მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
22 აგვისტო 2017  21:39 ქართული შრიფტი


გრიგოლ ორბელიანი
სადღეგრძელო, ანუ ომის შემდგომ ღამე ლხინი, ერევნის სიახლოვეს
"ურწმუნოება - ცრურწმენის ტყუპისცალია" -





Untitled Document

 

ჭმევა მშიერთა

 

ტრიალ მინდორზე ბოშათა კარავი იყო გაშლილი. გზის პირას ქალი და ორი ბავშვი იჯდა. ბიჭის დანახვაზე ბავშვები ელვის სისწრაფით წამოხტნენ და ერთხმად აყვირდნენ:

_ დაგვეხმარე, გვაჭამე რამე, დაილოცოს ოჯახი შენი.

ბიჭმა ხურჯინი გახსნა. შიგ ტილოში გახვეული ორი ხაჭაპური და შემწვარი წიწილა იდო. პატარა მაწანწალები თავს დასტრიალებდნენ. თვითონაც შიოდა. ქათმის ბარკალი და ერთი ხაჭაპური თავისთვის დაიტოვა. დანარჩენი მათ მისცა. ატყდა ერთი ჩხუბი და დავიდარაბა ძღვენის გაყოფაზე. გაბრაზებული ბოშა ქალი ბავშვებს მივარდა. ხელიდან გამოსტაცა საჭმელი, მიწაზე თავსაფარი გაშალა, დანა ამოიღო და დაიწყო თანაბრად განაწილება. ჯერ ერთი ხაჭაპური დაჭრა, მერე მეორე, დაანაწილა ხორციც. ბავშვები გემრიელად ილუკმებოდნენ. ბიჭი სიყვარულით შესცქეროდა მათ. ნელ-ნელა სახის გამომეტყველება შეეცვალა. ჰხედავს ერთს ქათმის ერთი ბარკალი უჭირავს ხელში, მეორეს _ მეორე.

_ კი მაგრამ, რამდენი ბარკალი ჰქონდა ამ ქათამს? _ გაიფიქრა და ხურჯინი გახსნა.

სად იყო მისი წილი ხაჭაპური და ბარკალი?!_ მოუპარავთ, დამტოვეს მშიერი ამ უსინდისოებმა. რა რჯულის არიან ეგ უღმერთოები, უფლის მცნება _ `არ იპაროო~ _ რომ არ იციან? ალბათ ქურდებად იბადებიან, თორემ აკვანში ხომ არა ისწავლიდნენ ამ უფლის მიერ დაგმობილ საქმეს? _ ბუზღუნებდა იგი თავისთვის.

ერთხანს უყურა, ელოდა, იქნებ ჩემს მირთმეულზე მეც მიმიპატიჟონო, _ მაგრამ მიხვდა, რომ მისი დარდი არავის ჰქონდა და გაუყვა გზას.
ორივე სამარცხვინოა _ ქურდობაც და უმადურებაც, თუმცა რა ჩემი განსაკითხია მათი საქციელი. ცოტა მეწყინა, მაგრამ მშივრები ხომ დავაპურე? _ ჰფიქრობდა თავისი საქციელით კმაყოფილი.

 

ავტორი
მადონა ნატრიაშვილი

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 11587266 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ