მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს


ლადო ასათიანი
პაპიჩემის ლექსებიდან
"ურწმუნოება - ცრურწმენის ტყუპისცალია" -





Untitled Document


წესის აგება

დაკრძალვის წესი, უბრალოდ "წესის აგებად" რომ იწოდება, პანაშვიდს წააგავს. მისგან განსხვავდება საღვთო წერილის კითხვით, ახლობლებთან გამოთხოვებით, საბოლოო შენდობის ლოცვითა და მიწას მიბარებით.

სახარების კითხვის შემდეგ მღვდელი (უმჯობესია გარდაცვლილის სულიერი მოძღვარი) მთელი ეკლესიის გასაგონად იმეორებს შენდობის სიტყვებს ყველა იმ ცოდვისთვის, რაც მიცვალებულმა მოინანია, ან ვერ მოასწრო, დაავიწყდა მონანიება. ამასთანავე, ხსნის მას ყველა აღთქმასა და ეპიტიმიას, სიცოცხლეშივე დადებულს, თუმცა, ამ ლოცვით მას არ ეხსნება ის ცოდვები, რომლებიც შეგნებულად დამალა აღსარების დროს.

უნდა აღინიშნოს, რომ მიტევების თხოვნით ლოცვების კითხვა არ ნიშნავს აუცილებელ შენდობას და ყველა ცოდვის პატიებას. მონათლული არაეკლესიური პირები, რომლებიც შეგნებულად არ ცდილობდნენ ეკლესიის მეშვეობით სულის გადარჩენას, შენდობას ვერ მიიღებენ. ეს ლოცვა თავისი შინაარსით ეხება იმ მორწმუნე მიცვალებულებს, რომლებიც მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებით ცხოვრობდნენ.

ახლობელთათვის რომ უფრო თვალსაჩინო იყოს ეკლესიის შერიგება გარდაცვლილთან, მღვდელი ლოცვის დასასრულს მარჯვენა ხელს ადებს მას.

შესანდობარი ლოცვის შემდეგ იწყება მიცვალებულთან გამოთხოვება. ჩვენი სიყვარულისა და სიკვდილის შემდეგაც მასთან ერთობის გამოსახატად მიცვალებულს ვეამბორებით. ამ დროს სრულდება ამაღელვებელი საგალობელი: " იგლოვეთ ჩემთვის, სულ ახლახან მე თქვენ გესაუბრებოდით, სიკვდილის ჟამი მოულოდნელად დამიდგა. მოდით და უკანასკნელად მეამბორეთ, ვისაც გიყვარდით. მე თქვენთან აღარ ვიქნები, უზენაეს მსაჯულთან მივდივარ, სადაც არ არის მეფე და მხედარი, ბატონი და ყმა, მდიდარი და ღარიბი. ყველა ერთად წარდგება თავისი ნამოქმედარით განდიდებული ან შერცხვენილი. გთხოვთ, გემუდარებით, განუწყვეტლივ ილოცეთ ჩემთვის, შესთხოვეთ ჩემთვის იესო ქრისტეს ცოდვათა მიტევება და შენდობა".

ეკლესიას გამოსათხოვარი გალობით სურს ცოცხალთა გულებში ძლიერად აღბეჭდოს ფიქრი სიკვდილის დღეზე ისე, რომ ამან არ გამოიწვიოს ვაება. ხმამაღლა უნდა შევთხოვოთ მიცვალებულს, რომ მან აპატიოს ყველას მის მიმ