მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
15 დეკემბერი 2017  22:50 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
დამსეტყვე, ცაო
"რელიგია დედის წიაღია, საიდანაც გამოვიდა კაცობრიობის მთელი სულიერი ცხოვრება; კაცთა მოდგმის მთელი მაღალი კულტურა რელიგიის შვილია." -





Untitled Document


ველოდები, როდის გადმოვა სულიწმიდა!

კილიკიაში, ქალაქ ეღონიდან ათი ათასი ნაბიჯის მოშორებით მდებარეობს სოფელი მარდარდი. აქ, წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში მსახურობდა ერთი მართალი, სათნოებებით შემკული ბერი; იგი დიდი იყო ღვთის წინაშე. ერთხელ სოფლის მაცხოვრებლები ეღონის ეპისკოპოსთან მივიდნენ და უთხრეს:
_ გთხოვთ, მოგვაშორო ეს ბერი, მისი ატანა უკვე აღარ შეგვიძლია, რადგან ის არ იცავს ეკლესიაში დადგენილ წესებს და კვირის წირვას დღის სამ საათზე იწყებს.
ეპისკოპოსმა ბერი თავისთან დაიბარა და ჰკითხა:
_ რატომ იქცევი ასე, ხუცესო? ნუთუ საეკლესიო ტიპიკონს ჯერ არ გაცნობიხარ?!
_ ჭეშმარიტს ბრძანებ, მეუფეო, _ მიუგო ბერმა, _ და სამართლიანადაც მკიცხავ, მაგრამ როგორ მოვიქცე? ყოველ კვირა დღეს, ცისკრის ლოცვის შემდეგ საკურთხეველში ვზივარ და ველოდები, როდის გადმოვა სულიწმიდა, და მხოლოდ მისი გადმოსვლის შემდეგ ვიწყებ ლიტურგიას.

ეპისკოპოსი გააოცა ბერის ასეთმა სიწმინდემ და უბრალოებამ; მან სოფლის მაცხოვრებლები დაიბარა და ყველაფერი აუხსნა, ბერი კი მშვიდობით გაისტუმრა.

 

 

 

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12570307 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ