მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
26 ივნისი 2017  23:51 ქართული შრიფტი


ნიკოლოზ ბარათაშვილი
*** ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი
"იმაზე დიდებული არაფერია, ვიდრე ღმერთთან მყოფი ადამიანი და არაფერია იმაზე არარაობა, ვიდრე ადამიანი - ღმერთის გარეშე." -





Untitled Document

ღირსნი მამანი მიქაელ და არსენ ქართველნი - ულუმბოელნი

იერუსალიმის პატრიარქის სერგის თანამედროვენი იყვნენ. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპები მოიხსენიებს “წმიდათა მამათა ჩუენთა მიქაელ და არსენს, რომელთა აღაშენეს ულუმბოი.” როგორც ჩანს, არსენს და მიქაელს ჩაუყრიათ საფუძველი ქართველთა ბერმონაზვნობისთვის ულუმბოზე.
პავლე ინგოროყვას ვარაუდით, ერთ-ერთი მოხსენებული პირი არის გრიგოლ ხანძთელის მოწაფე. “კაცი შუენიერი, კეთილი მონაზონი, სრული სიბრძნითა, შვილი დიდებულთა აზნაურთა, ტომი დიდისა ეფრემ მაწყვერელ ეპისკოპოსისა”. იგი ხანძთიდან ეწვია პალესტინას, სადაც მაკარი ლეთეთელთან ერთად მოღვაწეობდა, შემდეგ კი მცირე აზიაში გადავიდა და ულუმბოს მთაზე დასახლდა.

როცა, ოცი წლის შემდეგ, ღირსი ილარიონ ქართველი ჩასულა ულუმბოზე, აქ მხოლოდ სამი ქართველი დახვედრია, უეჭველია, არსენისა და მიქაელის მოწაფეთაგანნი. ორ მოწაფესთან ერთად ულუმბოზე მისულ წმიდა ილარიონს ადგილობრივი ბერები მტრულად დახვდნენ. ბერძენთა ლავრის მამასახლისმა მათი გაძევება მოინდომა, ვითარცა “კაცთა უცხოთა და უმეცართა” ელინთა ენისა, რომელთა შესახებაც არ იცოდა, “კეთილად ზრახვენ ანუ მართალი სარწმუნოებაი უპყრიეს” თუ არა. ასეთი “უმშჯავრო” განზრახვისათვის ღვთისმშობელმა ყვედრებით უთხრა მამსასახლისს:  ანუ არა უწყია, ვითარმედ მრავალნი დამკვიდრებად არიან მთასა და ამას მათისა ენისა მეტყუელნი? ამის შემდეგ ულუმბოზე ქართველები მომრავლდნენ. X საუკუნის მეორე ნახევარში აქ მოღვაწეობდა ღირსი იოანე და მისი შვილი ექვთიმე. მაგრამ ვინაიდან მათ “პატივსა უყოფდეს ბერძენნი და ქართველნი”, აქაურობა მიატოოვეს და წმიდა ათონის მთაზე გადასახლდნენ.

საქართველოს ეკლესიამ წმიდათა დასში შერაცხა ულუმბოზე ქართული მონასტრის დამაარსებელნი ღირსნი მამანი - მიქაელი და არსენი.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 10118624 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ