ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
16 აგვისტო 2018  20:29 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
წმინდა ნინო
"როგორც ქარწაღებულიხომალდი ქანაობს აქეთ-იქით ქარიშხლის ნებაზე, ასევე სულიც, რომელიც ღვთის მადლს მოკლებულია, მუდმივად ცოდვისაგან იმართება, რომელიც მას იქით კი არ მიაქანებს, საითაც თავად სურს, არამედ იქით - სადაც დემონს უნდა." -





Untitled Document


ბათუმის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარი

ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარი მე-19 საუკუნის II ნახევარშია აგებული. იგი წლების მანძილზე სასაფლაო მეურნეობის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა.

მე-20 საუკუნის 30-იან წლებში აქაც შეწყდა წირვა-ლოცვა. იგი საწყობად გამოიყენეს - ინახებოდა სამეურნეო ინვენტარი.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ბათუმის მრავალეროვანი მართლმადიდებელი მრევლის წარმომადგენლები გრიგოლ პუხნოსა და ლუკა შევჩუკის ხელმძღვანელობით გაერთიანდნენ წმიდა სამების ეკლესიასთან, შეაგროვეს ხელმოწერები და მიმართეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კალისტრატეს (ცინცაძე) ნებართვისათვის აღნიშნული ეკლესიის ამოქმედების შესახებ.

1947 წელს ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარი გაიხსნა. წინამძღვარი იყო ლუკა შევჩუკი. ტაძარს მგალობელთა 30 კაციანი გუნდი ჰყავდა.
ტაძრის რესტავრაციის შემდეგ მრევლმა შემოსწირა საეკლესიო წიგნები,  ხატები და სხვა ნივთები. ტაძარს არასოდეს აკლდა მრევლი, რასაც ალბათ ისიც განაპირობებდა, რომ იმ დროისათვის ქალაქში ორი მართლმადიდებლური ტაძარი მოქმედებდა. ერთი წმიდა ნიკოლოზის სახელობის ქალაქში და მეორე აქ, სასაფლაოზე.

1976 წლის ზაფხულში ტაძარს ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად განადგურდა.
მალე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა ბათუმ-შემოქმედელ ეპისკოპოს დავითს (ჭკადუა) დაავალა ახალი ტაძრის აგება დამწვარი ტაძრის ფუძეზე.

ტაძარი აშენდა, გადახურეს და დაიწყო მღვდელმსახურება 1979 წელს, მაგრამ მისი საბოლოოდ დამთავრებამ სახით, რომელიც ამჟამადაა წლების მანძილზე მიმდინარეობდა.

 

 

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 14517474 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ