მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს



(ღმერთო, მაპატიე აპათია...)
"ვისაც თავის თავშიღმერთიჰყავს, მას ყველაფერი აქვს, თუნდაც - ამქვეყნად ყველაფერი დაკარგოს." -





Untitled Document

 

სწავლება უმეცართა

 

გაუდგა ბიჭი მიმავალ გზას. თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ მხარეში დასახლდა და სოფელში ნამყოფიც არ იყო. სარჩო-სანოვაგეზე საპირისპირო გზით ყოველთვის ქალაქში ჩადიოდა. აუყვა ორღობეს. პირველივე მოსახლეს ოჯახიდან ქალის განწირული კივილი გაისმა.
_ მიშველეეთ.
ბიჭი ჭიშკარს მივარდა, კარები ვერ გააღო. მერ რის ვაივაგლახით ღობეზე გადაძვრა და სახლში შევარდა. ჰხედავს ორი ახალგაზრდა ქალი ერთმანეთს თმებში ჩაფრენილან და უმოწყალო ცემა-ტყეპა აქვთ გაჩაღებული. საწოლზე მწოლიარე ხანდაზმული ქალი კი ცრემლად იღვრება. ბიჭი ქალების შუა ჩადგა და მოქიშპეები ძლივს დააცილა ერთმანეთს.
_ დაწყნარდით და მითხარით, რამ განგარისხათ ასე? _ იკითხა აქოშინებულმა.
ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ორივე ქალი ერთად აყაყანდა. ბიჭი ჯერ ერთს მოე­ფერა, მერე მეორეს, დაამშვიდა და სთხოვა წყნარად ეამბოთ თავიანთი გაჭი­რვების შესახებ.
_ ჩვენ ორი დანი ვართ, _ დაიწყო ერთმა. მამა ადრე გარდაგვეცვალა, დედამ დაგვზარდა. დედაჩვენს მთელი სოფელი იცნობს, გამრჯე, მშრომელი, კე­თი­ლი ქალია. ერთ დღეს დედა ხიდან ჩამოვარდა და ორივე ფეხი მოიტეხა. ლოგინად ჩავარდა საბრალო. მთელი ოჯახის სიმძიმე შვილებს დაგვაწვა. გაგვიჭირდა დედისა და ამოდენა სახლ-კარის მო­ვლა. გავწყდით წელში.
ერთი კვირის წინ დედამ შვი­ლები მოგვიხმო და გვითხრა:
_ ქონება სამ ნაწილად გა­ყავით. თითოეული თქვენთაგანი თავის წილს მიჰხედავს და შრომა გაგიადვილდებათ. ჩემი წილი კი იმას შეხვდება, ვინც მე მომივლისო.
ყველაფერი თანაბრად გავინაწილეთ. დედის მოვლაზე კი ვერ იქნა და ვერ მოვრიგდით.
ბიჭმა მარჯვენა ხელი გულთან მიიდო, იქვე ავადმყოფის საწოლთან დოქით მდგარი წყალი სულმოუთქმელად დაცალა და ქალებს მიუბრუნდა.
_ ჯერ თითოეული თქვენგანის აზრი მაინტერესებს და მერე გეტყვით ჩემსასაო.
_ უმცროს დაზე ოთხი წლით უფროსი ვარ, _ ალაპარაკდა ერთი. რადგან დედამ ჩემს გაზრდაზე უფრო მეტი დრო დახარჯა, მე ვარ ვალდებული მას მოვუარო.
_ ჩვენი ტრადიციების მიხედვით სახლ-კარი უმცროსს რჩება, _ გააწყვეტინა სიტყვა მეორემ.
_ ეგ თუ გაუთხოვარი დარჩა, რა ჩემი ბრალია? დედას მე უნდა მივხედო და მისი წილი ქონებაც მე დამრჩება, _ არ ცხრებო