მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
21 აგვისტო 2017  09:42 ქართული შრიფტი


ტიციან ტაბიძე
ახალი მცხეთა
"ურწმუნოება - ცრურწმენის ტყუპისცალია" -





Untitled Document


წმინდა ევქარისტიის სასწაული

კილიკიის ქალაქ ეღონიდან ოცდა¬ათი მილის მოშორებით ორი მესვეტე ცხოვრობდა. მათ ერთმანეთისგან ექვსი მილის მანძილი ჰყოფდათ. ერთი მათგანი მართლმადიდებელი იყო, მეორე კი _ სევერიანელი. ამ უკანასკნელს უნდოდა თავის სარწმუნოებაზე მოექცია მართლმადიდებელი ბერი, ამიტომაც ყოველდღე რაღაც ბრალდებებს უყენებდა, ცილს სწამებდა და ათასგვარ ხმას ავრცელებდა მასზე. ბოლოს მართლმადიდებელმა სთხოვა, ზიარების ნაწილი გაეგზავნა მისთვის. მწვალებელმა სიხარულით შეუსრულა თხოვნა, რადგან ეგონა, რომ უკვე გადმოიბირა თავის სარწმუნოებაზე. მართლმადიდებელმა აიღო რკინის ჭურჭელი, ცეცხლზე შემოდგა, კარგად გაახურა და მწვალებლის გამოგზავნილი ნაწილი შიგ ჩააგდო. ნაწილმა სიმხურვალეს ვეღარ გაუძლო და მაშინვე გაქრა. შემდეგ ბერმა მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა ზიარების ნაწილი აიღო და იმავე ჭურჭელში მოათავსა. ჭურჭელი მაშინვე გაგრილდა, ნაწილი კი მთელი და უვნებელი დარჩა. ბერი სათუთად ინახავდა ამ ნაწილს. ჩვენც გვაჩვენა, როცა მას ვესტუმრეთ.

 

 

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 11566178 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ