მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს


ტიციან ტაბიძე
თბილისის ღამე
"თუ უფალთან იქნები, ჯოჯოხეთიც სამოთხედ გექცევა, ღვთის გარეშე კი- ზეცაში ყოფნაც წამებაა." -
წმიდა ტიხონ ზადონელი





Untitled Document


ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი

ამ ოცი-ოდაათი წლის წინ, ქობულეთიდან ბათუმისაკენ მომავალი მგზავრი სასირე ყელს რომ გადმოსდებოდა და ქალაქს გადმოხედავდა, პირველი რაც თვალში მოხვდებოდა, იყო ეკლესიის მშვენიერი ნაგებობა, რომელიც ქალაქში ჩამოსულთათვის ხშირად ასრულებდა ორიენტირის მოვალეობას.

მართალია, ამ ტაძარს არ გაუზიარებია ყოფილი სამხედრო ტაძრის ბედი, რომელიც “ურა რევოლუციონერებმა” პირისაგან მიწისა აღგავეს, მაგრამ ქალაქის საზოგადოების, ინტელიგენციის აზრის გაუზიარებლად შენობას მეორე მსოფლიო ომის  შემდგომ პერიოდში სხვადასხვა ორგანიზაციები დაეპატრონენ. დაიწ’ეს მისი გადაკეთებ-გადმოკეთება და უღმერთო ექსპლუატაცია, რამაც შენობა დანგრევის საფრთხის წინაშე დააყენა. ამ სრულიად გაუმართლებელ ფაქტზე იმთავითვე აიმაღლეს ხმა აჭარის მწერლებმა და შემოქმედებითი ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლებმა. მათ გაზეთ “საბჭოთა აჭარის” ფურცლებზე საგანგაშო მასალა გამოაქვეyნეს, სადაც მოითხოვდნენ ეკლესიის გათავისუფლებას, აღდგენას და მრევლისათვის გადაცემას. ამას გაზეთ ”ლიტერატურულ საქართველოში” დიდი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას გამოხმაურებაც მოჰყვა.

ცნობილმა ქართველმა კინორეჟისორმა თენგიზ აბულაძემ თავის დიდებულ ფილმში “მონანიება”, სწორედ ეს ფაქტი გამოიყენა, რამაც ფილმს ძალზედ მძაფრი დატვირთვა მისცა, გვიან, მაგრამ საბედნიეროდ, ეს პროტესტი არ დარჩენილა “ხმა მღაღადებლისად უდაბნოსა შინა”.
აჭარის მაშინდელი ხელმძღვანელობის აქტიური ჩარევით, მატერიალური კულტურის ამ შესანიშნავი ძეგლის აღდგენის საქმე თავის ხელში აიღო სტანდარტების სახელმწიფო კომიტეტმა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს დეპუტატი აჭარიდან ნ. დ. კოლმოგოროვი ედგა სათავეში. სამუშაოთა შესრულება იკისრა აჭარის საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტრომ, რომელსაც ეხმარებოდნენ “საქელექტრომონტაჟისა” და “საქ-სანტექმონტაჟის” სპეციალისტები. როგორც იქნა საქმე ადგილიდან დაიძრა. რაც მთავარია, ადამიანებს განუმტკიცდათ იმის რწმენა, რომ შეიძლება ბევრი კარგი რამ გაკეთდეს, თუ მოუსმენ ხალხ