მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
19 ოქტომბერი 2017  15:36 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
არწივი
და და მეგობარი მარხვისა არის ლოცვა -
/სულიერი მდელო/





Untitled Document

შუამთა

ძველი შუამთა თელავიდან 7 კმ-ზე მდებარეობს. ხუროთმოძღვრულ ანსამბლში სამი ეკლესია შედის. V საუკუნის ბაზილიკა, რომელიც ქართული ქრისტიანული არქიტექტურის ადრეული საფეხურის ერთერთი საყურადღებო ნიმუშია; VII საუკუნეს მიეკუთვნება მცხეთის ჯვრის ტიპის გუმბათოვანი ეკლესია, რომელშიც აფსიდებისა და ბემების სიღრმე შემცირებულია, რის გამოც მთელი შენობის ფართობისა და მასის მიმართ გუმბათის ყელის მნიშვნელობა გაზრდილია, ნათლად იხატება ტრომპების კონსტრუქცია. მესამეა მცირე გუმბათოვანი ეკლესია, რომელიც აგრეთვე VII საუკუნისაა. ეს მინიატურული ნაგებობაც გეგმით ჯვრის ტიპისაა, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ აქ, კუთხის ოთახების ნაცვლად, რაკი აფსიდების წინ ბემები გაქრა, ეკლესიის თითქმის ორივე ღერძი ტოლია.

ძველი შუამთის ძეგლებს არ გააჩნიათ რაიმე მორთულობა, როგორც ეს კახეთის ძეგლებს ახასიათებს, არც წარწერები მოიძიება. სამივე ეკლესია რიყის ქვითაა ნაგები, კუთხეებისათვის კი შირიმია გამოყენებული.

XVI საუკუნეში ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. მის მახლობლად კახთა მეფე ლევან II-ის (1520-1574 წწ.) მეუღლემ, თინათინ გურიელის ასულმა, დააარსა შუამთის ახალი მონასტერი. აგურით ნაგები ეკლესია გეგმით ჯვარგუმბათოვანია, შიგნით მოხატული. შემონახულია ქტიტორების პორტრეტები. შემდგომში ეკლესია განაახლა ერეკლე II-მ. კომპლექსში შედის სამრეკლო და სხვა ნაგებობანი.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12139415 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ