მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს


ვაჟა-ფშაველა
სიცოცხლემ შხამი მასმია
"თუ უფალთან იქნები, ჯოჯოხეთიც სამოთხედ გექცევა, ღვთის გარეშე კი- ზეცაში ყოფნაც წამებაა." -
წმიდა ტიხონ ზადონელი





Untitled Document



ლოცვები მიცვალებულთათვის წესის აგებამდე

განბანისა და შემოსვის შემდეგ მღვდელი ან ნათესავთაგან ვინმე კითხულობს კანონს "სულის ამოსვლის შემდეგ..." თუ ადამიანი სახლს გარეთ დაიღუპა, სულ ერთია, კანონი მაინც იკითხება გარდაცვალების დღეს იმ მიზნით, რომ შეუმსუბუქოს სულს ხორცთან გაყრა. მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებობს წესი "`ფსალმუნთა"~ კითხვისა გარდაცვალებიდან დაკრძალვამდე.
ლოცვების კითხვისას მიცვალებულის სახელს ემატება სიტყვა "ახლადშესვენებული" - ასე უწოდებს ეკლესია გარდაცვლილს 40 დღის განმავლობაში.
7 წლამდე ასაკის ბავშვებს ყრმებს უწოდებენ. სხვა დამაკონკრეტებელი დასახელებების გამოყენება, როგორიცაა: ქალიშვილი, ცოლი, მოკლული, დამრხჩვალი, დამწვარი - არ არის კანონიკური და არ გვხვდება ღვთისმსახურების წესებში.

უმიზეზოდ და უმიზნოდ არ დაუწესებია ეკლესიას უძველესი დროიდან მიცვალებულისთვის ფსალმუნების კითხვა. "დავითნი" ასახავს ადამიანის სულის მრავალგვარობას. ცოცხლად ეხმაურება, თანაუგრძნობს ჩვენს მწუხარებასაც და სიხარულსაც, ანუგეშებს და ამხნევებს მწუხარე გულს.

იმ დროს, როცა სხეული მკვდარია, სული გადის გამოცდას. ამიტომ სჭირდება მას ეკლესიის დიდი დახმარება. გაძლიერებული ლოცვები უადვილებს სულს სხვა ცხოვრებაში გადასვლას.
`პანაშვიდი~ ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს მწუხრის ლოცვა-გალობას. ჯერ კიდევ ქრისტიანთა დევნის ეპოქაში დამკვიდრდა ჩვეულება მიცვალებულისათვის ღამით ლოცვისა. იმ საშინელ დროს უსჯულოთა ბოროტებისა და სიძულვილის შიშით ქრისტიანებს მხოლოდ ღამე შეეძლოთ გაეცილებინათ წამებულნი საუკუნო განსასვენებელში, ღამითვე შეეძლოთ ელოცათ მათთვის. ღამის ბნელი ფარდის ქვეშ, რომელიც თითქოს სიმბოლურად გამოხატავდა არაქრისტიანთა მორალურ სამყაროს, ქრისტიანები ანთებდნენ სანთლებს წამებულთა ნაწილებთან და მთელი ღამის განმავლობაში ასრულებდნენ სულის მოსახსენებელ ლოცვებს, დილით კი მიწას აბარებდნენ. იმ დროიდან მიცვალებულთათვ