მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს


ნიკოლოზ ბარათაშვილი
მერანი
"რელიგია დედის წიაღია, საიდანაც გამოვიდა კაცობრიობის მთელი სულიერი ცხოვრება; კაცთა მოდგმის მთელი მაღალი კულტურა რელიგიის შვილია." -





Untitled Document

ნეკრესი

ნეკრესის მონასტერი ყვარლის რაიონში, სოფელ შილდის მახლობლად, მთის ფერდობზე მდებარეობს. ისტორიული ქალაქი მეფე ფარნაჯომმა დააარსა (ძველი წელთაღრიცხვით II-I საუკუნეები). IV საუკუნეში კი მეფე ორდატმა აქ ეკლესია ააგო, სადაც VI საუკუნეში ერთერთი ასურელი მამა აბიბოსი დამკვიდრდა. მის დროს დაარსდა ნეკრესის საეპისკოპოსო, რომელმაც XIX საუკუნემდე იარსება. ნეკრესს იმთავითვე დიდი მნიშვნელობა მიენიჭა. აქედან ვრცელდებოდა ქართლის პოლიტიკური და კულტურული გავლენა აღმოსავლეთ კავკასიის მთიანეთზე.

ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი ხუროთმოძღვრების რამდენიმე ეგლს აერთიანებს. IV საუკუნის მეორე ნახევრის მცირე ზომის ბაზილიკა ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწეულ ეკლესიათა შორის. მონასტრის დიდი სამეკლესიანი ბაზილიკა VII საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება, რომელიც გარედან გეგმით სწორკუთხაა. მთავარი ეკლესიის საკურთხეველი სამნაწილიანია. გვერდითი ეკლესიები ცენტრალურზე მოკლეა. დასავლეთით მთავარი, ხოლო ჩრდილოეთითა და სამხრეთით გვერდითი შესასვლელებია. VII-IX საუკუნეების გუმბათოვანი ეკლესია გეგმის თავისებურებებით გამოირჩევა. გიორგი ჩუბინიშვილი, ვაჩნაძიანთ ყველეწმინდის მსგავსად, მას სამეკლესიანი ბაზილიკის გუმბათოვან ვარიაციად მიიჩნევს. შუა კვადრატულ, გუმბათით დაგვირგვინებულ დარბაზს მხოლოდ ერთი შვერილი, გარედან ხუთწახნაგა და შიგნით ნალისებრი ფორმის აფსიდა აქვს. ეკლესიას სამი მხრიდან გარშემოსავლელი ეკვრის. სამხრეთითა და დასავლეთით ორ-ორთაღიანი შესასვლელებია. VII-IX სს-ში აგებული ეპისკოპოსის ორსართულიანი სასახლისათვის (ახალი ნანგრევებია) XVI საუკუნეში კოშკი მიუშენებიათ. მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილია საცხოვრებელ და სამეურნეო შენობათა ნაშთები, მცირე სამლოცველოები და სხვა.

ნეკრესის მოწესენი ლიტერატურულ ასპარეზზე მოღვაწეობდნენ. უცნობი ნეკრესელის დაწერილი უნდა იყოს ,,აბიბოს ნეკრესელის წამების“ მეტაფრაზული რედაქცია (XII ს.). აქ მოღვაწეობდა მღვდელმთავარი იოანე ჯორჯაძე (XVIII ს.), რომელმაც ხელნაწერები გაამრავლა, ხოლო დოსითეოზ ჩერქეზიშვილი თარგმნიდა ფილოსოფიურ თხზულებებს და ხელნაწერებსა