ჩირაი (Xს), ოშკის ბიბლიის გადამწერნი – მიქაელ **** ძე, სტეფანე მწერალი, გიორგი გელასის ძე, გაბრიელ ოშკელი (XIს) და სხვა

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 10126158 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ