მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
27 ივნისი 2017  16:47 ქართული შრიფტი


ილია ჭავჭავაძე
(ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია)
"ურწმუნოება - ცრურწმენის ტყუპისცალია" -





Untitled Document


ახალშენის ფერისცვალების სახელობის ტაძარი

ახალშენის ფერისცვალების სახელობის ტაძარი აშენდა ჩვენი საუკუნის დასაწყისში პონტოელი ბერძნების მიერ, რომლებიც სოფელ ახალშენში ცხოვრობენ 1878 წლიდან. ტაძარი 1912 წელს აკურთხა სამეგრელო-გურიის ეპისკოპოსმა, შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქმა, ლეონიდემ. 1937 წელს ტაძარი ხელისუფლებამ დახურა, ხოლო წინამძღვარი გადაასახლა.

ათწლეულების განმავლობაში უმოქმედო ტაძარი დაზიანდა. 70-იან წლებში ჩამოინგრა გუმბათი. 1980-იან წლებში ადგილობრივი ბერძნების ინიციატივით დაიწყო ტაძრის აღდგენა. მათ გადახურეს ტაძარი, მაგრამ, სამწუხაროდ, ბერძენთა დიდი ნაწილის ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების გამო, მშენებლობა შეჩერდა. საბედნიეროდ, სოფელ ახალშენის ახალგაზრდობამადგილობრივი ხელისუფლებისა და ცალკეულ ქველმოქმედთა შემწეობით,   გააგრძელა და დაასრულა ტაძრის აღდგენა.

ტაძარი საზეიმოდ გაიხსნა 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს 10 საათზე. წირვა აღასრულა იმჟამად ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ.   ჩატარდა საზეიმო ნათლობა.

 

 

.

 

 

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 10126117 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ