მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
18 აგვისტო 2017  11:58 ქართული შრიფტი


ნიკოლოზ ბარათაშვილი
სულო ბოროტო
"თუ ღმერთთან ერთად ხარ, ნებისმიერი ადგილზე გაქვს სახლ-კარი და სამშობლო, ღვთის გარეშე კი სახლიცა და მამულიც გადასახლება და ტყვეობაა." -
წმ.ტიხონ ზადონელი





Untitled Document


მთავარეპისკოპოსი თეოდოტე

მთავარეპისკოპოსი თეოდოტე ქალაქ თეოპოლისში ცხოვრობდა. მას საოცრად კეთილი გული ჰქონდა. ერთხელ სადღესასწაულო წირვის შემდეგ თავის ტრაპეზზე რამდენიმე მღვდელმსახური მიიწვია. მაგრამ ერთმა მათგანმა არ მოისურვა მორჩილების გაწევა და მიწვევაზე უარი განაცხადა. მაშინ თეოდოტე თვითონ ეახლა მღვდელმსახურს და სთხოვა, მისულიყო და მასთან ერთად გაეზიარებინა ტრაპეზი.

იმავე მთავარეპისკოპოს თეოდოტეზე ჰყვებოდნენ, რომ იგი საოცრად მშვიდი და თავმდაბალი იყო. ერთხელ თავის კლირიკოსთან ერთად სადღაც მიემგზავრებოდა. კლირიკოსი ცხენით მიდიოდა, მთავარეპისკოპოსი კი ეტლში იჯდა.
_ გავცვალოთ ხოლმე დროდადრო ადგილები, _ უთხრა მან კლირიკოსს.

კლირიკოსი კარგა ხანს უარზე იყო.

_ ეს თქვენი შეურაცხყოფა იქნება, _ ამბობდა იგი, _ მე რომ ეტლში ჩავჯდე და თქვენ ცხენით იმგზავროთ.
მაგრამ თეოდოტე მანამდე არ მოეშვა, ვიდრე არ დაარწმუნა, რომ ეს მისთვის შეურაცხმყოფელი არ იქნებოდა და ადგილები გააცვლევინა.

”შემინდე მე, ძმაო ჩემო”

სხვა დროს თეოპოლისში კიდევ ერთი პატრიარქი ცხოვრობდა, სახელად ალექსანდრე. ისიც საოცრად მოწყალე და ლმობიერი იყო. ერთხელ მას თავისმა გადამწერმა ოქრო მოპარა და თებაიდაში გაიქცა. იქ იგი ეგვიპტელმა ავაზაკებმა შეიპყრეს და თავიანთი ქვეყნის ყველაზე შორეულ მხარეში წაიყვანეს. ამის შესახებ რომ შეიტყო, ალექსანდრემ ავაზაკებს ოთხმოცი ნომისმა გაუგზავნა და გადამწერი გამოისყიდა; ხოლო როდესაც ეს უკანასკნელი დაბრუნდა, პატრიარქი მას იმდენად ალერსიანად ეპყრობოდა და ისეთ გულმოწყალებას იჩენდა მისდამი, რომ ერთ-ერთმა მოქალაქემ განაცხადა:

_ არაფერია იმაზე უფრო სარფიანი, ვიდრე ის, რომ პატრიარქის მიმართ შესცოდო.

ერთხელ ერთმა დიაკონმა კლირიკოსების თანდასწრებით გაკიცხა საკ¬ვირველი ალექსანდრე, მან კი მუხლი მოუდრიკა დიაკონს და უთხრა:

_ შემინდე მე, ძმაო ჩემო.

 

 

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 11513422 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ