მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
19 აპრილი 2019  01:24 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
არწივი
"რა გავაკეთო, რომ უფალს ვაამოთ? - ჰკითხეს წმინდა ანტონი დიდს. მან უპასუხა: "სადაც არ უნდა იყო, ყოველთვის თვალწინ გყავდეს მამაზეციერი; რა საქმითაც არ უნდა დაკავდე, ნახე, იწონებს თუ არა ამას წმიდა წერილი." -





Untitled Document


წმიდა ეფრემ დიდი ფილოსოფოსი (IX)

ღირსი ეფრემი გრიგოლ ხანძთელის მოწაფე და თანამოსაგრე იყო. სულიერი შვილის მოსაძებნად მიმავალმა ღირსმა გრიგოლმა ქართლში  “ნებითა ღმრთისათა ძიებასა მას ძმათასა პოვა ეფრემ ყრმაი, ჭაბუკი ღირსი”. გრიგოლმა დაიმოწაფა ეფრემი, უკან დაბრუნებულმა კი თან წაიყვანა ხანძთას და მომავალ ქართლის კათალიკოსთან, ყრმა არსენთან ერთად აღსაზრდელად თავის თანამოღვაწეებს, ქრისტეფორესა და თეოდორეს ჩააბარა.
ღირსი ეფრემი აწყურის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. ის  უდიდესი მოღვაწე იყო იმდროინდელი საქართველოს ეკლესიისა. ჯავახეთში შეკრებილ  საეკლესიო კრებაზე, რომელსაც კათალიკოსის ტახტზე არსენის დარჩენა-გადადგომის საკითხი უნდა გადაეწყვიტა, ერთ-ერთი უპირველესი ეპისკოპოსთაგანი, რომლის სიტყვასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, სწორედ ეფრემი იყო. იგი იყო წინამძღოლი ეპისკოპოსთა და სამღვდელოთა იმ დასისა, რომელიც კათოლიკოსის ტახტზე უკანონოდ აღსაყდრებული არსენის გადაყენებას მოითხოვდა. კრების მონაწილენი მისგან მოელოდნენ ჭეშმარიტი მსჯავრის დადებას, ამიტომაც პირველი სიტყვის თქმა სთხოვეს. ღირსმა ეფრემმმა მორჩილად თქვა: სადა მამა გრიგოლ იყოს, მე მუნ არა ვიკადრებ სიტყუად. გრიგოლ ხანძთელმა ეკელსიის მამებსა და კრების ორგანიზატორს გუარამ მამფალს აუხსნა, რომ არსენი ღვთის ნებით შეიქმნა კათალიკოსი საქართველოისა, “არამედ მირეან მამამან მისმან აუგიან ყო უჟამოდ შესწრაფებიტა, ვითარცა ადამ ჭამა ხილი იგი, რომელ არღა მწიფე იყო.”

კრების შემდეგ ეფრემისა და არსენის სიყვარული კვლავ განახლდა. წმიდა ეფრემ მაწყვერელმა უდიდესი ღვაწლი დასდო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საბოლოოდ განმტკიცების საქმეს. მისი შემწეობით ქართულმა ეკლესიამ მირონის მცხეთაში კურთხევის  უფლება მიიღო. მანამდე წმიდა მირონი ანტიოქიის ეკლესიიდან მიიღებოდა.

.

.

.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 15297598 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ