მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
21 აგვისტო 2017  09:44 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
სამეფოს სიმღერა
"შენ ნახშირი ხარ ადამიანო, უფალი კი - შენი ალი და ნათელი". -





Untitled Document


წმიდა კეთილმსახური მეფე თამარი

1166 წელს მეფე გიორგი III-ს და მის ბედნიერ მეუღლე ბურდუხანს ქალიშვილი - თამარი შეეძინათ. გიორგი მეფემ თავისსავე სიცოცხლეში იგი მეფედ გამოაცხადა. დიდებულებმა ფიცი დადეს და მუხლი მოიყარეს 12 წლის მონარქის წინაშე, რომლისათვისაც განგებას ებოძებინა მძიმე ჯვარი ერის წინამძღოლობისა.
მამა-შვილი ხუთი წლის მანძილზე განაგებდა სამეფოს. 1184 წელს მეფე გიორგი გარდაიცვალა და საქასრთველოს ერთადერთ მბრძანებლად და პატრონად იქცა 18 წლის თამარი. ქვეყანამაც ერთგულად და სიყვარულით მიიღო “მზე მზეტა და ნათელი ნათელთა”. სამეფო კარის გარიგების დაცვით ღირსმა და მადლმოსილლმა  მეუფემ, ქუთათელმა მტავარეპისკოპოსმა ანტონ საღარის ძემ და რაჭისა და თაკვერის ერისთავმა კახაბერ კახაბერის ძემ სამეფო გვირგვინი დაადგეს, ვარდანიძეებმა, საღარიძეებმა და აგანელისძეებმა კი ხმალი შემოარტყეს წელზე. განიხარა სრულიად საქართველომ.

ხელისუფლების სატავეში მოსვლა ტამარმა საღმრთო საქმით აღნიშნა: მოიწვია საეკლესიო კრება, რომელზედაც შეკრებილ მღვდელმთავართა და მამათა სიმრავლეს მან მდაბლად მიმართა: გამოიძიეთ ყოველი კეთილად და დაამტკიცეთ მართალი, ხოლო განხადეთ გულარძნილი. იწყეთ ჩემ ზედა, რამეთუ შარავანდი ესე მეფობისა არს და არა ღმრთისა მბრძოლობის. Nუ თუალუხუამთ მთავართა სიმდიდრისათვის, ნუცა გლახაკთა  უდებ-ჰყოფთ სიმცირისათვის თქუენ სიტყვითა,  ხოლო მე საქმით, თქუენ სწავლით, ხოლო მე განსწავლით, თქუენ წურთით, ხოლო მე განწურთით, ზოგად ხელი მივსცეთ დაცვად სჯულთა საღმრთოთა შეუგინებლად, რათა არა ზოგად ვიზღვნეთ: თქვენ ვითარცა მღვდელნი, ხოლო მე ვითარცა მეფე, თქუენ ვითარცა მნენი, ხოლო მე ვითარცა ებგური.
 მეფის თანადგომით  გამხნევებულმა კრებამ უღურსი ეპისკოპოსები გადააყენა, მათ ნაცვლად “საღმრთონი კაცნი დაადგინა” და “სხუანი საეკლესიო წესნი განმართეს ედებთა მიერ დახსნილი”.

კეთილ ნაყოფში ღვარძლი გაერია. სწორედ ტამარის კურთზევის წელს ყურთლუ-არსლანმა, რომელიც ამირსპასალარობას მიელტვოდა, ისანში კარვის დადგმა მოითხოვა, სადაც, მისი გეგმით ყველა საშინაო და საგარეო საქმე უნდა განხილულიყო და მეფისატვის ეცნობებინა შედეგი. ისნის კარავს ხელში უნდა აეღო მეფის ყველა  ძირითადი უფლებები. ამით არა მარტო სამეფი ტახტი შესუსტდებოდა, არამედ ქვეყნის ერთიანობასაც საფრთხე დაემუქრებოდა.
თამარის ბრძანებით ყურთლუ-არსლანი შეიპყრეს, მაგრამ მისმა თანამოაზრეებმა იარაღით ხელში მოითხოვეს წინამძღოლის გათავისუფლება. ქვეყანა ძმათა შორის ომის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. მეფემ ყველაზე კეთილშობილურ ხერხს მიმართა: შეთქმულთა ბანაკში გაგზავნა ორი წარჩინებული და პატივდებული მანდილოსანი ხუაშაქი ცოქალი, დედა ქართლის ერისთავთ-ერისთავისა რატისა და კრავაი ჯაყელი. პატიოსანთა დედათა მოციქულობამ ისე იმოქმედა მეამბიხეებზე, რომ “მოჰყვეს ბრძანებასა პატრონისასა და წინაშე მოსრულთა დავრდომით თაყვანის-სცეს, აღიღეს ფიცი პატრონისაგან და მისცეს მათ პირი ერთგულებისა და ნებისმყოფელობისა მათისა”.

ქვეყანამ იგრძნო მეფის ძლიერი ხელი. თამარმა სახელმწიფო თანამდებობაზე თავისი მომხრეები დანიშნა. სამღვდელოებამ და დიდებულებმა თამარს მოსთხოვეს დაქორწინებილიყო და სასიძოდ შეარჩიეს რუსი უფლისწული, სუზდალის მთავრის, ანდრია ბოგოლუბსკის ძე - გიორგი. მეფემ წინააღმდეგობის გაწევა სცადა: ვითარ ღირს არს შეტყუებული ესე ქმნად? არა ვიცით კაცისა ამისა უცხოსა ქცევა და საქმე, არცა მხედრობისა, არცა ბუნებისა და არცა ქცევისა. მაცალეთ, ვიდრემდის განიცადოთ ყოველთა სიკეთე, გინა სიდრკუე მისი. ქვეშევრდომებმა არ შეისმინეს მეფის სიტყვა  და მალე დიდვაჭარმა ზანქან ზორობაბელმა საქართველოში ჩამოიყვანა “მოყმე სახეკეკლუცი, სრული ანაგებითა და მჭურეტთაგან საჩენი გუარისშვილად”. პირმშვენიერ გიორგი რუსს არც ვაჭკაცობა  და სიმამაცე აკლდა. მისი წინამძღოლობით ქართველთა ლშქარი მუდამ გამარჯვებული ბრუნდებოდა. საუბედუროდ, გიორგიმ მალე გამოამჟღავნა “სკვითურნი, ვითარ ნაღებთ ბუნებითნი და სიმთვრალეთა შინა საძაგელთა უწესობად იწყო მრავალთა”. ორწელნახევარს ითმენდა თამარი ქმრის უმსგავსო საქციელს, ბოლოს უხმო კათოლიკოსს, ეპისკოპოსთ, დიდებულთ და ბრძანა: დაღათუ საღმრთოსა სჯულსა მიერ სწავლულ ვარ მე: არა განშორებად პირველსა საწოლსა, არამედ რომელმან არა დაიცვას საწოლი თვისი წმიდად, არა ჯერ არს მის თანა დათმენა, რამეთუ შემაგინებელ არს ტაძრისა ღმრთისა და მე არა მიძლავს აჩრდილისა მრუდისა ხისასა განმართვად და უბრალოდ განვიყრი მრუერსაცა, რომელი აღმეკრა მე შენ მიერ.

გიორგი რუსს ურიცხვი განძი უბოძეს და კონსტანტინეპოლს გაისტუმრეს. მეზობელ სახელმწიფოთაგან მრვალი მეფე იყო თამარის მშვენიერებით მოხიბლული და მისი მეუღლეობის მსურველი. ქართველთა ხელმწიფეს ქორწინება აღარ უნდოდა, მაგრამ დარბაზის ერი  არ ეთანხმებოდა მას და უშვილობის გამო დრტვინავდნენ. ამიტომ ტამარმა ყურად-იღო მამიდის, რუსუდანის რჩევა და ჯვარი დაიწერა ოვსთა მეფის ძეზე, ბაგრატიონთა, კერძოდ გიორგი I-ის შთამომავალზე დავით სოსლანზე.  დავითი რუსუდანის გაზრდილი იყო.  1193  წელს თამარს და დავითს შეეძინათ ვაჟი და დაარქვეს გიორგი, რადგანაც ძალიან ლამაზი იყო მეტსახელად უწოდეს ლაშა. მომდევნო წელს ასული შეეძინათ თამარს და დავითს. 1195 წელს მუსლიმთა კოალაციური ლაშქრობა მოადგა საქართველოს საზღვრებს ადარბადაგანის თაბაგ აბუბაქარის სარდლობით. თამარმა სასწრაფოდ ბრძანა ქუდზე კაცის შეყრა, თანაც ანტონ ჭყონდიდელს დაავალა: ისწრაფეთ დაწერად და მიმოდადევით ბრძანება, რათა მსწრაფლ შემოკრბეს მხედრობა და კუალად მიეცენით ყოველთა ეკლესიათა და მონასტერტა, რათა დაუცადებელნი ღამისთევანი და ლიტანიობანი აღესრულებოდიან ყოველსა ადგილსა და წარგზავნეთ ფრიად დაფასე და სახმარი გლახაკთათვის, რათა მოიცალონ ლოცვდ და მოწყალე ყონ ღმერთი, ნუ სადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი.

ათ დღეში შეიყარა ლაშქარნი იმერით და ამერით. ბრძოლის წინ თამარმა სიტყვით მიმართა სპას: ძმანო  ჩემნო, ყოვლად ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქუენნი სიმრავლისა მათისათვის და სიმცირისა თქუენისა, რამეთუ ღმერთი ჩუენ თანა არს. გასმია გედეონისათვის სამსონი და სიმრავლე ურიცხვი მადიამელთა მათ მიერ მოწყუედილთა, კუალად ასურასტანელთა ბანაკი ლოცვითა ეზეკიელისათა წამსა შინა ანგელოზისა მიერ დაცემულნი? მხოლოდ ღმერთსა ოდენ მიენდევით და გულნი თქუენნი სიმართლით იპყრენით წინაშე მისსა და სასოება ყოველი ჯუარისა მიმართ ქრისტესისა იყავნ. შეისწრაფეთ ქუეყანად მათდა შეწევნითა ყოვლად წმიდისა ღვთისმშიბლისათა და ძალითა უძლეველისა ჯუარისატა წარემართენით. შემდეგ მეფემ დალოცა ლაშქარი, ღმერთს შეავედრა ქრისტესათვის თავდადებული მხედრობა “წარუძღუანა ძელი ცხოვრებისა და თანა წარატანა ანტონი ჭყონდიდელი”. თვითონ ფეხსაცმელი გაიხადა და “შიშულითა ფერხითა მიიწია ტაძარსა ღმრთისმშოველისასა მეტეხთა და წინაშე ხატსა მას წმიდადა მდებარე არა დასცხრებოდა ცრემლითა ვედრებად”.

უფალმა მოწყალე თვალით გადმოხედა ღვთისმიყვარე მეფეს და ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს. უტანასწორო ბრძოლაში ციხე-ქალაქ შამქორთან, სადაც თურქნი ბევრად აღემატებოდნენ ქართველთა ლაშქარს, ქრისტიანების გამარჯვებით დამთავრდა. ქართველები ზედიზედ ამარცხებდნენ თურქებს ადარბადაგანში და სომხეთში, ხლათში და არზრუმში. ასე, რომ XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე საქართველო ევროპისა და აზიის გზასაყარზე გადჭიმული უზარმაზარი სახელმწიფო იყო, რომელსაც ანგარიშს უწევდა ქრისტიანული დასავლეთი და მაჰმადიანური აღმისავლეთი.

საქართველოს გაძლიერებამ შიშის ზარი დასცა თურქებს. ამჟამად რუმ-იკონიის სულთანმა რუქნადინმა იკისრა საქრისტიანოზე გამოლაშქრება. იგი ზაკვით სიყვარულს ეფიცებოდა თამარ მეფეს, საჩურებს უგზავნიდა, მალულად კი ლაშქარს აგროვებდა.  მთელი თურქობა შეიყარა საქართველოს წინაღმდეგ. თამარმა ვარძიის ღვთისმშობელს  შეავედრა ქართველი მხედრობა, შემდეგ ფეხშიშველი წარუძღვა წინ და ქალაქის კარამდე მიაცილა. შეისმინა ღმერთმა წმიდა მეფისა და საზეპურო ერის მხურვალე ლოცვა, ბასიანთან ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს მტერი. ამ ომში ქართველთა გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელოვა ჰქონდა არა მარტო საქართველოსათვის, არამედ სრულიად საქრისტიანოსათვის. ამ ამგვარმა გამარჯვებამ მეფე კიდევ უფრო ღვთისმოსავი გახადა.  დღისით იგი, სამეფო ბრწყინვალებით მოსილი, ბრძნულად განაგებდა საქვეყნო საქმეებს, ღამე კი მუხლმოდრეკილი ლოცულობდა და ცრემლმორეული ევედრებედა უფალს საქრისტიანოს გაძლიერებას, ქსჯვდა, არგავდა, კერავდა და თავის ნამუშაკევს გლახაკევს უნაწილებდა.

ისტორიამ შემოგვინახა ამაღელვებელი ამბავი წმიდა მეფის ცხოვრებიდან. ერთხელ თურმე თამარ მეფე სადღესასწაულო წირვაზე აპირებდა წასვლას გელათში და ლალებს იმაგრებდა სამეფო შემოსაკრავზე, როცა მოვიდნენ და უთხრეს, მონასტრის კოშკის კარებთან მდგომი მათხოვარი ითხოვს წყალობასო, მეფემ ბრძანა, დაეცადა მათხოვარს. როცა პალატიდან გავიდა და წყალობის გაცემა ინება, მათხოვარუ ვეღარ იპოვა. შეცბუნებული მეფე საკუთარ თავს საყვედურობდა, რომ ამ ღარიბ-ღატაკი დედაკაცის სახით უარი უთხრა თვით უფალს, მოიხსნა ის, რა,აც დააბრკოლა - სამეფო შემოსაკრავი – და ღვთისმშობლის ხატს შესწირა.

არც თვითონ უქმობდა თამარი და არც სხვებს აუქმებდა. თამარის დროს აშენდა კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია, რომლის მონასტერშიც დიდმარხვას ატარებდა ღმერთშემოსილი მეფე. ამ დროს აშენდა ფიტარეთი, ქვაბთახევი, ბეთანია... წმიდა მეფემ არა მარტო საქართველოს ეკლესია-მონასტრები გაამდიდრა, არამედ უხვად შეამკო ლავრები და სავანეები პალესტინაში, კვიპროსზე, სინას მთაზე, შავ მთაზე, საბერძნეთში, ათონის მთაზე, პეტრიწონში, მაკედონიაში, თრაკიაში, რუმინეთში, ისავრიაში, კონსტანტინეპოლში. ღვთისმოყვარე მეფე სამეფო კარისათვის აუცილებელი წესი დაადგინა: თვითონაც პალესტინის მონასტერთა ტიპიკონით ლოცულობდა და სხვებისაგანაც იმასვე მოითხოვდა. “დარბაზის კარს მყოფი წირვად ვერავინ დააკლდებოდა: მწუხრი, დილეულ, სამხრი, ვითარცა თქმულ არს”. მოწყალე, კეთილი, ბრძენი მსაჯულის სამფლობელოში არავინ იყო მომძლავრებული, მტაცებელი, მეკობრე და მპარავი. თვითონ იტყოდა ხოლმე: მე ვარ მამა ობოლთა და მსაჯული ქვრივთა. დინჯმა და ღვთივგაბრძნობილმა მეფემ სასტიკად აკრძალა სიკვდილით დასჯა და სხეულის დასახიჩრება. გამუდმებულმა მარხვამ, ფეხშიშველა ლიტანიობამ და მონასტრის ქვის სარეცელზე წოლამ ჯანმრთელობა შეურყია სათაყვანებელ მეფეს. დიდხანს მალავდა მეფე ავადმყოფობას, სხვის მწუხარებას ერიდებოდა, დღითიდღე დაუმძიმდა ჭირი და როცა ტკივილი გაუსაძლისი გახდა, მხოლოდ მაშინღა განაცხადა. ნაჭარმაგევიდან თბილისს ჩამოიყვანეს მეფე, შემდეგ ქალაქგარეთ გაიყვანეს – იქნებ ტყის სიმშვიდემ და მშვენიერებამ არგოსო, მაგრამ “დიდად გაძნელდა სენი იგი უწყალო”, ისევ თბილისს დააბრუნეს სულთმობრძავი.

ლოცვად დადგა სრულიად საქართველო. სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მდგარმა მეფემ დარბაზი შეკრიბა და სიტყვეთ მიმართა. შემდეგ მაცხოვრის ხატსა და ცხოველმყოფელ ჯვარს შეავედრა საქართველო, მშვიდობა უსურვა ირგვლივ მყოფთ და სული განუტევა.

დღემდე საიდუმლიებებით არის მოცული თამარ მეფის საფლავის ადგილსამყოფელი. ზოგიერთი ისტორიული წყარო წმიდა მეფის საძავლედ გელათს ასახელებს, ზოგიც - იერუსალიმის ჯვრის მონასტერს.

.

.

.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 11566180 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ