მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
27 ივნისი 2017  16:53 ქართული შრიფტი


გალაკტიონ ტაბიძე
***(სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე...)
ცხონების გზაზე სიკვდილამდე არ უნდა შევყოვნდეთ და გავჩერდეთ. ზნეობრივი სრულყოფილების რა ხარისხსაც არ უნდა მიაღწიო, მაინც სულ წინ უნდა ისწრაფოდე -





Untitled Document


ჩაქვის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი

გადმოცემით, იქ სადაც ახლა ჩაქვის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარია, აჭარაში ჩაის კულტურის გავრცელებისა და გადამუშავების ერთ-ერთი რუსი ინიციატორის პოპოვის მიერ აგებული ყოფილა ამავე სახელწოდების ეკლესია. იგი ემსახურებოდა ჩაქვის საუფლისწულო მამულში მომუშავე მართლმადიდებელ მრევლს.

აღნიშნულ ადგილზე ეკლესიის არსებობას ადასტურებს შემორჩენილი საეკლესიო ზარი წარწერით და ნაფუძვარიც.

ნატაძრალი ხასან ბერიძის მიერ იქნა აღმოჩენილი, რომელმაც ხანდაზმულობის მიუხედავად  გადაწყვიტა აღედგინა იგი. მალე იმჟამინდელმა ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა ხასან ბერიძე ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში დიაკვნად სევერიანეს სახელით.

1995 წლის 26 ივნისს გაზეთი ”სხალთის ზარები” წერდა: ” ...დაბა ჩაქვში, ჩაის მეურნეობის ტერიტორიაზე საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ახალი ეკლესია, რომელიც მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელით იკურთხა. საყდარი აშენდა დაბა ჩაქვის მკვიდრის სევერიანე ბერიძის თაოსნობითა და ადგილობრივი მოსახლეობის თანადგომით.”

ტაძარს იქვე გვერდით, სულ ახლახანს აუშენეს სამრეკლო.

.

 

 

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 10126158 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ