მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
19 ოქტომბერი 2017  10:23 ქართული შრიფტი


ტიციან ტაბიძე
ვაჟა-ფშაველას გადასვენება მთაწმინდაზე
"თუ უფალთან იქნები, ჯოჯოხეთიც სამოთხედ გექცევა, ღვთის გარეშე კი- ზეცაში ყოფნაც წამებაა." -
წმიდა ტიხონ ზადონელი





Untitled Document


თვითმკვლელობა


- გერონდა, ზოგიერთი ადამიანი, შეხვდება თუ არა ცხოვრებაში რაიმე სირთულეს, მზად არის თავი მოიკლას.

- აქ ეგოიზმთან გვაქვს საქმე. თვითმკვლელთა უმეტესობა ყურს უგდებს ეშმაკს, რომელიც შთააგონებს მათ, რომ თვითმკვლელობით ბოლო მოეღება იმ შინაგან ტანჯვას, რომელსაც ისინი განიცდიან. ასეთი ადამიანები ეგოიზმის გამო იკლავენ თავს. აი, მაგალითად: თუ ადამიანმა რაიმე მოიპარა და შემდეგ ეს ქურდობა გაცხადდა, ქურდი შეწუხებულია იმით, რომ სახელი გაუტყდა და იმის ნაცვლად, რომ მოინანიოს, აღსარება თქვას და სული მარადიული ტანჯვისგან იხსნას, მიდის და თავს იკლავს. სხვა თავს იმიტომ იკლავს, რომ პარალიზებული შვილი ჰყავს. `რატომ უნდა მყავდეს მე პარალიზებული ბავშვი?~ - ამბობს ასეთი ადამიანი და სასოწარკვეთაში ვარდება; მაგრამ, თუ ბავშვის ავადმყოფობა მისი ბრალია და იგი ამას გრძნობს, მან უნდა მოინანიოს ეს. როგორ შეიძლება თავის მოკვლა და ბავშვის ღია ცის ქვეშ დატოვება? განა ამის შემდეგ მისი დანაშაული ბავშვის წინაშე არ დამძიმდება?

- გერონდა, ხშირად გვესმის, რომ ადამიანმა თავი მოიკლა, რადგან სულიერად ავადმყოფი იყო.

- სულიერად ავადმყოფ ადამიანებს, რომლებიც სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებენ, დანაშაულის შემამსუბუქებელი გარემოება აქვთ, რადგან მათი გონება წესრიგში არ არის. ასეთ ადამიანს შეიძლება ღრუბლების გროვამაც კი აუფორიაქოს სული. მაგრამ იმ თვითმკვლელებზე, რომლებიც არ არიან სულიერად დაავადებულნი, ეკლესია არ ლოცულობს, ისევე როგორც არ ლოცულობს ის გარდაცვლილი ერეტიკოსებისთვის. ასეთი ადამიანების სახელს მღვდელი კვეთისას არ იხსენიებს და მათ სახელზე ნაწილებს არ იღებს, რადგან ეს ადამიანები თვითმკვლელობით უარს ამბობენ სიცოცხლეზე, სძულთ იგი. სიცოცხლე კი ღვთის საჩუქარია. ასეთი ადამიანები თითქოს სახეში ახლიან უფალს ამ საჩუქარს.

 

იღუმენია ფილოთეას საუბარი ბერ პაისი ათონელთან
წიგნიდან `ოჯახური ცხოვრება~

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12138249 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ