მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს


ალექსანდრე ჭავჭავაძე
ვაჰ, დრონი, დრონი
"იმაზე დიდებული არაფერია, ვიდრე ღმერთთან მყოფი ადამიანი და არაფერია იმაზე არარაობა, ვიდრე ადამიანი - ღმერთის გარეშე." -





Untitled Document

ვანის ქვაბები

ვანის ქვაბების გამოქვაბულთა კომპლექსი VIII-XVI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ნიმუშია. იგი ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის რაიონში, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. ვანის ქვაბები მეუდაბნოეობის ხანაშია დაარსებული. ამ უძველეს ქვაბთა ჯგუფში დღემდე დაცული ეკლესია VIII საუკუნით თარიღდება.

IX-XI საუკუნეებში უდაბნოს ცენტრში წმინდა გიორგის ტაძარი და ქვაბსენაკების ახალი ჯგუფი გამოკვეთეს. 1089 წელს ძლიერი მიწისძვრის შედეგად ვანის ქვაბების ცენტრალური ნაწილი ტაძრიანად დაინგრა. XII საუკუნეში, 1191 წლამდე, ვანის ქვაბები გურგენისძეთა ფეოდალური სახლის საგვარეულო მონასტერი იყო. 1191-1204 წლეებსი ვანის ქვაბები მეფის ხელში გადავიდა. თამარის მეფობის ხანაში (1184-1213წწ.) დაიწყო ვანის ქვაბების რეკონსტრუქცია. 1186-1191 წლეებში მონასტრის პატრონმა იჩქით გურგენისძემ განაახლა მონასტერი, აღადგინა და ძვირფასი ხატებით შეამკო წმინდა გიორგის ტაძარი, მის გვერდით ააგო საგვარეულო ეგვტერი და ორივე შესასვლელში თავისი მოღვაწეობის ამსახველი წარწერა გაუკეთა. მწიგნობართუხუცესმა ანტონ ჭყონდიდელმა 1204 წელს ვანის ქვაბების ძველი ქვითკირის ზღუდე აღადგინა. ვანის ქვაბებს 1204-1283 წლებში თმოგველთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა. 1204-1234 წლებში მათ მონასტერს დაუწესეს ახალი ტიპიკონი “ვაჰანის ქვაბთა განგება”. 1256-1283 წლებში ააშენეს წმინდა გიორგის კარიბჭე, სამრეკლო და დარბაზული ეკლესია. 1283 წელს მიწისძვრის შედეგად ვანის ქვაბები კვლავ დაინგრა. XIV-XVI საუკუნეებში აქ კვლავ გამოცოცხლდა სამონასტრო ცხოვრება. 1551 წელს სპარსელებმა, ხოლო 1576 წელს ოსმალებმა დაარბიეს ეს ადგილები, რის შემდეგაც იგი გაუკაცრიელდა.

ვანის ქვაბების კლდეში ნაკვეთი 200-მდე გამოქვაბული 16 სართულადაა განლაგებული. სამონასტრო კომპლექსში შედის კლდეში ნაკვეთი სადგომები, ქვაბები, და სამეურნეო დანიშნულების სათავსები, ეგვტერ-სამარხები, საძვალე, თავშესაფარი, სამიმოსვლო გვირაბები და 6 ეკლესია. შემორჩენილია სამი ტრასის წყალსადენი და წყალსაცავის ნაშთი, მხატვრობის ფრაგმენტები და ისტორიული ხასიათის მნიშვნელოვანი წარწერები.ოვალური კლდის უბეში ტერასულად